შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომწონს ის აზრი,რომ სადღაც არსებობ.


20-02-2018, 00:09
ავტორი Ananok
ნანახია 1 539

ვამბობ,ამის ყურება არ შემიძლია მეთქი და თვალებს ვუჭავ, მაგრამ მაინც ყველაფერს ვხედავ. ვამბობ, ამის მოსმენას ვერ გავუძლებ მეთქი და ყურებზე ხელის გულებს ვიჭერ თავის გასკდომამდე,მაგრამ მაინც ყველაფერი მესმის. ვამბობ, გრძნობების გარეშე უნდა გავაგრძელო ცხოვრება მეთქი, მაგრამ ყველაფერს ზედმეტად ვგრძნობ. ვამბობ, დავიღალე და დასვენება მჭირდება მეთქი, მაგრამ დასაძინებლად წასულს ძილი არ მეკარება. ვამბობ, ყველაფრის მიუხედავად კარგად ვგრძნობ თავს მეთქი,მაგრამ ვიცი,რომ გავგიჟდი.
მაგიჟებს ის ფაქტი,რომ ხალხი ვერაფერს ხვდება.
გიყურებენ და გგონია აი ახლა,სწორედ ახლა ამოიკითხავენ შენს თვალებში არსებულ ყველანაირ გრძნობას, მაგრამ უეცრად რადიკალურად განსხვავებულ თემაზე იწყებენ საუბარს და ხვდები, რომ შენი მოლოდინი გადამეტებული და უაზრო იყო. ხვდები,რომ არაფრის თქმას აზრი არ ქვს,რადგან არსებობს ისეთი რაღაცეები რასაც ადამიანები თავისით უნდა ხვდებოდნენ და თუ ვერ ხვდებიან, ნაძალადევს არაფერს აქვს აზრი.
მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ სახლში ვცხოვრობ, ფანჯარასთან ვზივარ და წერტილებად განათებულ ქალაქს გავყურებ. ვიღაც გვერდით კორპუსში შუქს აქრობს.ვინ იცის დასაძინებლად მიდის,თუ ჩემსავით,ჩაბნელებული ოთახიდან აპირებს გარემოს ცქერას.როგორც ახლა ქალაქს, ხანდახან ისე გადავხედავ ხოლმე გარშემო მყოფებს და ვგრძნობ,მაკლია ის,ვინც ჯერ არასდროს შემხვედრია.მაკლია ის,ვისი მკლავებიც დამიჭერენ და სიტყვები დამამშვიდებენ, როცა თავს ცუდად ვიგრძნობ, ვისი ღიმილიც გამათბობს,როცა შემცივდება და ვისი სიყვარულიც არ დამტოვებს,როცა ბედნიერება ათ ცენტიანივით ჰაერში აბზრიალდება და ხელზე მეორე,უბედურების,მხრიდან დამეცემა.
და შენ რას აკეთებ ახლა? ალბათ სავარძელში ხარ მოკალათებული,ჩემს ნაწერს კითხულობ და გახსენდება,რომ ოდესღაც შენც მოგნატრებია,ვიღაც ვისაც ჯერ არ შეხვედრილხარ. გენატრება შენი ფანტაზიის ნაყოფი და იცი,რომ ის შენს არარეალურ და მიწიერ სამყაროში ერთდრულად არსებობს.იცი და ელოდები.დაინახავ თუარა მიხვდები,რომ ის,ის არის და ძებნას შეწყვეტ.ამ ბინძურ სამყაროში შენ იპოვი თეთრ,ბრჭყვიალა,მოკაშკაშე წერტილს და აღარ მოგინდება ხედავდე იმას რასაც ახლა ხედავ.გესმოდეს ის რაც ახლა გესმის.გრძნობდე იმას რასაც ახლა გრძნობ.უბრალოდ აღარ მიგინდება იყო ის რაც ახლა ხარ და უკეთესობიაკენ სწრაფვას დაიწყებ.
მე კი სანამ მოკაშკაშე წერტილამდე მივაღწევ, თვალებს ვხუჭავ და თავის გასკდომამდე ვიჭერ ხელის გულებს ყურებზე.ვცდილობ არაფერი ვიგრძნო და დავიძინო.გულში გაუჩერებლად ვიმეორებ კარგად ვარ მეთქი მაგრამ ვიცი,რომ გავგიჟდი.
ვდგები,შუქს ვანთებ და ფანჯარას ვაღებ.
(მომწონს ის აზრი,რომ სადღაც არსებობ.)
ჩუმად ვამბობ:-გელოდები
და უცებ,წინა კორპუსის ერთ-ერთ ფანჯარაშიც შუქი ინთება.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან მაგარი იყო

 


№2  offline წევრი Indigo

საოცრებაა.
საოცრად ჩემეული იყო, ჩემი...
ვერც კი წარმოიდგე რას ნიშნავს, როცა გრძნობ, მარტო არ ხარ, მარტო შენ არ ელოდები.
მადლობა.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline წევრი Ananok

უღრმესი მადლობა❤ძალიან მიხარია,რომ მოგწონთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent