ჩაძირვა
ქვეყნის ერთ პატარა კუთხეში გავიზარდე, ჩვენი ქალაქი არც ისე დიდია, უმეტესობამ მისი ნამდვილი სახელიც კი არ იცი, ყველა სიყვარულის ქალაქს ეძახის. ყოველ ზაფხულს აქ წყვილები დასასვენებლად ჩამოდია, რამდენიმე დღე რჩებიან, უკვე ყელში ამოსული რომანტიკით ტკბებიან და თავიანთ სახლებს უბრუნდებიან. ერთი ლეგენდა არსებობს, რომ ამ ქალაქში ერთი მთიანი სოფლიდან წყვილი გამოიქცა, რადგან ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, აქ კი ერთმა მოხუცებულმა ქალმა სახლში შეიფარა ისინი, რამდენიმე თვე მართლაც ბედნიერად ცხოვრობდნენ, მარგამ შემდეგ გოგოს მამამ მათ კვალს მაინც მიაგნო, გოგონა არ გაყვა და ქალაქის მოედანზე მან საკუთარი შვილი და მისი რჩეული თვალის დაუხამხამებლად მოკლა. არავინ იცის იმ კაცს რა ბედი ეწია, ყველა სისხლის გუბეში მყოფ ორი ადამიანის სხეულს მიშტერებოდა, რომლებსაც თითქოს სახეზე ბედნიერების ღიმის დასთამაშებდათ და ერთმანეთის პირისპირ, ისეთივე სიყვარულით შესციცინებდნენ თვალებში, როგორც რამდენიმე თვის წინ, როც ჯოჯოხეთს თავი დააღწიეს და სამოთხეს მიაგნეს. ეს ისტორია ბებიამ მომიყვა, მაშინ ალბათ 4 წლის ვიქნებოდი, ყველას ვეკითხებოდი, რატომ იდგა ქალაქის ცენტრში ორი ადამიანის ფიგურა, რომელზეც არაფერი ეწერა, ვინ იყვნენ და აქ რა უნდოდათ, თუმცა ისტორიის მოყოლისგან ყველა თავს იკავებდა, რადგან არავის სურდა 4 წლის გოგონასთან, რომელსაც ჯერ კიდევ დედას შერჩეული ფაშფაშა კაბა და გულდასმით დავარცხნილი თმები ქონდა, სიკვდილსა და ადამიანის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ესაუბრათ. თუმცა ბებიამ, რომელიც ჩემი კითხვებით ძალიან დაიღალა საბოლოოდ ამ წყვილის ისტორია მიამბო. სწორედ ამიტომ უწოდეს ამ ქალაქს სიყვარულის სამოთხე, რომლის მნიშვნელობაც კარგახანს საერთოდ არ მესმოდა. რაც შემეხება მე, მე კლარა ვარ, ახლახანს 21 წლის გავხდი, ამაზე რომ ვფიქრობ სუნთქვა მეკვრის, თან ვიცი, რომ 21 წელი საერთოდაც არ არის დიდი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგი და საინტერესო რაც 21 წლამდე უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გამოვტოვე, ისევ და ისევ ჩემი ხასითის და ინტროვერტობის გამო. ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ, ამბობენ დედისერთები ეგოისტები არიანო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამაში დარწმუნებული არ ვარ. ბავშვობაში არც არასდროს მინატრია, რომ და ან ძმა მყოლოდა, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მშობლების და ბებია- ბაბუას მთელი ყურადღება ჩემზე იყო გადმორთული, მაგრამ რაც ასაკი მემატებოდა მათი იმედები, რომლებსაც ჩემზე ამყარებდნენ, ჩემთვის დიდ ტვირთად იქცეოდა, ამ დროს მართლა ვნატრობდი ოჯახში კიდევ ყოფილიყო ვინმე ვინც ტვირთს შემიმსუბუქებდა და მტელი ყურადღება მასზე გადავიდოდა. არ იფიქროთ, რომ რამის გაკეთებას მაიძულებდნენ და იმას მაკეთებინებდნენ რაც მათ სურდათ, არა უბრალოდ დღითიდღე უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ჩემგან ძალიან ბევრს ელოდნენ, სკოლაში ფრიადოსანი შვილი, წარმატებული სტუდენტი, გოგონა, რომელიც 25 წლის ასაკში თავის რჩეულზე სიყვარულით გათხოვდება და ჩემს მშობლბებს შვილიშვილებს, ბებია-ბაბუას კი შვილთაშვილებს აჩუქებს. ამას პირდაპირ არასდროს ამბობდნენ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.