სიყვარულია როდესაც იღიმი მის გახსენებაზე..
სიყვარულია, როდესაც ვერ უბრაზდები საყვარელ ადამიანს, რამდენადაც არ უნდა გატკინოს გული. სიყვარულია, როდესაც ვიღაცაზე იმდენად ზრუნავ, რომ სიტყვებითაც ვერ აღწერ. სიყვარულია, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი, "შენ მეტს იმსახურებ". სიყვარულია, როდესაც გონებაში იმახსოვრებ მასთან თითოეულ საუბარს. სიყვარულია, როდესაც იღიმი მის გახსენებაზე... სიყვარულია, როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვარს შორსაა, მაგრამ მის სიახლოვეს გრძნობ. სიყვარულია, როდესაც მას მოწყენილს ხედავ, შენც ცუდ ხასიათზე დგები. სიყვარულია, როდესაც მანძილი და დრო თქვენს სიყვარულს არაფერს აკლებს.. სიყვარულია, როდესაც მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობ. სიყვარულია, როდესაც რომანტიულ სიმღერას უსმენ და მას გაგონებს. სიყვარულია, როდესაც ის შენთვის არა მარტო მეორე ნახევარი, არამედ საუკეთესო მეგობარიცაა. სიყვარულია, როდესაც ვერავინ გამხიარულებს მის გარდა.. სიყვარულია, როდესაც ბიჭი გოგოს გამო ტირის. სიყვარულია, როდესაც გჯერა შეუძლებლის. სიყვარულია, როდესაც მისი ტკივილი შენი ტკივილია და პირიქით. სიყვარულია, როდესაც მასზე ფიქრით იღვიძებ და მასზე ფიქრით იძინებ. სიყვარულია, როდესაც არასოდეს ნებდები, ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი. სიყვარულია, როდესაც შენს გულში მას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. სიყვარულია, როდესაც მისი ერთი ღიმილი სამყაროს გირჩევნია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.