სიცოცხლე სიკვდილამდე
თავი1 მახსოვს ჩემი თინეიჯერობის ასაკში,როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობდი ეს ჩემს მთელ სხეულს ედებოდა,ყოველთვის მეკითხებოდნენ როგორ შემეძლო სიყვარულზე ასეთი გრძნობებით საუბარი მაშინ რიდესაც შეყვარებული არც კი მყავდა მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ,რომ მე ველოდებოდი იმ ერთადერთს,ვისაც ჩემთან ერთად ენდომებოდა მთელი ცხოვრების გატარება,ვისაც ვეყვარებოდი უანგაროდ,ბოლო ამოსუნთქვამდე,ვისაც ბოლიმდე მივენდებოდი,ვის გვერდითან თავს დაცულად ვიგრძნობდი,ვისაც ჩემს სულში ჩავახედებდი ვინც საკუთარ სულში ჩამახედებდა. პირველად როდესაც მას შევხვდი ზაფხული იყო,ძალიან მშვიდად და აუღელვებლად იჯდა ტყეში,ხელში სიგარეტი ეჭირა რომელსაც დრო და დრო ეწეოდა.შორიდანახ კი ვგრძნობდი რომ რაღაც აწუხებდა ძალიან ღრმად იყო ფიქრებში წასული ეს მის თვალებში ჩანდა.სიმართლე რომ ვთქვა მისი და სიგარეტის ურთიერთობამ იმდენად გამაღიზიანა მასზე არც გამიფიქრია მიუხედავად იმისა რომ ყურადღებით ვაკვირდებოდი.ჩვენი გზები წლების შემდეგ ისევ გადაიკვეთა მისი პირველი კომპლიმენტის შემდეგ,ჩემს ჩაცმულობაზე,დაიწყო ჩვენი ურთიერთობა გაცნობის შემდეგ კი მივხვდით რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო ამიტომ ყოველგვარი ქორწილის გარეშე შეყვარებულების სტატუსით გადავედით ერთად საცხოვრებლად სახლი საკუთარი ხელით ავაშენეთ თბილისიდან არც თუ ისე შორს. ეს ჩემთვის სავსებით საკმარისი იყო.თოთქოს ჩემი ყველა ოცნება ამ ერთი ადამიანის საშვალებით ავიხდინე.სახლთან ახლოს ძალიან ლამაზი ბაღი გავაშენეთ გვყავდა უამრავი ცხოველი,ჩვენი პატარა სამყარო გვქონდა იმდენად გვიხაროდა ერთმანეთი დარწმუნებულები ვიყავით,რომ ეს ყველაფერი არ გაქრებოდა მათ შორის არც ჩვენი გრძნობები.ყოველ ჩემს წამში მხოლოდ ის იყო მისი,ხმა, სუნთქვა,შეხება.წერა ადრე უფრო მეტად მიყვარდა,ბაღში განვმარტოვდებოდი და წერას ვიწყებდი პერიოდულად,ის შემოდიოდა ფინჯანი ჩაი მოჰქონდა თავისი ხელით მომზადებულ ორცხობილებთან ერთად,შუბლზე მკოცნიდა და მეუბნებოდა, -რომ დაამთავრებ ფილმს ვუყუროთ. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.ერთად ვამზადებდით პოპკორნს და საყვარელს ფილმს ვუყურებდით,შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი მასთან ერთად მის გულზე თავი დამედო, მისი მკლავები ჩემს სხეულზე მეგრძნო,მისი სუნთქვისთვის მესმინა და ეს არმომბეზრდებოდა.ზუსტად შვიდი წელი ვცხოვრობდით ერთად,მაგრამ ერთ დღეს მიმატოვა წავიდა და დამტოვა.ეს იყო დღე,როდესაც სამყარო თავზე დამენგრა,წამიერი სიცარიელი ვიგრძენი რომელიც დიდ ტკივილში გადაიზარდა,სული ისე მტკიოდა სუნთქვანც კი აღარ შემეძლო ყველა წამში ისიყი ყველა მოგონებაში ყველა კუთხეში სადაც გავიხედებოდი.ცხოვრებამ მწარე გაკვეთილით ყველაზე მთავარი დამანახა.ადამიანებს არ უნდა ვენდო ისინი უბრალიდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიდიან და გტოვებენ,ეს ასეა ცხოვრება ასეთია მწარე და უსამართო. დილით ვიღვიძებ,გავდივარ გარეთ,მივდივარ ბაღში, ვათვალიერებ,იქ არ არის არც სახლშია,ყველგან ვეძებ, ვყვირივარ მაგრამ ის არსად არ ჩანს,თავში საშინელი აზრები მომდის გარდა იმისა რომ უბრალოდ დამტოვებდა და წავიდოდა მე მისი მჯეროდა ზუსტად ვიცოდი,რომ ვუყვარდი და ჩემ გარეშე ვერ გაძლებდა,ალბათ ამის ასე ძალიან ჩემი თავიდან გამომდინარე მჯერიდა მე ზუსტად ვიცოდი,რომ მის გარეშე ერთ წამსაც ვერ გავძლებდი ის ხო მაშინაც მენატრებოდა როცა სახლიდან ეზოში გადიოდა მე ზუსტად ვიცოდი,რომ მისი უსაზღვროდ კეთილი თვალების გარეშე ვერ გავძლებდი ისევე როგორც ის ჩემი სულის გარეშე ჩვენ ხომ ერთმანეთს ვავსებდით ერთმანეთით ვსუნთქავდით.შევცდი მწარედ შევცდი. ვბრუნდები ოთახში სადაც პატარა მაგიდაზე კონვერტი მხვდება "ნატალი,ჩემო სულის ნაწილო,თვალებ ბრიალა,ჩემო სუნთქვა,ჩემო ჰაერო,დღეს დილით ბოლოჯერ მივიღე შენი ნახვის სიამოვნება,შენი სურნელი ღრმად შევისუნთქე,შენს ტუჩებს ბოლოჯერ შევეხე,შენს თმას ბოლოჯერ მოვეფერე,თვალები ბოლოჯერ დაგიკოცნე,უკანასკნელად დაგაფარე აკანკალებულს საბანი,უკანასკნელად გაგიმზადე ორცხობილები,წავედი.არა მე შენი სიყვარული არ შემიწყვეტია და არც არასდროს შევწყვეტ,უბრალიდ შენმა ბუნებამ დამღალა,დამღალა იმან რომ პატარა დეტალებიც გაბედნიერებ,შენში ყველაზე მეტად შენი უზომო სიკეთე არ მომწონდა,ადამიანების უსაზღვრო სიყვარული მათი დაუფიქრებლად ნდობა,შენი მეამიტკბა,მიყვარხარ და ბოდიში იმ ტკივილისთვის,რომელსაც ჩემი მიტოვება მოგაყენებს.დამივიწყე და იპოვე ადამიანი ვინც შენს სულს შეიყვარებს და არა სხეულს" ეს იყო მისი ბოლი სიტყვები,სიტყვები,რომლებმაც ჩემი ცხოვება გაანადგურეს,თავი შემაზიზღეს მწარე რეალობას მიმანარცხეს მომკლეს გული მომიკლეს ადამიანობა მომიკლეს. წერილი კიდევ ერთხელ გადავიკითხე თავლებს არ ვუჯერებდი ეს იყო მომენტი როდესაც გავაცნობიერე რომ მარტო დავრჩი დამიკარგეს იმის რწმენა რითიც ვცოცხლობდი ვიგრძენი სულის სიობლე,მივხვდი თუ რაოდენ უსუსური ვიყავი მის გარეშე,ადგილი რომელიც ჩემ სამოთხედ მიმაჩნდა სულ რაღაც წამებში ჯოჯოხეთად გადაიქცა ეს იყო ზღაპარი პატარა გოგონას გამოგონილი ზღაპარი მაგრამ ერთი განსხვავება იყო მისი ზღაპარი კეთილად არ სრულდებოდა.დაახლოებით ორი საათი გაშეშებული ვიჯექი და ველოდებოდი მას,რომ მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა პერიოდულად სუნთქვაც მავიწყდებოდა,ბოლოს რაც იმ დღიდან მახსოვ,ვიყავი მე ხელში დიდი უროთი,გამწარებული ვანგრევდი ყველაფერს ვყვიროდი,ვანადგურებდი ყველაფერს რაც მას უკავშირდებოდა.3 თვე ფსიქიატრიულში გავატარე იქიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება გამიჭირდა მომენტალურად მავიწყდებოდა ის,რომ მარტო ვიყავი და მის ხმას ვეღარ გავიგონებდი ყოველ წამს ველოდი.ფაქტობრივად ფუნქციონირება შევწყვიტე.სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. ამხელა ტკივილის გადატანა მეგონა არასოდეს მომიწევდა მტკიოდა, ყველაფერი მტკიოდა მეგონა თუ ჩემს თავს ფიზიკურ ტკივილს მივაყენებდი სულიერს გადავფარავდი, შევცდი.სულიერი ტკივილი სიკვდილის ტოლფასია ის კლავს ყველაფერს კარგს შენში და გხდის უფრო ძლიერს ,მთავარია გაუძლო. ორი წლის მანძილზე ვიყავი ფსიქიატრიულში, გავდიოდი მკურნალობას,მკურნალობის გავლის შემდეგ დავბრუნდი მშობლებთან მაგრამ მალევე მივხვდი რომ ცალკე უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად რადგან ჩემი ასეთი მდგომარეობა მათაც დიდ ტკივილს აყენებდა მე ხომ მათი ერთადერთი შვილი ვიყავი ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ცოცხლობდნენ მათი მზე რომელიც ცხოვრებას ნათელ ფერებს სძენდა ახლა ეს მზე ტკივილმა მოიცვა რომელმაც სულ ჩააბნელა მისი სული,მივხვდი რომ მარტო ყოფნა მჭირდებოდა საკუთარ თავთან განმარტოვება და სიმართლისთვის თვალის გასწორება. პატარა სახლი ვიყიდე,დიდი ხნის გასვლის შემდეგ ავიღე ხელში კალამი და ისევ დავიწყე წერა თითქოს ეს მეხმარებოდა ყველაფერში ეს მიქარწ....ბდა ტკივილს მაგრამ დღემდე მის სახელს მაინც ვერ ვამბობ უბრალიდ ეს იყო ადამიანი რომელმაც ჩემში ყველაფერი გაანადგურა მხოლოდ იმის იმედად ვრჩებოდი,რომ ჩემ თავში უნდა მეპოვა ძალა ის დღემდე ჩემ ფიქრებშია და არც არსად არ გამქრალა ოთხ წელზე მეტია არ მინახავს მაგრამ მაინც ჩემშია მაინც ვერ გავუშვი.წვიმიანი დღე იყო,წვიმა ძალიან მიყვარდა,გარეთ გამოვდიოდი და ვსეირნობდი ვსველდებოდი,თვალებს ვხუჭავდი და მიწის სასიამივნო სუნს შევიგრძნობდი,წვიმის წვეთები შემს სახეს ასველებდა, თვალებს ვახელ,ვხედავ,ვხედავ იმ ადამიანს,რომელმაც მომკლა ის ოთხი წლის შემდეგ დავინახე ადამიანი რომელმაც მიმატოვა ერთდროულად ზიზღიც ვიგრძენი და უზომო სურვილი იმისა,რომ ჩავხუტებოდი კიდევ ერთხელ შემეგრძნო მისი სუენელი კიდევ ერთხელ გამეგო მისი ხმა რომელიც ასე მენატრებოდა.ვერ მიცნო გვერდი ისე ამიარა თითქოს არც ვარსებობდი.იმ დღეს მეორედ გავნადგურდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.