შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღის სიცოცხლე.


16-03-2021, 06:10
ავტორი Ninnin
ნანახია 946

****
დღე 1



ხასხასა მინდორი  , ზღვის ტალღებივით  ირხეოდა, მუხის ტოტებ  შიგნით  მზის ცხელი სხივი  ანათებდა, 
პატარა კლდის  კუნჭულზე  , ნაკადული  დაბნეული  ბავშვივით  მოედინებოდა,  ხავსიანი  კიდეები  ოდნავ  ჩამპალიყო,  მაგრამ ზოგიერთ  ადგილას ხასხასა  მწვანე სარტყელი ეკვროდა...
ფერების სრული შეხამება  მინდორთან  და ხავსთან  იდეალურობის  მწვერვალს  ჰქმნიდა...
გიჟივით  ყველაფერს ვაწყდებოდი, 
არაფრის გამოტოვება  არ შემძლო....
დროში ლიმიტირებული,  ჩრდილში  შევქანდი ,
დაბალი ბუჩქების  ძირში  იები  სახლობდნენ,  - ღმერთო როგორი გასაოცარი  სურნელიაქვს....
სიამოვნებისგან  ავფრთხიალდი...
სათითაოდ მივეფერე  პაწაწინა  იასამნისფერ  იებს....
პატარა კოპწია  ტყის ბილიკზე , ქრაფშუტები   ოჯახებად  ამოსულიყვნენ.
  ტრიალ  მინდორზე...
საოცარი სანახაობა გადაიშალა თვალწინ  , ბუნების კივილი,  რა მოხდება რომ ერთ დღეს აღარ იყოს ეს ყველაფერი ... მაგრამ მანამდე მე აღარ ვიქნები...


იქვე მინდვრის გულში  ზღმარტლის  ხე თავს იწონებდა  დაბუთქული  ნაყოფით  ,
სწრაფად დავედევნე  თბილ  მზის სხივებს  რომლებიც დამალვას  აპირებდნენ...

რა სილამაზეა , ღმერთო,  ნუთუ შესაძლებელია  ბუნების წიაღის  სრული  ჰარმონია  მოგბეზრდეს...
ან , არ გიყვარდეს,  არ ეტრფოდე!   არ გინდა რომ დაღამდეს  და უკუნით  სიბნელეში  დაიმალოს  ეს სილამაზე ... ჩამობნელებას  გულის ფრიალით  ველოდები,  განა მოვასწრებ  ამ სილამაზით  ტკბობას...
სულ ცოტა... სულ ოდნავ, მეტი დრო რომ მქონდეს...
ეხლა და აქ! ამ ადგილას დავსახლდებოდი, 

არ მიყვარს ღამე...
უკუნითში  იმალება  ბუნება...
მხოლოდ მზის სხივებს ველოდები, რომ მცირე დროში მოვასწრო  ამ ბედნიერების შეგრძნება...

დღე 2

რკოს ნაყოფი , ფეხებ  ქვეშ  საბანივით  გაეფინა,
წყაროს ზემოდან დავხედე,  უცნაურად ლივლივებდა...
საკუთარი თავი შევათვალიერე, 
ეს თეთ  კოპლებიანი  კაბა,  უსაშველოდ  მამშვენებდა,
ერთ  ადგილას ვიწრიალე...
საკუთარი სილამაზით  მოვიხიბლე,  ამაყად ჩამოვუარე  ნაცნობ  ადგილებს  და სათითაოდ  მოვეფერე.
მზე სუსტად ანათებდა, ტოტებს აღარ ჭრიდა  სხივი, ისე ძლიერად როგორც გუშინ.. რომელიც ისევ ძალიან სასიამოვნოდ მათბობდა.



დღე 3


ბედნიერებისგან  გაჟღენთილი  ემოციებით  ,დილა იებთან  გავატარე...
მათი სურნელით ტკბობას  ვერ ვწყვეტდი...
ნაკადულის  შხეფები  ფაფუკად  მისველებდა  ულამაზეს კაბას...
ამაყად  გავიჭერი ჰორიზონტზე...
ტყეში  გავიცეკვე, 
ვეებერთელა  ხეებს  სათითაო წრეებით  შემოვევლე...


თვალის მომჭრელმა  სხივმა  გაისხლიტა  ტოტებ შუა...
თვალთ  დამიბნელდა და გავიყინე...
ერთ  ადგილას უმოძრაო  მდგომარეობაში  ავიხლართე...
კაბა შევირხიე
უშედეგოდ...
შეუძლებელია  ესე დასრულდეს  ყველაფერი! მე ჯერ კიდევ რამდენი რამ არ მინახია... ძალიან ცოტაა  სამი დღე სიცოცხლისათვის.... განა არ შეიძლებოდა  ღმერთო ... სოცოცხლის  წლებს  რომ ანაწილებდი  , მიგეცა  ,  რამოდენიმე დღით მეტი  სიცოცხლე  პეპლისთვისაც , თუნდაც ერთი!
რატომ ღმერთო... რატომ ესე მალე...
ცოტა  დრო მომეცი... იებს დაესესხე! ნაკადულს...
თვალწინ  უწყვეტ  კადრებათ  მოძრაობდნენ  სამი დღის სიცოცხლის მოგონებები. 

სიცოცხლეს ესე უმოწყალოდ  დავასრულებ ... ბუნების  ულამაზეს  წიაღში  ...
ქსელში  გახლართული...

განა რა არის პეპლის  სამ დღიანი  სიცოცხლე.... თუ არა ბედის  დაცინვა.
გულისწყვეტით   უკანასკნელად  ამოვიგმინე .
კიდევ ერთხელ მოვავლე  თვალი  წუთისოფელს...
საბოლოოდ ...
კაბა შევიფერთხე  და გავინაბე.
 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent