შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანდარინი


22-02-2021, 19:38
ავტორი ლურჯი მზე
ნანახია 684

ნოემბრის დილაა, არაფერს განვიცდი, ცარიელი, გარინდული და გაცრეცილი ვარ. ინტუიცია ყოველთვის დიდი მქონდა დღეს კი რატომღაც არაფერს განიცდიდა ჩემი მე... ხასიათი გაღვიძებიდანვე ცუდი დამყვა. სარკეში ჩავიხედე და ჩემს „მეს“ გავუღიმე,თუმცა ღიმილიც კი უნიათო იყო... ნელი ნაბიჯებით სამზარეულოს გზას გავუყევი, რა მიშველის ახლა რომ გამოვცოცხლდე თუ არა ყავა... ვფიქრობდი, თან სიზარმაცე მძლევდა, მარტო ყოფნა მიყვარს, მაგრამ როცა რამე მინდა გავაკეთო და მარტო ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი მეზარება. ჩავრთე საყვარელი მუსიკა „sad garden” რომელიც სასიამოვნოდ მამშვიდებს... ჩემთვის განკუთვნილი ყავა მზად იყო.... ფარდა გადავწიე, ფანჯარა გამოვაღე, შემოდგომა იდგა ფანჯრებს იქეთ, ყვითელი ფოთლები ნარნარით დაფრინავენ ცაში და ბოლოს მიწაზე იმკვიდრებენ ადგილს...როგორ მოუხდებოდა ნოემნბრის ამ დღეს წვიმა... თუმცა ამ ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობ იშვიათად წვიმს, უფრო ხშირად ჩემი თვალებიდან წვიმს, ვიდრე ცისფერი ციდადნ. ადგილს ვერ ვპოულობ, ოთახიდან ოთახში დავდივარ, ახლა შევნიშნე რომ სახლში საშინელი მტვერი იყო... თითქოს გავუბრაზდი სახლის დიასახლისს... და რატომღაც მომინდა მისთვის მეყვირა, და მეთქვა რომ უწესრიგო და ზარმაცია... თავი შევიკავე... გამოვიცვალე, საღამურები გავიხადე...ჩავიცვი საჭირო ფორმა და ნელნელა სახლის დალაგება დავიწყე... ყველა კუთხე დავასუფთავე... რამდენჯერმე ფოტოებსაც ჩავეხუტე, კედლიდან რომ მიყურებდნენ... მოვეფერე მონატრებული დედის და მამის ფოტოს, რომლებიც წლებია არ მინახავს, მოვეფერე ჩემს ყველაზე დიდი სიხარულის, ჩემი დიშვილის ფოტოსაც... ჩემი დების... ო, როგორ მომნატრებია ყველა ჩემიანი და ყველაფერი ჩემი, რაც ჩემს სახლში დავტოვე... ჩემი სამშობლო მომნატრებია... რამდენი წელია მოვცილდი, წავედი და და უცხო ქვეყნის ჰაერს ვსუნთქავ... საათს დავხედე, 3 სრულდებოდა, გამახსენდა რომ მეგობარი უნდა მენახა, შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი. გაჩერებაზე ხალხი ირეოდა, რატომღაც არ მინდოდა ხმაური, ფეხით გავუყევი ქუჩას, თითქოს ეს ქუჩა ჩემი იყო, მშობლიური, დიდი ხანია ამ ქუჩაზე დავდივარ...
