შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საათი


21-01-2021, 17:13
ავტორი Melice
ნანახია 1 023

თვალებგაფართოებული ვუყურებდი ყვავილებით მოჩუქურთმებულ საათს. ეს მრავალჯერ ნანახის პირველად დანახვას ჰგავდა... რამდენჯერ შემიხედავს მისთვის, რამდენჯერ გამიკონტროლებია დროის სვლა, მაგრამ არასდროს გაღწეულა ჩემი ხედვა ყავისფერ ისრებს იქით.
თურმე, რა ლამაზი ყოფილა...
მასზე ვისწავლე საათის ცნობა. თავგამოდებითა და მოწიწებით წიკწიკებდა ყოველთვის.
როცა ჩვენ ვმხიარულობდით, ისრებიც მხიარულად ცეკვავდნენ წრეზე...
მწუხარების ჟამს ფრთხილად და მძიმედ ოხრავდა...
მახსოვს, მხოლოდ ერთხელ დადუმდა, როცა ოთახში დიდი, შავი ყუთი იდგა, უამრავი ყვავილით მორთული.
მერე ისევ ამუშავდა...
ჯერ ნელა და მტკივნეულად, მერე თითქოს რიტმს აუჩქარა და ის დროც აინაზღაურა, გაჩერებული რომ იყო.
საათის ქვემოთ სურათი ეკიდა. ბებიას ხელში ავეყვანე და ცდილობდა საწოვარა მოეშორებინა ჩემთვის.
საერთოდ არ უხდებოდნენ ერთმანეთს.
სურათი წარსული იყო, მონატრებული და სივრცეში გაბნეული... საათი კი - მონდომებით ითვლიდა ყოველ წამს.
რომელი უნდა მომეშორებინა?
ხელი საათისკენ გავიწვდინე. სწრაფად ჩავდე ჩანთაში და სწრაფადვე ჩავათავე კიბე.
მეორე დღეს, ღიმილით შვყურებდი კედელს... ბებიას ხელში ავეყვანე და ცდილობდა საწოვარა მოეშორებინა ჩემთვის.
ყველაზე მეტად სურათის ყვავილებით მოჩუქურთმებული ჩარჩო მომწონდა...
ხელს ძლიერად ვუჭერდი ყავისფერ ისრებს.



№1 სტუმარი სტუმარი mariko

გული მეტკინა რაღაცნაირად .. ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ახალი თავს ველოდი და ვიფიქრე მანამდე სხვა ისტორიას წავიკითხავ მეთქი. ეს პატარა ჩანახატი შემომეფეთა. ისეთი თბილია და თან სევდიანი. დროში გარღვევასავითაა, არასდროს რომ ამოგივა თავიდან ისეთი...

სხვა ჩანახატებიც მომინდა, პატარა ნოველები, უნიჭიერესი ხარ და სიტყვები არ მყოფნის მართლა... ყოჩაღ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent