შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ნაკვალევი


6-02-2021, 13:37
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 123

ოდესმე შენც ყოფილხარ ცუდად,საკუთარი თავი გადაგიყვარებია უფრო მეტიც უარიც გითქვამს.ყველაფერი დაგვიწყებია.მარტოსულადაც გიგრძვნია თავი,მარტოობის განცდა კი დიდხანს გქონია და ახლაც თან დაატარებ.არადა არ რჩება წარსულის ბნელ კუნჭულში,სულ თან დაგყვება და ცდილობს გაგახსენოს ის დრო როცა საკუთარ თავთან გქონდა ბრძოლები,როდესაც შენი პიროვნება დაამსხვრიე და მისგან მხოლოდ ნამსხვრევებიღა დარჩა... რომელიც გავლისას ხორცს ეხებოდა, ჭრიდა სიღრმეში შედიოდა რათა ამოეცნო ისევ იყავი თუ არა სულით ნამდვილი.
მარტივად რომ გითხრა გაჭრილი ხორცისგან წარმოვიდოდა თუ არა სისხლი...თუნდაც წარსულში ყოფილა ის შავ-თეთრი დღეები რომელსაც ოთახში გამოკეტილი ატარებდი მთელ დღე და ღამეს...შინიდან გარეთ არ გადიოდი,მხოლოდ წყლისებრი მარილის სურნელოვანი წვეთებით გქონდა წრიული ფორმის სახე გამომშრალი,ხელები ნერვიულობისგან გაუხეშებული,დაწითლებული ეტყობოდა როგორ ებრძოდი ხორცს ყოველ წამს.ის კვალიც ნათლად ჩანდა ხორციელის დამარცხებას,რომ ლამობდი...რადგან იყო რაღაც რაშიც შეცდი..ან ასე ვთქვათ იყო ვიღაც ვისშიც შეცდი და ამას საკუთარ თავს ვერ პატიობდი...ახლა ის წუთები,რომ გახსენდება როგორი მწარეა...არც კი გსურს უკან დაბრუნება. ღამით კოშმარების სახით ილანდება და გონებაში ილექება ძველი ჭრილობა და გაქცეული ტკივილით აღსავსე წარსული მაინც გახსენებს თავს.ღამ ღამობით მოდის,გებრძვის და ცდილობს შენს უკან წაყვანას მერმე კი ლოგინიდან უეცრად წამოგახტუნებს,თვალს ახელ და რწმუნდები,რომ ეს სინამდვილე არ არის და კოშმარი ყოფილა. ამავე დროს კი წარსული მიდის,დროს ბარდება და ქრება.შენ ახლანდელ დროში ცხოვრობ,წარსულის ტკივილით მძიმე მოგონებებითა და ნაკვალევით რომელიც არა და არ ქრება.საერთოდ ასეა,ის რაც ადამიანებს გულს გვტკენს,მიწასან გვასწორებს და ის რაც ჩვენში ტანჯვას იწვევს ძალიან გვიან გვავიწყდება ხშირ შემთხვევაში კი ვერა და ვერ ვივიწყებთ დრო და დრო თვალწინ წარმოგვიდგება და გვახსენდება ესა თუ ის წარსულის ნაგლეჯი ფურცელი რომელიც არ იწვის. ერთ დღესაც გამოხვედი მძიმე მდგომარეობიდან,ახლა საგნებს სწორად ხედავ.არადა მაშინ ბუნდოვანი იყო ყოველივე...ნივთებს სხვა ფორმა ჰქონდათ,შენს თვალში ამა თუ იმ ნივთს სხვადასხვა ფერი .ზოგიც მოძრავი,ზოგიც უძრავი...ის რაც დიდი იყო პატარად გეჩვენებოდა და ის რაც პატარა ზომის დიდად...წითელში შავს ხედავდი,თეთრში კი წითელს...ეს ტკივილის ფერებია...შიშის ფერები...წითელი,შავი...თეთრში კი თავისებური იმედი და სიწმინდე გამოსჭვივის.იმედი არსებობდა კია? ვიღას ახსოვდა ეგ შენი იმედი,როცა მხოლოდ ცუდის მომსწრენი ვიყავით მაგრამ,ალაბთ მაინც არსებობდა ახლა,რომ აქ ხარ.იყო დღეები როცა თეთრი ფერი სასწაულებს ახდენდა და როგორც მოაზროვნე ადამიანი ისე იქცეოდი.სწორად ხედავდი და სწორ რეაგირებასაც ახდენდი ამა თუ იმ მომენტზე.ეს იცი რისი ნიშანი იყო?იმისა,რომ სწორ გზას მიუყვებოდი და გამარჯვებამდე ცოტა ნაბიჯიღა იყო დარჩენილი.აღარ იყავი შეკედლილი ნაჭუჭში,გატეხე ეს ნაჭუჭი და გარეთ გამოხვედი.გაბედე ნაბიჯების გადადგმა,ახლიდან ისწავლე სიარული,გაიმართე წელში და გამართულად გაიარე ფეხზე.კონტაქტი დაამყარე გარშემომყოფებთან ეს იცი რას ნიშნავს ? რომ ხორცი დაამარცხე..საკუთარი თავიც განსაჯე რაღაც დროით...თითქოს ცოდვაც შენებურად მოინანიე,ღრმად ჩაუფიქრდი შენს თავს,საქციელს ყველაფერი აწონ-დაწონე.ცხოვრება სხვა თვალით შაფასე,სხვა რაკურსით შეხედე სამყაროს,ფიქრებიც შეგეცვალა რადგან ხორციელს შეებრძოლე ის ცდუნების ნაწილი დაამარცხე რაც ადამიანს ავ საქმეს ჩაადენინებს ხოლმე ხშირად.დარჩა ის ხორცი რომელიც სულს შეერწყმება,ერთმანეთს გაითავისებენ და შენც ახალ პიროვნებად შეგქმნის.უკან ჩამოიტოვებ იმ დროს როცა შეცდომებს უშვებდი,არასწორად მოქმედებდი.ახლაც დაუშვებ შეცდომებს მაგრამ არა იმდენს რაც მაშინ.ახლა,ახალი ცხოვრება იწყება...ჯერ კარგზე იფიქრე მერე კი რაც მოსახდენია ის მოხდება.



№1  offline წევრი Margo Tokyo

ზოგადად ჩანახატებს არ ვკითხულობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მხვდება, არ ვხსნი ხოლმე.
ახლა შემოვედი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
წარსულთან ბრძოლა ყველაზე დიდ ენერგიას მოითხოვს და ეს ჭიდილი, მთელი სიზუსტით გაქვს აღწერილი. ყველა ის გრძნობა, ემოცია, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი.
საინტერესო ლექსიკა გაქვს, მრავალფეროვანი.
საიტს კოპირების ფუნქცია არ აქვს, თორემ სიამოვნებით წაგაკითხებდი იმ მომენტებს, რომლებიც ძალიან მომეწონა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მართლაც კარგი და გრძნობიერი იყო.
მაგრამ... კითხვის პროცესი იყო არაკომფორტული იმის გამო, რომ თუნდაც ყოველი მძიმე-წერტილის შემდეგ კლავიატურის გამოტოვებას (სფეისს) არ იყენებ. "მიჭუჭკნულია" და კითხვა მიჭირს :დდ
მძიმეების დანაკლისიც იყო.
იდეა - საინტერესო.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი სალისალომე

Margo Tokyo
ზოგადად ჩანახატებს არ ვკითხულობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მხვდება, არ ვხსნი ხოლმე.
ახლა შემოვედი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
წარსულთან ბრძოლა ყველაზე დიდ ენერგიას მოითხოვს და ეს ჭიდილი, მთელი სიზუსტით გაქვს აღწერილი. ყველა ის გრძნობა, ემოცია, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი.
საინტერესო ლექსიკა გაქვს, მრავალფეროვანი.
საიტს კოპირების ფუნქცია არ აქვს, თორემ სიამოვნებით წაგაკითხებდი იმ მომენტებს, რომლებიც ძალიან მომეწონა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მართლაც კარგი და გრძნობიერი იყო.
მაგრამ... კითხვის პროცესი იყო არაკომფორტული იმის გამო, რომ თუნდაც ყოველი მძიმე-წერტილის შემდეგ კლავიატურის გამოტოვებას (სფეისს) არ იყენებ. "მიჭუჭკნულია" და კითხვა მიჭირს :დდ
მძიმეების დანაკლისიც იყო.
იდეა - საინტერესო.
წარმატებები!

დიდი მადლობა, გულწრფელი შეფასებისთვის.აუცილებლად გავითვალისწინებ შეცდომებს.❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent