შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუძელი


2-04-2021, 13:10
ავტორი ანადია
ნანახია 767

დილის ექვსი საათია, ვიღვიძებ, ლოგინიდან ვდგები, ხალათს ვიცვამ და აივანზე გავდივარ. ჩვევად მაქვს მძინარე ქალაქს გადავხედო და მანამდე ვუსმინო მის ჰარმონიულ ნოტებს, სანამ სიმყუდროვეს არ დამირღვევენ უცნაური არსებები. ადამიანები. როგორ მომაბეზრეს თავი.
სააბაზანოში შევდივარ პირის დასაბანად.
- რაო, დღესაც გაძელი? _ ცალყბად გაეღიმა.
- ნამდვილი, რომ იყო გემრიელად გცემდი.
- უცნაური ხარ, ახლა უნდა გარბოდე, დამაყრუებელ სიჩუმეში, სარკეში შენი ანარეკლი გელაპარაკები.
- უნდა გავრბოდე?_ სიმწრით გადავიხარხარე.
- სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. _ მედიდურად მიყურებდა და ირონიით ევსებოდა სახე.
- დამაყრუებელი სიჩუმე არასდროს მაშინებდა, პირიქით, თითქოს ეს სიჩუმე ამშვიდებდა ჩემს აღელვებულ გულს, გონებას, დაღლილ სულს და მაიძულებდა ყველაფრის მიუხედავად მეთრია ძალა გამოლეული სხეული ქუჩებს შორის.
- სულ გაგიჟებულხარ...
- ეჭვი გეპარება? სარკეში საკუთარ თავს ვესაუბრები.
- უკაცრავად... ჩასწორებას შევიტან. ქვეცნობიერს ესაუბრები. _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- რაც არუნდა იყო, შენ არ არსებობ! რეალური არ ხარ! ანუ გავგიჟდი.
- ვარსებობ! რეალური ვარ! და არ გაგიჟებულხარ.
-ჰაჰ! როგორ გამახარე. _ ისევ სიმწრისგან გადავიხარხარე.
- რა დღეში გაქვს ნერვები! _ შემომყვირა. შემდეგ კი უფრო მშვიდად განაგრძო _ ისედაც ვიცი, რომ არ გიყვარს გაცვეთილი ფრაზებით საუბარი.
- ხანდახან ფრაზები ზუსტად აღწერს ადამიანის მდგომარეობას და იმიტომ.
- ახლა როგორ ხარ?
- უკეთესად არც კი შეიძლებოდა!
- ანუ ცუდად?
- მშვენივრად!
- მატყუარა.
- დავიღალე. _ ონკანი მოვუშვი და წყალი სახეზე შევისხი.
- ჰო შენ მოსმენით დაიღალე მე კიდევ შენი ატანით.
- გაჩუმდი.
- შენი ატანით დავიღალე თქო!
- გავიგე!
- არგაბრაზებულხარ?
- . . .
- არც გწყენია?
- . . .
- მართლა ცუდად ყოფილხარ.
- რა გინდა?
- იმედი, რწმენა, ნდობა.
- ჩემი სიკვდილი გდომებია.
- ცდები... როგორც ყოველთვის.
- საკმარისია! წადი.
- სამწუხაროდ ვერ და არ წავალ.
- მაშინ გაჩუმდი.
- ქვეცნობიერები რომ ჩუმდებოდნენ თქვენ _ ადამიანები ვერაფერს მიაღწევდით!
- უშენოდაც კარგად ვიქნები.
- რატომ გაურბიხარ რეალობას?
- რეალობას? სად არის რელობა? გულისამრევ სიცარიელეს ვგრძნობ. აქ არაფერია რეალური და ნამდვილი.
- ჰო, ადამიანები რასაც ამბობენ, ზოგჯერ იმავეს არ ფიქრობენ. ეს ხომ ისედაც ყველამ იცის.
- ცდები! ისინი ყოელთვის ცრუობენ. ხშირად საკუთარ თავსაც აჯერებდნენ საკუთარ ტყუილებს.
- ყველაფერი, მოსმენის გარდა. _ ჩაილაპარაკა თავისთვის.
- რა თქვი? _ ვკითხე, თუმცა პასუხი არ მაინტერესებდა და მოშვებულ ონკანს ჩავცქეროდი.
- არასდროს გისმენენ. აი რამ გაქცია ასეთად. შენი სული გაცილებით მძიმეა ვიდრე სხეული.
- ჩვენ ყოველდღე ვკლავთ ჩვენში რაღაც ახალს ან რაღაც ძველს. ვკლავთ ბუნებრივად, რადგან ისეთები აღარ ვართ, როგორებიც გუშინ, გუშინწინ და ადრე ვიყავით.
- ნებისმიერ ვნებას, ნებისმიერ ტკივილს, ბედნიერებას აქვს თავისი დასასრული და თავისი დასაწყისი. დასასრულის გარეშე, ტანჯვა, მარადიულად გაგრძელდებოდა და დასაწყისის გარეშე, სიხარული, არასოდეს დადგებოდა.
- რატომ ხდება ასე?
- იმიტომ, რომ ჩვენ დავაშავეთ, რადგან აქ მოვედით, დროებით სამყოფელში და თუ ჩვენ სიხარული გვინდა, უნდა მივიღოთ მწუხრებაც. თუმცა...
- თუმცა რა?
- შენს გულს მწუხარების მეტს არაფერს აკარებ.
- ცდები.
- არ ვცდები. თავს იკავებ, რომ ვიღაცის იმედი გქონდეს, გჯეროდეს და გწამდეს... ფიქრობ, რომ თუ მათ ენდობი და ყველაფერს ეჭვის თვალით არ შეხედავ გეტკინება. ხომ ასეა?
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუკარი და ისევ ჩავაცქერდი მოშვებულ ონკანს. მკერდთან სიმძიმეს ვგრძნობ. თითქოს უხილავი ლოდი დამადეს და სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა.
- შენს ბილიკზე მიაბიჯებ მძიმე ნაბიჯებით და ვერც კი იაზრებ რამხელა ტკივილს აყენებ მას.
- ვის?
- შენს თავს.
- მე მას ვიცავ!
გაიღიმა და შემომხედა: -ახლა ტკივილებით სავსე ყულაბას გავხარ. შენს თავს თუ იცავ რატომ არ ხარ მშვიდად? რატომ არ ხარ ბედნიერი? გზას აცდი. თანაც ძალიან.
- კარგად ვარ.
- ერთხელ მაინც გამოუტყდი საკუთარ თავს... ერთხელ მაინც.
სიცარიელით სავსე თვალებით მივაშტერედი ჩემს ანარეკლს. ვერ ვცნობ. ბედნიერების კვალი საერთოდ არ ჩანს. რას ვცდილობდი? რა მივიღე? ლოყაზე სითბო ვიგრძენი. ეს ცრემლი იყო. ცხელი, მხურვალე, სინანულის ცრემლი. ვეღარ გავუძელი, დავეცი და მწარედ ავქვითინდი. ქვეცნობიერი ისევ სარკიდან მიმზერდა. არსად წასულა. არც ხმას იღებდა. უბრალოდ ახლა ირონიული ღიმილის ნაცვლად სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. პირველად მომინდა ვინმეს ძლიერად ჩავეკარი გულში. პირველად მომინდა მყოლოდა ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი. მანამდე ვტიროდი სანამ ცრემლები არ შემაშრა სახეზე. ავდექი და საკუთარ ანარეკლს კიდევ ერხელ შევხედე.
- სიგიჟეა ეს ყველაფერი. _ გავუღიმე.
- გიხდება სიგიჟე. გადადგი ნაბიჯი.
- და იქ რა დამხვდება?
- საკუთარი თავი, რომელიც შენ აღარ გეკუთვნის.
- საკუთარი თავი, რომელიც მე აღარ მეკუთვნის? _ გავიკვირვე.
- ჰო. დროა სიხარბე დათმო და იმედს, რწმენას და ნდობასაც გაუნაწილო შენი თავი. _ გაეცინა. მეც სიცილითვე ვუპასუხე.
- ჰო.. იქ მეც დაგხვდები. _ ჩაილაპარაკა.
- ისევ შენ? _ ღრმად ამოვისუნთქე.
- ნუგეშინია ამჯერად სულ სხვანაირი დაგხვდები. უბრალოდ დღეს სხვა გზა არ დამიტოვე.
- მაინც როგორი?
- საკუთარ თავზე მეტად, რომ სწამს შენი.
- მაშ გელოდები.
ზუსტად იმ წამს ვიგრძენი გულში სითბო. თითქოს მთელ სხეულში, ძარღვებში გაიარა და გამომაფხიზლა. მაშინ ვიგრძენი ჩემი არსებობაც. მიუხედავად დიდი შიშისა, ნაბიჯი მაინც გადავდგი. დამიბრუნდა საკუთარი თავის რწმენა. იმედი. არის რამე იმედზე ან საკუთარი თავის რწმენაზე ძვირფასი? ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია იმედი მკვდარია. ცხოვრება ძალიან ბევრ მიზეზს გვაძლევს იმისთვის, რომ საკუთარ თავში ეჭვი შევიტანოთ, აღარ ვენდოთ საკუთარ გადაწყვეტილებებს. მე კი გეტყვით, რომ სწორედ მაშინ რთულდება ყველაფერი და სწორედ მაშინ ხდება პრობლემები მოუგვარებელი, როცა ჩვენი თავის იმედს ვკარგავთ. წარსულის შეცდომები, წარუმატებლობა, გულის ტკენა, იმედგაცრუება, ტყუილი, ცრემლები... ეს ყველაფერი მიიღეთ გაკვეთილად, გამოცდილებად, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
-არ დანებდე. _ ჩამჩურჩულა, გამიღიმა და თვალს მიეფარა მკრთალი სიულეტი.

ანადია"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent