ტანგო...
...ჭიქა ვისკით შეევსო და თვალამღვრეული უყურებდა ქალს, რომელიც ისე ცეკვავდა, რომ ყველას აგიჟებდა-მისი ჩათვლით. ტანზე ატლასის შავი კაბა მოერგო ამ უკანასკნელს. წვრილი წელი, ყოველ მიხრა-მოხრაზე, კაბის შიგნიდან, ამაყად და თავმომწონედ წარმოაჩენდა ხოლმე თავის დიდებულებას. სავსე მკერდი, ურცხვად ადევნებდა იქ მყოფებს თვალს და ზეიმობდა, რომ მიუწვდომელი იყო ამდენი ხარბი მამაკაცის თვალისთვის. მსხვილი და ხორციანი ტუჩები, სისხლისფრად ელვარებდა და მკრთალ განათებაზე, უფრო იდუმალი და საოცარი ჩანდა. გულშეკუმშული უყურებდა ყველა. ქალები შურით სკდებოდნენ, რადგან მასთან შედარებით, ისინი პაიკები იყვნენ-სათამაშო დაფაზე. ის პაიკები, რომლებიც დედოფალს უნდა შესციცინებდნენ და ნებისმიერ მოთხოვნას უსრულებდნენ. მამაკაცების ხარბი თვალები, მას აშიშვლებდნენ. წარმოიდგენდნენ შიშველ ნატურას, საოცარი ფორმებით და ნერწყვი სდიოდათ. სურვილი მისი შეხებისა, იმდენად დიდი იყო, რომ არა მამაკაცების პარტნიორები, ვერც გაუძლებდნენ. ყველას თავისი ფარული აზრი ჰქონდა, თუმცა არც ერთმა არ იცოდა, რომ ეს მოხდენილად მოცეკვავე ქალბატონი, მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა. ბნელ კუთხეში იჯდა და უყურებდა...ყელში მოწოლილი ნერწყვი, ძლივს გადააგორა. მუშტები შეკრა და ერთიანად აცახცახდა. ვეღარ იმორჩილებდა სუნთქვას...აანალიზებდა, რომ იგუდებოდა ქალის დაუფლების სურვილისგან... მუსიკა შეწყდა. ახალი ჰანგების გაჟღერების დრო იყო და აი, ისიც... ტანგო... მამაკაცი, დინჯად წამოდგა. არ ჩქარობდა. მოსწონდა ქალის ცქერა. მოსწონდა მისი მოლივლივე სხეულის რხევა, რომელიც ისე იყო, როგორც ყვავილი-ქარში. უბრალოდ ელოდა, როდის დაეპატრონებოდა ვინმე. უყურა ცოტა ხანს და ბოლოს, მისკენ წავიდა. განათების ყველა სხივი ირეკლებოდა ქალზე და სხეულს სრულიად უჩენდა...ნელი სვლით ჩაუარა მაგიდებს და ზურგშექცევით მდგარი ქალის სხეული, ერთიანად მოიქცია მკლავებში. -ელენა...-უთხრა ხმაჩახლეჩილმა და ქალის სურნელი, ხარბად ჩაისუნთქა. ხელის მტევნებიდან, აუჩქარებლად აუყვა ზემოთ, შიშველი მხრებისკენ. ქალს ჟრუანტელი მოჰგვარა ასეთმა შეხებამ... -ნიკოლას...-ყრუ გმინვა აღმოხდა ქალს, მოსალოდნელი ვნების დატრიალების წარმოდგენაზე. სწრაფი მოძრაობით, მთლიანად შემოაბრუნა ქალის სხეული და მკერდზე მიიკრა. ცალი ხელი, წელზე შეუცურა, ცალი კიდევ ხელზე შეახო. აჰყვა ორივე ტანგოს ცეცხლოვან რიტმს და იმ წამს, სამყარომ მხოლოდ მათ გარშემო ბრუნვა დაიწყო... ცეცხლოვანი მზერა, ერთმანეთისადმი ლტოლვა, შეხების დაუოკებელი სურვილი, თვალებში არეკლილი ერთამენთის სახეები და აშლილი სული-ეს იყო ორი, ერთმანეთისადმი სიყვარულით ავსებული ადამიანის ნეტარების გრძელი სიმი, რომელიც წრფივად გასდევდა ცხოვრების გზას. მამაკაცმა, ხელი თეძომდე ჩაუცურა და მტკივენეულად მოუჭირა. ვნებები აეშალა ქალს და თვალებში ჩააცქერდა. ჩაეღიმა მამაკაცს და ხელი უშვა მას. ცხვირის წვერით შეეხო ნიკაპს. ნელ-ნელა, გზას მიიკვლევდა ყელისკენ. მფეთქავ არტერიაზე, ცხელი ტუჩები მიაკრო და გზნებით აკოცა. ქალს თვალები მიელულა... ისევ ნელა და აუჩქარებლად, მკერდისკენ მიიკვლევდა გზას. უკვე რომ მიაღწია სასურველ ადგილს, ქვემოდან ამოხედა ქალს, რომელიც განაბული ელოდა სიამოვნების ზენიტს. დროს საშინლად წელავდა. სიამოვნებდა მისით ასეთი მანიპულაცია. ერთგვარი ნირვანა იყო, რაც საშინლად აღაგზნებდა. უნდოდა იქვე გაეშიშვლებინა და მთელი სხეული მწველი და მტკივნეული კოცნებით დაეფარა, მაგრამ ის სასიამოვნო ჟრუანტელი უფრო მოსწონდა, რასაც საყვარელი ქალის, ასეთი შეხება ჰგვრიდა. ხელის მარტივი მოძრაობით, ისევ მკერდით ჩაიხუტა ქალი. უყურა ვნებააშლილ თვალებში და ტუჩებზე დააცხრა, როგორც მტაცებელი ცხოველი ესხმის მსხვერპლს. კოცნიდა მომთხოვნად, გაგიჟებით და ის უფრო აგიჟებდა, რომ ქალი, რომელიც მის წინ იდგა, ისევე იყო ვნების მორევში ჩაძირული, როგორც თვითონ. მანამ არ მოეშვა, სანამ კოცნისგან დასიებული ტუჩებიდან, სისხლის გემო არ იგრძნო... მოვარდნილი ქარიშხალი, ხალხის ოვაციებმა გაფანტა. წყვილს არ ესმოდა ირგვლივ არსებული ხმაური. მხოლოდ მათი აჩქარებული გულისცემის ხმა აყრუებდა და ახშობდა მათ სმენადობას... ხალხს წარუდგინეს ტალღები ვნებისა და გრძნობები-შავი ღამეებისა. ეს არ იყო უბრალოდ ცეკვა. ეს იყო აჯანყებული გრძნობის პროტესტი, რომელიც გიჟური სასიყვარულო განცდებით იყო შთაგონებული... ხუთი ასო და ერთი სიტყვა...ტანგო-დაუცხრომელი ვნების, უზენაესი წერტილი. სანამ ჩემი კომპოტი(კომპიუტერი:დდდდ), არამუშა მდგომარეობაშია, ესეთ პაწაწუნა და რაღაცნაირად სხვა რამეს წარმოგიდგენთ:დდდ არ მეხერხება ესეთები, მაგრამ უეცრად, მეთქი დავაცხრები:დდდ ჰო და, იმედია მთლად დომხალია არაა.... პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.