არ უნდა გამეშვი...
ორივე ჯიუტები ვიყავით. თუმცა ყოველთვის თმობდა, მერე შუბლზე მაკოცებდა, ეს სიყვარულიაო მეტყოდა. ყოველთვის ვაბრაზებდი, და თუ სიმშვიდე იყო სულ ვპოულობდი მიზეზს გამებრაზებინა. სულ მე ვიყავი დამნაშავე და მაინც, სულ მართალის პოზიცია მქონდა. დამნაშავე ვარო, სულ ამბობდა. შენ არ იდარდოო, ჩემი ბრალიაო, კეთილად მატყუებდა, მიუხედავად იმისა რო, დარწმუნებით ვიცოდი რომ მე ვიყავი მეამბოხე. ტერორისტივით სულ ვაფეთქებდი მის სიმშვიდეს, და მაინც სულ მშვიდი იყო. მივდივარო რომ მეტყოდა არასდროს ვუშვებდი, და ისიც სულ რჩებოდა. ერთხელ ზედმეტად გავაბრაზე, მივდივარო თქვა. წადითქო მეც ვუთხარი. ჩემი თავით დაღლილმა, ჩემი ბრაზებით დაღლილმა, ჩემი გაუთავებელი, დაუმთავრებელი უმიზეზო კამათებით დაღლილმა, მოვინდომე მისგან დამესვენა... ცოტა ხნით მინდოდა გამეშვა, ვიცოდი მობრუნდებოდა და მეც ჯიუტად ვუთხარი წადითქო. წავიდა. წასვლამდე გაოცებული მიყურებდა. მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. მე არ შევიმჩნიე. დრო გადიოდა, უმისობით დავისვენე და დავიღალე. არავინ მყავდა ვინც მაგრძნობინებდა რომ მე ერთადერთი ვიყავი. დრო გადიოდა ვეჩვეოდი და ვერც ვეჩვეოდი. დიდი დრო გავიდა. ერთმანეთის არსებობა დავივიწყეთ, უერთმანეთობას მივეჩვიეთ და ხანდსხან ალბათ მოგონებებში ვიხსენებდი. უკვე რომ არ ველოდი წერილი მოვიდა ჩემს მისამართზე. მხოლოდ მიმღების სახელი ეწერა და ისიც მე ვიყავი. მაშინვე მივხვდი ვისგან იქნებოდა. იცოდა ხელნაწერი წერილები იყო ჩემი სისუსტე. "არ უნდა დამეჯერებინა, პირველად დაგიჯერე,არ გავჯიუტდი, არ უნდა წავსულიყავი"... პასუხი დავუბრუნე... " მეც მჯეროდა რომ გაჯიუტდებოდი, არ წახვიდოდი, მჯეროდა ისევ დაბრუნდებოდი, ჰო, გაგიშვი, არ უნდა გამეშვი". ხანდახან სინანული_ც გვიანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.