შეცდომა
გავაღებ ჭერში შეკიდულ კარს და ისე გავიფანტები, ისე დავინთქები, თითქოს არასოდეს მიარსებია უწინ... გავიფიქრები მთვარიანი ცის კამარაზე და იქნებ ვარსკვლავმა მომცეს ფორმა თავისი, მხრებზე რომ მოვიხურო... გამოვანათებ ღამით, ბნელში, მოუღრუბელში და წამოვუშენ წვიმის წვეთებს სეტყვის წესებით. დაინახავენ სინათლენი სახლისანი ცვლილებას ცისას და გაიღება ერთი-ორის ფანჯარა ხისა... გასძახებს ჭაღარა მთისა ნორჩსა ყვავილსა ხმამაღალს ხმაზედა: -მოიტანე მარილი, შვილო? -მოვიტანე, ბაბუ, მოვიტანე -გადაყარე ჩქარა, გადაყარე. მოსწყდეს ეს საძაგელი ამა მიწიდან, სამუდამოდ! და ლურჯთვალებაც მიმოფანტავს პატარა თათით მლაშე წერტილებს, ჯვრისა ფორმისას... მოვიქუფრები, ამევსება თვალნი მარილივით მლაშე სითხით და წამსვე შევწყვეტ ხალხში ცემას ჩემსავე ცრემლნის... გამოვიკეტავ სადიდხანოდ სარკმელს დაფარულს და აღარ გავხსნი რომ გავანდო ტკივილი ჩემი, მაქედან წასვლის, გამოქცევის, თავისუფლების... ...მაგრამ ერთხელაც, მე გამოვიძრობ ყურიდან საცობს, როდესაც მთვარე თმაზე მომეფერება, მომისამძიმრებს, მომილოცავს და გამახედებს იმ სარკმელიდან, საიდანაც მხოლოდ ერთი სახლი მოსჩანს, სადაც შუქი მუდამ ანთია, სადაც ბუხარი მუდამ გუგუნებს და გამაგონებს მხოლოდ ერთ სიტყვას, მხოლოდ ოთხ ბგერას, მხოლოდ მას და ყველაზე ვრცელს რისი მოსმენაც შეუძლია სამყაროს - ნ ე ს ა . . . და დაიწყება ყველაფერი სამარადისოდ, დაუსრულებლად აივსება გაზაფხული ყვავილთა ტრფობით, გამოვიდარებ გამოსული ყინვიდან წუთის და მე გავადნობ გაყინულს ქუჩებს თბილი გოდებით. წვეთები უმალ შემოივლიან მყინვარებს უდრეკს და მოალბობენ, გააღიმებენ ჩემი ღიმილით... და იქნებ ღირდა ცხოვრება იქით - ტანჯვით, სიცილით, გრძნობებით, სივრცით. არა იმ სივრცით, სადაც ჭეშმარიტება გასჭვივის, ჰყვავის, არამედ იმით, სადაც ცხოვრობენ ცოდვილნი ძენი... და მე შეცდომა დავუშვი მაშინ, როდესაც ვბჭობდი უმართებლობაზე თავად შეცდომის. დაე, დავუშვათ ისინი, თუმცა ნუ შევიმოკლებთ სიცოცხლეს ცოდვით. გამოანათე მთვარევ, დიადო და დაანახე მათ თვისი თვალით თვალები თვისი, რადგან გადარჩნენ სატანჯველს ზეცის, რომელიც მწარეა, თუნდ იყოს ტკბილი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.