შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არასდროს უნდა გამეშვი)...


8-11-2017, 01:51
ავტორი Anna)))
ნანახია 1 826

"ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?" (მონანიება)

გზები გამრუდნენ და ავცდი სამყაროს
დამატყდა ფრთები და კარს მოდგა სიკვდილი
ჩამოჯდეს ღმერთი და თავად დათვალოს
ათასი ცოდვა, დარდი და ტკივილი.

დავდივარ ქუჩაში რომელსაც ვერ ვიტან ,
თვალებს ვხრი, ჩვეულად მახრჩობენ ცრემლები
არ უნდა გამეშვი არასდროს ჩემიდან,
შენს თვალებს, შენს ხელებს ვერაფრით ველევი

სულ ყველა ოცნება დავწვი და გავთელე,
ვზივარ და ღერებს ღერებზე ვეწევი,
და ყველგან სადაც კი სიკეთე დავთესე
მაჯების დასერვით დავკრიფე ეკლები.

სიმშვიდეს ვეძებდი შენს მზისფერ თვალებში
და ბოლოს შენც გაქრი როგორც შენ გჩვევია
ჩემიდან არასდროს არ უნდა გამეშვი,
არ უნდა გამეშვა არასდროს ჩემიდან.

თუმცა ვგრძნობ წასული ბრუნდება ყოველთვის ,
დარჩენილ ტკივილებს მაინც ვერ აქარწ....ბს ,
მერე კი წარსულის ყველა მომენტი
გტკივდება და აზრი უქრება დანარჩენს .

საკუთარ თავიდან როგორც სიმაღლიდან
ხტები და ქრებიან რწმენა და იმედი,
ბოლოს კი ერთხელაც ერთ სისხამ დილას
საწოლში გაყინულ სხეულად იქნები.

თითები თავისით წერენ ამ სტრიქონებს
თუთუნის მეორე კოლოფი დავცალე
ჩემს ერთგულებას ასე რომ ითხოვდნენ
სწორედ მათ უღმერთოდ სულ სხვაში გამცვალეს.

ნულიდან დავიწყე და მაინც დავმარცხდი
ვენებში კვლავ სისხლი დედდება მგონია
ეს ღამე ხვალინდელ დღეს აღარ დამაცდის,
ასეთი შეგრძნება ოდესღაც მქონია.

ეს გზები ტაძრამდე მიმიყვანს ვერასდროს
მარყუჟში გაჩხერილ ყელში მაქვს ცოდვები
და მკერდზე ზღვისფერი წარწერით "hellados"
იანგულივით მეც მარტო მოვკვდები.

ანნა ზეიკიძე



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ნულიდან დავიწყე და მაინც დავმარცხდი
ვენებში კვლავ სისხლი დედდება მგონია
ეს ღამე ხვალინდელ დღეს აღარ დამაცდის,
ასეთი შეგრძნება ოდესღაც მქონია.

 


№2 სტუმარი სტუმარი bla.ell

ერთი ის არ მომხვდა კარგად რომ წერდი "ჩემიდან" ცუდად ჟღერს და არასწორი ფორმაა თან...თორე ლექსი ძალიან მომეწონა ბრავო ყოველთვის კარგად წერ და განსხვავებულად...

 


№3  offline წევრი Anna)))

სტუმარი bla.ell
ერთი ის არ მომხვდა კარგად რომ წერდი "ჩემიდან" ცუდად ჟღერს და არასწორი ფორმაა თან...თორე ლექსი ძალიან მომეწონა ბრავო ყოველთვის კარგად წერ და განსხვავებულად...

ვიცი რომ არაა სწორი, მეორენაირად ვფიქრობდი "ჩემიდან" შემეცვალა "ჩემი ხარ" ამით . მადლობა <3

terooo
ნულიდან დავიწყე და მაინც დავმარცხდი
ვენებში კვლავ სისხლი დედდება მგონია
ეს ღამე ხვალინდელ დღეს აღარ დამაცდის,
ასეთი შეგრძნება ოდესღაც მქონია.

<3 <3 <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline წევრი Anna)))

Nisa Sa
ძალიან კარგი ლექსია, გულის ამაჩუყებელი. ყოჩაღ

გმადლობ heart_eyes
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent