საოცრება
საოცრება. თვალები გავახილე, დღეს ისევ სკოლაში უნდა წავიდე, უკვე მეზიზღება დღევანდელი დღე, ერთფეროვნება, ყველაზე მტკივნეული ისაა რომ სკოლაში არავინ მელოდება, მეგობრები არ მყავს, რადგან მახინჯი ვარ. დედა მეუბნება რომ მახინჯი არ ვარ, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ ამბობს რომ მანუგეშოს. ---ოგიი ჩამოდიი მამა სამსახურში მიდის და ბარემ სკოლაში წაგიყვანს. ---მოვდივარ დედაა- ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი. სკოლა. ჩემი ჯოჯოხეთი, ვდგაავარ შესასვლელთან, არავინ მესალმება, ყველა თვალს მარიდებს როგორც კი შევდივარ, ძალას ვიკრეფ და ჩემი კლასისკენ მივდივარ. ჩემს დანახვაზე როგორც ყოველთვის ყველა ჩუმდება და ჩურჩულს იწყებს, მერხთან მივდივარ და ვჯდები, როგორც წესი ჩემს გვერდით არავინ ჯდება. ---გამარჯობა,შენ ოგი ხარ ხო?- არც კი ვიცი რა ვიგრძენი, ხელი ჩამოვართვი, ის კი მაინც არ.მიდიოდა, მეგონდა ახლა გაიქცეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ---კი მე ოგი ვარ, შენ რა გქვია?-- გულისფანცქალით ვკითხე, მიკვირდა რომ ჩემნაირ მახინჯთან გამოლაპარაკება სცადა. ---მე სემი მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა, შეიძლება ამიერიდან შენს გვერდით დავჯდე?— ---კი, რა თქმა უნდა--არვიცი ამ მომენტში რას ვგრძნობდი, არც გაკვეთილისთვის მომისმენია, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ვიღაცას ჩემი არ ეშინოდა და ეს იმდენად მახარებდა და თან მაშინებდა, ვერც წარმოიდგენთ. ზარი დაირეკა, ის კი ადგილიდან არ იძვროდა, მიღიმოდა თითქოს ელოდა როდის დაველაპარაკებოდი. ამ დროს ჩვენი კლასელი ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან, სემის მეგობრები, ჩემთვის არც შემოუხედავთ, სემთან სურდათ ლაპარაკი. ---სემ შეიძლება დაგელაპპარაკოთ? ---გისმენთ ბიჭებო, რამე პრობლემაა? ---კი ძმაო, პრობლემააა, ჩემს გვერდით რატომარ დაჯექი დღეს? ამ მახინჯთან რა გესაქმება?---ჩემზე ისე საუბრობდნენ თითქოს იქ არც ვიჯექი, თითქოს ცარიელი ადგილი ვიყავი, ამას აქამდე მიჩვეული ვიყავი, მანამ სანამ სემი არ გამომელაპარაკა, ახლა თითქოს გული უფრი მეტკინა, როცა რაღაც ასე ზალიან გამიხარდა, შიგნით ყველაფერი დამემსხვა. ავდექი და სახლში წამოვედი. აქამდე ვერც შევამჩნიე რომ ვტიროდი, სახლში რომ მივედი დედაჩემის ძახილს ყურადღება არც მივაქციე, ჩემს ოთახში ავედი. სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა, სხვებისთვის რა უნდა მეთქვა, როცა ჩემს თავს მე ვერ ვიტანდი? ---ოგი, რამოხდა საყვარელო?- დედაჩემი, ადამიანი, რომლის გამოც დავდიოდი სკოლაში და ამ ყველაფერს ვიტანდი. ---სკოლაში აღარ წავალ დედა, ---კი მაგრამ რატომ? ---რატომ?? კიდევ მეკითხები დედა?? მე ხომ მახინჯი ვარ, არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია, როდესაც გზაში თვალს მაყოლებენ, ჩემი ეშინიათ თითქოს რაღაც დაავადება მჭირდეს, რომელიც გადამდებია. არ შემიძლია როდესაც ჩემი კლასელები ჩემგან თავს შორს იჭერენ, არ მელაპარაკებიან, ჩემი ეშინიათ, სკოლაში მერხტან მარტო ვზივარ, კაფეტერიაში ჩემი ადგილი არავის გვერდით არარის. ამას ერთადერთი ახსნა აქვს მე მახინჯი ვარ. ---შემომხედე ოგი, შემომხედე, შენ მახინჯი არ ხარ, შენ ყველაზე ლამაზი ბიჭი ხარ ვინც კი მინახავს, შენ მახინჯი არ ხარ, შემომხედე, მე მიყურე ოგი, შენ ჩემზე ლამაზიც ხარ, შენს დაზე ლამაზიც, მამაშენზე.ლამაზიც და საერთოდ შენ ყველაზე ლამაზი ხარ ოგი, რატომ იციი?? იცი რა გაქცევს ყველაზე ლამაზად? შენი გული ოგი, შენი დიდი გული გაქცევს ადამიანად,კი განსხვავებული ხარ, მააგრამ მახინჯი არ ხარ, შენი გული ბევრ რამეს იტევს, შენს გუშლი ყველას ადგილია ოგი. ამ დამპალ სამყაროში, სადაც ადამიანებმა ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანობა დაკარგეს, შენ ისევ ადამიანი ხარ, მიუხედავად იმისა რომ თავს მახინჯად თვლი. ერთ რჩევას მოგცემ ოგი, როგორი ტავლითაც შეხედავ შენსთავს, სხვებიც ისე შემოგხედავენ. არასდროს არ თქვა რომ მახინჯი ხარ, რადგან ეს ასე არ არის, შენ საოცრება ხარ ოგი, შეიძლება ახლა არ გჯერა აამის, მაგრამ დრო გავა და დარწმინდები. დედაჩემმა მარტო დამტოვა, არვიცი რაინქბეოდა 1 საათის, ერთი დღის, ერთი წლის შემდეგ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაჩემი მარტო არასდროს დამტოვებდა. მეორე დღეს სკოლაში წავედი, არ დამავიწყდება დედაჩემის გახარებული ტვალები, როდესაც ვუტხარრი რომ სკოლაში ისევ წავიდოდი. არც ვიცი ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ რომ დედაჩემი გავახარო, თუ მაქვს რაღაც კარგის იმედი? ---ოგიი, ოგიი- სემი მეძახის, არც კი მჯერა რომ ისევ უნდა ჩემთან ლაპარაკი. ---სემ, გისმენ, რახდება?--ალბათ უნდა მითხრას. რომ არ უნდა ცემთან ურთიერთობს. ---ოგი ბოდიშს გიხდი გუშინდელისთვის, პოლს შენთვის მახინჯი არ უნდა ეწოდებინა, ამისტვის დაისაჯა, მოკლედ მინდა რომ მეგობრები ვიყოთ, თუ რა თქმა უნდა შენც გინდა ეს. ---რა თმქა უნდა, იცი მე მეგობრები არ მყავს და ძალიან გამიხარდება თუ ვიმეგობრებთ. ---კლასში შენს გვერდით დავჯდები, შევამჩნიე რომ ფიზიკაში ნიჭიერი ხარ, უნდა დამეხმარი ხოლმე ძმაო, მე ძალიან ზარმაცი ვარ. ---აბაა რაა, ყოველტვის დაგეხმარები. რას ვგრძნობდი?? არ ვიცი, სემი ჩემი პირველი მეგობარი გახდა, კაფეტერიაში მასტან ერთად ვსადილობდი, სკოლიდან მასთან ერთად მოვდიოდი, ვსაუბრობდით, დედაჩემს სიცილით ვუყვებოდი ჩვენს ამბებს. სემი ძალიან დავაფასე, ის იყო ერთადერთი, რომელმაც ჩემთან მეგობრობა.მოინდომა ჩემი დეფორმირებული სახის მიუხედავად, თქვენც შეამჩნიეთ.არაა?? ჩემს თავს მახინჯს აღარ ვუწოდებ, მერე რა რომ დეფორმირებული სახე მაქვს? ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემთვის. სემის შემდეგ ჩემი მეგობრების სიას შეემატა ენი, ხუჭუჭა ენი ყოველთვის წუწუნებდა იმაზე რომ ხუჭუჭა იყო, არ მოსწონდა, მე და სემს კი გვიყვარდა მისი თმებით თამაში.ჩვენი სამეგობრო ნელ-ნელა გაიზარდა, სკოლასი წასვლა ყოველთვის მიხაროდა, რადგან იქ მელოდნენ მეგობრები, შევამჩნიე რომ ხალხი თვალს აღარ მარიდებდა, თვალს ისევ.მაყოლებდნენ, ამჯერად ღიმილით, რადგან მეც ვიღიმოდი. დედაჩემი მართალი იყო, როგორც ჩვენ დავაფასებთ საკუთარ თავს, სხვებიც ისე დაგვაფასებენ. მე მახინჯი არ ვარ, მე ადამიანი ვარ, ხოლო დედაჩემი აზრით კი საოცრება, არ ვიცი საოვრება რამდენად ვარ, მაგრამ ალბათ ყველა დედის თვალში თავისი შვილი საოცრებაა, . მაგრამ იციით რაა?? ჯანდაბას, მე საოცრება ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.