ხეებიც კი ჩემიანი იყო... „წმინდა თომას“ ტაძარი, როგორ მიყვარს ეს ტაძარი... გამორჩეულად. ტაძარი ყველა მიყვარს, მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიმშვიდის ნავსაყუდელია. საჭირო ადგილზე ვიყავი... პუნქტვუალური გოგო ვარ ალბათ, არ მიყვარს დაგვიანება... ზუსტი დრო, „გერმანული“ სიზუსტით დავდივარ ყველგან,ყოველთვის... ახლაც ზუსტი დრო, დავხედე საათს, ოთხს გადაცდა, ჩემი მეგობარი კი არ ჩანს, გავიარ გამოვიარე, ერთ ადგილზე ვერ მოვისვენე... ოთხი საათი და თხუთმეტი წუთი... არ ჩანს... დავურეკო, არა ცოტა ხანს დავიცდი, ვებრძოდი გონებას,და ბოლოს ვიმარჯვებდი ლოდინით მასზე... წუთები მიიზლაზნებოდა, ასე ნელა არასდროს გასულა დრო... ოთხი საათი და ოცდაათი წუთი, ისევ არ ჩანდა... ტელეფონი გაბრაზებულმა ამოვიღე ჩანთიდან.... ერთი ზარი, ორი, სამი... და მპასუხობს... თითქოს არ გვქონდა დათქმული შეხვედრა, სიცილით მითხრა სხვა დროს იყოს, დამავიწყდა, და გამითიშა... ყოველთვის ბრაზი მომდიოდა უპასუხისმგებლო ადამიანებზე, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩემს თავზე ვბრაზდებოდი... რამდენი უპასუხისმგებლო, და „მატყუარა“ ადამიანი არსებობდა ჩემს სანაცნობოში ვეღარ დავითვალე...ჩქარი ნაბიჯით გავუყევი სახლისკენ გზას... შემოდგომაზე ნაადრევად ღამდება ქალაქში , სადაც მე ვცხოვრობ... დროით ჩემს მშობლიურ დროზე გვიან... ორი საათით გვიან. დიდხანს ვიარე უგზო უკვალოდ ქუჩებში, განტვირთვა როცა მინდა, ფეხით სიარული ყველაზე კარგი საშუალებაა ჩემთვის... 8 საათი სრულდებოდა, სახლთან მივედი, და აჩქარებული ნაბიჯით შევედი დაბნელებულ სადარბაზოში,თითქოს ვინმე მომდევდა უკან, ისე ვგრძნობდი... ტახტზე გაუხდელად წამოვწექი, ღრმა ფიქრებს მივეცი თავი... ვფიქრობდი წარსულზე, რომელმაც ტკივილი მომიტანა, დღევანდელ დღეზე, როცა არსებობდა ჩემს სამყაროში რამდენიმე ადამიანი, რომელიც მაბედნიერებდა და მომავალზე, რომელიც გაურკვეველი იყო ჩემთვის, არ ვიცი რა იქნება ხვალ... მიუხედავად ბრაზისა, და დაღლილობისა, ბედნიერი ვიყავი, თუმცა უბედურიც, ორივე ერთად... კითხვა მიჩნდებოდა რისთვის ვცხოვრობ? პასუხი არ იყო.. რამდენი კეთილი და ბოროტი, რამდენი შური და ბოღმა, რამდენი არაადამიანი და ადამიანი არსებობდა ჩემს ირგვლივ, რამდენი ნიღბიანი, და უნიჭო მსახიობი...დამეფიქრა ჩემი მეგობრები, მეგობრები კი არა „ვითომ“ მეგობრები... გონება შორს გამექცა... ის ადმაიანები დამეფიქრა რომლებიც მხოლოდ რაღაცას ელოდნენ ჩემგან, მაგრამ დრომ ყველას მისი ადგილი მიუჩინა და ბევრსაც მის ადგილზე დატოვებს... ჯერ ხო ყველაფერი არ დამთავრებულა.ჯერ ისევ ცოცხალი ვარ, დავდივარ, ვმოძრაობ, ვსუნთქავ, და არსბეობს რამდენიმე ადამიანი, ვის გამოც მიხარია სუნთქვა და სიცოცხლე... ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ, ცოტა არიან მაგრამ არსებობენ, თუმცა მთავარი ხო რაოდენობა არარის, მთავარი ხარისხია...დიდხანს ვიქნებოდი ალბათ ასე ჩემს ფიქრებში, ხმაური შემომესმა ქუჩიდანდ, ჩემი სიმშვიდისა და ფიქრების ჰიპოთეზა დამინგრია... მინდოდა ეწვიმა, ისე ძალიან მინდოდა წვიმა, მაგრამ არა... ამ ქალაქში იშვიათად წვიმს... სახლში გავიარ გამოვიარე, სისუფთავის სუნი იდგა, კმაყოფილმა შევაქე სახლის დიასახლისი, და გავუღიმე კიდეც, კმაყოფილი ვიყავი დალაგებული, მოწესრიგებული სახლით, დასუფთავებული ნივთებით...
ონკანი გავხსენი სამზარეულოში, აბაზანაში, შუქები ჩავაქრე და სიმშვიდეს ჩავეხუტე, წვიმდა ჩემს სახლში... სიმბელეში, საოცარ სიმშვიდეს მანიჭებდა ეს ხმა... არ ვიცი რამდენ ხანს გავაგრძელებდი ასე ჩემს სტიქიაში ყოფნას, ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდა... არ ვუპასუხე, არ მინდოდა გასვლა ჩემი სტიქიიდან, მაგრამ ტელეფონი არა და არ გაჩერდა... ბოლოს ვუპასუხე... ვიღაც „იოანას“ ეძებდნენ... ისევ სიბრაზე მესტუმრა... დღევანდელი დღე არაფრით განსხვავდებოდა რომელიმე სხვა დღიდან, ყოველი დღე ასე უაზროც და გიჟურიც არის ჩემთვის, ჩემი მე ყოველთვის მაიძულებს რაღაც სისულელე გავაკეთო, და სერთოდაც მე ხო სულელი ვარ და რა არის გასაკვირი იმაში რომ ვისულელო....
სამზარეულოშო მანდარინი გავარჩიე, და საწოლის გვერძე კომოდზე დავდე... წამოვწვები და მივირთმევ, ვფიქრობდი ჩემთვის... ჰოო წამოვწექი, კმაყოფილი ვიყავი გარჩეულ მანდარინს რო ვუყურებდი და ვლოცავდი იმ გოგონას ხელებს და თითებს, რომელმაც მანდარინი გაარჩია და კომოდზე დადო...
11 საათია ღამის... რა გავაკეთო? ან რა გავაფუჭო? რამეს დავწერ... თუმცა წერითაც დავიღალე.... დავხატო? ხატვამაც დამღალა... ყველაფრით დაღლილმა თვალები დავხუჭე, ძილი მინდოდა... მაგრამ ვარ ვახერხებდი... საფიქრალიც კი არ მქონდა... მანდარინმა დამაფიქრა, მომინდა მომეძია ყველა ინფორმაცია, რაც მანდარიზე არსებობდა, საიდან მოვიდა, ვინ აღმოაჩინა, ეს ძალიან გემრიელი ციტრუსი. ჩემს ფიქრებზე და ინტერესზე გამეღიმა, წამოვდექი, ლოცვა წავიკითხე და მშვიდად დავუბრუნდი საწოლს... მშვიდი ვიყავი, ისეთი მშვიდი, როგორც არასდროს... ფიქრებით დავლოცე ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი, პირჯვარი გადავიწერე და დავიკარგე ღამის კონტურებში. ჩემი „მე“ ძილმა დააპატიმრა.



№1  offline წევრი Life is beautiful

ოხ ციტრუსი მეც მიყვარ და მეც მეღიმებოდა მაგრამ მანდარინს ლიმონი მირჩევნია.. შაქარმოყრილი დამარმალადებული.. არ ვიცოდი რა დამეწერა და უბრალოდ ნაკვალევი დაგიტოვე..

 


№2  offline წევრი ლურჯი მზე

დიდი მადლობა ნაკვალევისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent