ტკივილთან ბრძოლა
თუ ირგვლივ ყველაფერი გაღიზიანებს გძულს და გეზიზღება ადექი და სარკეში ჩაიხედე. დააკვირდი მასში გამოსახულ ანარეკლს და კითხე: იმსახურებს? არა! არავინ იმსახურებს შენს ასეთ მდგომარეობას. ახლა ასე ძალიან, რომ გტკივა, თითოეული ამოსუნთქვა გულს რომ გიკაწრავს, შინაგანად განადგურებული ხარ, გრძნობ როგორ გჭამს დეპრესია და ხვდები, რომ მალე საბოლოოდ გადაგყლაპავს არავინ დაგიფასებს! შენს, გაუსაძლის ტკივილს არავინ დაგიფასებს გესმის? წავიდა? წავიდეს! გატკინა? არაუშავს! გაივლის. ეგეც გაივლის და ხვალ, როცა უფრო ძლიერი შეხვდები ახალ დღეს გაიცინე! გაიცინე რის გამო იყავი ცუდად! თქვი, რომ სისულელეა ეს ყველაფერი! გზა გააგრძელე და ნახავ.. ნახავ როგორ ეტკინებათ შენი კარგად ყოფნა! ძლიერი მაშინ ხარ, როცა მართლა იღიმი! მართლა ამაყად და შეუხრელად დგახარ ფეხზე და არა იმიტომ, რომ ასე იფიქრონ! ძლიერი მაშინ ხარ, როცა იყუჩებ ტკივილებს! მაგრამ გახსოვს რომ გტკიოდა! გახსოვს მიზეზიც და გახსოვს ადამიანიც. გახსოვს იმიტომ, რომ არ მისცე უფლება ისევ გატკინოს! ანადია' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.