უცნაური განცდა
დღემდე ვერავის ბოლომდე ვერ გაუგო. ახლაც წევს, ძალიან ახლოდან ესმის საყვარელი ადამიანის სუნთქვის ხმა ,კანზე მისი ტუჩები ხავერდოვნად ეხება, რომელსაც ლამაზი სიტყვებიც ახლავს. ბედნიერი უნდა იყოს ?! თითქოს კი, მაგრამ არააა ! უცნაური კითხვა ჩაესმის... "პირობა ? ან რას ამბობდა ?" - ეფიქრება და მალევე სიტყვებად აქცევს.... -ადრეა - თავიდან მშვიდად, შემდეგ კი ანერვიულებული ხმით ამბობს გოგონა. -არაა - დამაჯერებელი ხმა ჩაესმის. -არის - დიდ ხანს გრძელდება ასე. გოგონა გაკვირვებულია, ყველაფერს ელოდა, მაგრამ ამას არა. ახსენდება საკუთარ თავთან დადებული პირობა.. ან პატარა ხომ აღარაა ? ამ ზამთარს 30 წელი შეუსრულდა. განა დრო არაა უფრო სერიოზულად შეხედოს ურთიერთობებს ? - არა და მორჩა - დამაჯერებლად ამბობს და ფეხზე დგება. -კარგი, რა . წყვილები გაცნობიდან ერთი კვირის მერეც კი ქორწინდებიან... - უკვე აღარ ესმის მამაკაცის სიტყვები, ფეხზე იცვამს და კარებისკენ მიდის.... მიდის ფიქრებში, პატარა გოგოსავით, რომელსაც ლოყის გარდა არსად შეხებია სხვისი ტუჩები და თავს უცნაურად გრძნობს... ამ განცდას ვერაფერს არქმევს... არც იცის, რა დაარქვას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.