შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ფოკუსით და ფოკუსის გარეშე


7-04-2021, 18:27
ავტორი სალისალომე
ნანახია 805

ზოგჯერ გვიჭირს კადრის ფოკუსირება, ვცდილობთ ყველანაირად მაგრამ ოთკუთხედში მჯდომი კადრი არა და არ სწორდება. ეკრანი ბუნდოვანია, არადა გვსურს მოძრავი ეკრანი შეიცვალოს და გამოჩნდეს ის რასაც თვალით ვხედავთ.თვალით დანახული წინ მდგომი სურათი ჩვეულებრივია, არაფრით განსაკუთრებული, თითქოს ყოველდღიურობის რაღაც ნაწილი არის ჩასმული ერთ კარდრშიო.ერთი განსხვავებაა ისაა,რომ თვალიდან ნათლად ჩანს წინ მდგომი სურათი ხოლო ეკრანიდან ბუნდოვანია, მინისებრ ეკრანს შავი ფერის, საშუალო ზომის ,მრგვალი ფორმის წერტილები დასტყობია. თავიდან გგონია, რომ თვით ეკრანშია პრობლემა ,გაწმენდვა ესაჭიროება მაგრამ მერე ხვდები, რომ ეკრანსა და აპარატში კი არ არის პრობლემა არამედ შენშია. აღქმაშია, რათა ვერ გაცდენილხარ სამყაროს მარცხენა მხარეს და ჯერ კიდევ ვერ გადასულხარ მარჯვნივ, არადა სულ რაღაც ერთი ნაბიჯია იქამდე მეტი კი არა .ერთი შეხედვით ცდილობ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს შენი საქციელი ისე წარმოდგება როგორც ძალაუნებური ან ხელოვნური ქმედება. ასე ვთქვათ სხვის გამო აკეთებ,რათა სწორედ ის სხვა იყოს კმაყოფილი და დააჯერო,დაარწმუნო იმაში რომ სამყაროს სხვა ნაწილითაც ხარ დაინტერესებული.არადა ამ ქმედებისას რამდენ სიცრუესა და ტყუილს ამბობ თუნდაც სიტყვითა და ქმედებით.პირველყოვლისა აჯერებ საკუთარ თავს, იმას რაც შეუძლებელია და ქვეცნობიერმაც კარგად იცის,რომ ამის გამკეთებელი არა ხარ მაგრამ ზედაპირულად მაინც ცდილობ იმად ყოფნას რაც შენში არ ზის რაც არ გამოვა და ვინც ვერ იქნები.

ასე მხოლოდ საკუთარ თავს დატანჯავ, ტკივილს მიაყენებ და იმასაც გაანადგურებ რაც დადებითი მხარე გაქვს.ყოველდღიური ვარჯიშით, საკუთარ თავთან გამოცდილი ადამიანივით საუბრით, ტვინსა და გონებას ჯიუტად ცდილობ, რომ დააჯერო ის რაც რეალობაში არ გსურს... ტყუილ რწმენასა და იმედს აძლევ, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებ,შეგცვლის ეს ნაბიჯი, უკეთესი მომავალი გექნება და ბედნიერი იქნები.მეორე მხრივ კი რეალობა ასე გამოიყურება ხშირ შემთხვევაში არ არის ისეთი მშვენიერი როგორც სოც.ქსელებში თუნდაც ფოტოების სახით ჩანს ხოლმე, გინდ ადამიანი აიღე და გინდ გარემო. უფროსწორად, ბოდიში შემეშალა უნდა მეთქვა ფილტრებით, ეფექტებით დაფარული ადამიანების სახეები, რედაქტირებული გარემოს ( ბუნების,მთის,ზღვის) ფოტოები რომელსაც რეალური ფერები არ დასტყობია ან თვითონ იმ გადამღებს არ მოსწონს ის გაცრეციცილი ზღვისებრი ფერი,გადამეტებული მწვანე ბუნება,მთები რომელიც ბუნდოვნად ჩანს რათა მის მშვენიერ კალთებს ნისლი ფარავს. რამდენს ვტყუვდებით ხოლმე ასეთი ფოტო სურათების შემყურე, რამდენი რამ გგვონია მართალი, ლამაზი და ზღაპრული და მეორე წუთას იმ კონკრეტულ ადგილას,რომ მიხვიდე ან ის ადამიანი ნახო იმდენი აღშფოთება ვერ/არ გექნება რაც ფოტოზე ნახვისას და შენც გიკვირს ნუთუ ის არის? კი,ძვირფასო ისაა ოღონდ პირისპირ არ შეუძლია შეგიქმნას ის განწყობა რასაც ფოტოების საშუალებით გიქმნიდა. არადა ის ზედმეტი ფილტრების გარეშე,ბუნებრივად უფრო მოხდენილი და ლამაზია ვიდრე ფოტოებში.ასეა ბუნებაც... სამწუხაროდ ვუკარგავთ ბუნებრიობას რაც უნდა გააჩნდეს და იმ ფერებს ვუხამებთ რაც პირადად ჩვენ მოგვწონს. ჩვენ,ადამიანებს ასე ოსტატურად გამოგვდის ტყუილები განსაკუთრებულად კი ილუზიების შექმნა და რა სამწუხაროა ასე ღრმად,რომ ვართ ჩაძირული.არ გვინდა ის ვიყოთ რაც/ვინც ვართ,საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს მოვითხოვთ იმაზე მეტს რისი მიცემაც არ შეგვიძლია. ეს კარგად ვიცით მაგრამ მაინც, ჯიუტად განვაგრძობთ ამის მტკიცებას, ღრმა ილუზიებში ჩაფლობას, წარმოუდგენელ ზღაპრებში ცხოვრებას. ნუთუ სწორია ეს? და მაინც სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ? დიდხანს გასტანს ყოველივე ?კიდევ დიდი ხანი გააგრძელებ შენიღბვას,რეალური მე-ს დამალვას, მასზე ტალახის წასმას და მის უსულოდ,არარაობად წარმოჩენას.

აქამდე არც უცხოვრია შინაგან მე-ს ,შენ სხვა ხარ ის კი სულ სხვა,იმ ქვეყნიდან შეცდომით მოხვდა ამ ქვეყანაზე თუ პირიქით,ის ვინც ნიღაბით არის შემოსილი შენი დიდი შეცდომაა, არანაირი კავშირი არა აქვს შენთან, იმქვეყნიურობის გადმონაშთია რაღაც შეცდომა ან შემთხვევითობა რომელმაც შენში დროებით დაიბუდა.
 
ყველაზე დიდი სასოწარკვეთილება იცი რა იქნება? ის დღე,როცა მოგიწევს რეალობასთან თვალის გასწორება, კედელთან შეჯახება და ცხოვრებისგან სასჯელი დარტყმის სახით რომელიც ძალიან გეტკინება. სინანული ? მერედა როგორი გვიანი იქნება, ან ვის ექნება დრო შენი სინანულისთვის... მოგიშუშდება კია ღრმა, წყლულებით სავსე სულის ჭრილობა ? მაინც რამდენი ხანი დასჭირდება?
 
-მთელი ცხოვრება, უსასრულოდ.არა და არ, ვერა და ვერ გაპატიებს.რადგან შენ ის უარყავი, უფრო მეტიც სიცოცხლისთვის იყენებდი და არა არსებობისთვის.მასზე ფეხებით დგებოდი და საცხებით ფარავდი მის სახეს. ახლა გვიანია მისი დაბრუნება, ძალიან, ძალიან გვიანი.შენი სურვილი კი დიდი აბსურდი.აქამდე, რომ გაგჩენოდა სურვილი იქნებოდა საშველი...ახლა კი ისევ განაგრძე იგივე, ტელეფონის ეკრანზე ჩვეულებისამებრ  დაინახავ სწორ კადრს, მაგრამ მარჯვნის გახედვისას თვალით ამას ვეღარ შეძლებ.წაგერთვა ის შესაძლებლობები,უნარი,შანსი რაც სიცოცხლესთან იყო კავშირში. თვალით ვერ შექმნი ფოკუს,ვერ გასწორდება კადრი, ვერ დაინახავ სურათს,ის დაბრმავდა/დააბრმავე აღარ სუნთქავს... ხედავ რა ზღავარამდე მიხვედი? მოსპე სიცოცხლე და მას არ მიეცი არსებობის შანსი რადგან მუდამ ბევრს ითხოვდი,რაც გქონდა ის არ გაკმაყოფილებდა.
 
ახლა კი იმკი იმას რაც ჩაიდინე.ტყუილად კი არ არის ნათქვამი ``რასაც დასთეს იმას მოიმკი-ო.``




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent