ირგვლივ საშინლად ცივა
დღესდღეობით,ჩვენს ქვეყანაში უამრავი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს.ოჯახები რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსები:ფული,სამსახური,რომ ოჯახი არჩინონ...ადამიანები 21-ე საუკუნეში დიდ ტკივილს განიცდიან სიღარიბის სახით რადგან არ იციან ხვალ რა ელოდებათ ან როგორი დღე ექნებათ და ყველაზე მთავარი ექნებათ თუ არა საკვები,რომ გამოიკვებონ... ბევრი ბავშვის ოცნება ფერადი ბავშვობაა,ლაღი და ბედნიერი დღეებით სავსე. მაგრამ,როდი აქვს ყველა ბავშვს ლაღი,მშვიდი და უზრუნველი ბავშვობა.ბევრი ოჯახი არსებობს,რომელსაც უჭირთ.პურის ფული არა აქვთ,რომ შვილები გამოკვებონ... დღე გავა და შესაძლოა ბავშვებმა საჭმელიც კი არ ჭამონ და მშიერი კუჭით დაიძინონ. არა ა ქვთ ისეთი თბილი ტანსაცმელი,როგორიც ჩვენ გვაქვს..დადიან დახეული ტანსაცმლით რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეს წარმოადგენს...არ აქვთ საცხოვრებელი პირობები,ელემენტალური გაზი,რომ საჭმელი გააკეთოს დიასახლისმა. ერთ განადგურებულ და ცივ კედლებიან შენობაში ცხოვრობენ რომელთაც არ გააჩნიათ ნორმანული საცხოვრებელი პირობები...ზამთარში იქ ცხოვრება აუტანელია,ღუმელი კი ათბობთ მაგრამ შეშა არა აქვთ,შეშის მაგივრად სხვადასხვა ნივთებს იყენებენ ,რომ ცოტა მაინც გათბნენ..ღამე,როცა წვიმაა სახურავიდან წყალი ჩამოდის და კედლები სველდება... პურის ფული,რომ ქონდეთ და ყოველდღიურად თავი ,რომ გაიტანონ ამის გამო ადამიანები რას აღარ აკეთებენ.რეალური მაგალითი მოვიყვანოთ; დღევანდელ რეალობაში ბევრი ისეთი ოჯახი არსებობს,რომელიც გაჭირვებამ დაღუპა და სულიერად გაანადგურა,ჯანმრთელობა შეურყია...ზოგიერთი იტანს დიდ ტკივილს და ყველა დაბრკოლებას უძლება რა სამუშაოს არ თანხმდებიან შვილების გადარჩენისს გამო.ზოგი მათგანი თმას ყიდის,რომ ოჯახს აჭამოს და აარსებოს,ზოგიც კი უბრალოდ მოწყალებას ითხოვს. სამწუხაროდ ასეთი გაჭირვებული ადამიანები, ნაგვის ბუნკერში ეძებენ საჭმელს...ტანსაცმელს...ნივთებს და ამით სულდგმულობენ... სხვა არავინ და არაფერი ყავთ პატრონი... რეალურად ასეთ ოჯახებს არავინ ეხმარება ადამიანებს შიში კლავთ იმის,რომ ხვალ ცოცხლები აღარ იქნებიან,ზოგიერთს კი იმედი არ დაუკარგავს და მაინც სჯერა,რომ ერთი დღე გათენდება ისეთი მზიანი და დარიანი,რომ ამ სიღატაკეს თავს დააღწევენ... მაინც რა არის არა იმედი? ეს აძლიერებს ადამიანს და ატანინებს ყველა სირთულეს. ხშირად გავიგონებთ მსგავს ფრაზებს სიცოცხლე აღარ მინდა,ასეთ ცხოვრებას რა ვუთხარი,მე თუ დედა ვარ... სული ეწვით,რომ ასეთ ვითარებაში არიან ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და უსუსურნი არიან. ბავშვებს რაც შეეეხება სურვილები,ოცნებები აქვთ რომლის ახდენასას ნატრობენ; სურთ,რომ სხვა ბავშვების მსგავსი ფერადი ცხოვრება ჰქონდეთ,ლამაზი ოთახი,ფუმფულა სათამაშოები რომლის ნაკლებობასაც განიცდიან და ეს ყველაფერი როგორი უსამართლობაა...ზოგი ბედნიერია ზოგიც კი უბედური...ზოგი მდიდარი ზიგიც კო ღარიბი...სამყაროში არ უნდა არსებობდეს ისეთი ბავშვი ვინც რაღაცას ნატრობს ვინც დამწუხრებულია და ვის ვარდივით სახესაც ცრემლები აჭკნობს.ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს,სიღატაკე არ უნდა არსებობდეს ეს სამყაროს ყველაზე დოდი შეცდომაა,რომ ადამიანები ერთმანეთისგან არ უნდა გაარჩიოს...ყველა ბედნიერი უნდა იყოს,არავინ არ უნდა იტანჯებოდეს და ღამღამობით ბალიშს არ ასველებდეს იმაზე ფიქრით თუ როდის მოვა ის დღე როცა მოკვდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.