შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოფსიქია

11-04-2021, 01:32
ნანახია 988

კარგი, მოდი დავიწყოთ. შენ ამბობ, რომ ამ სამყაროში რაღაც მიზნისთვის მოხვედი, ან უბრალოდ ასე გგონია. რაღც აზრი აქვს შენს ცხოვრებას და რაღაც განმარტება. ყოველი წელი და ყოველი ეტაპი, შენი ცხოვრების ყოველი საათი, სადღაც იხარჯება და იფლანგება. შენ ამბობ, რომ უაზროდ და უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ ცხოვრობ უაზროდ და უმიზეზოდ. გაქვს მხოლოდ ოცნებად ქცეული ფიქრები. გაქვს პერსპექტივა, წამიერი სიამოვნების ყიდვის და გაქვს ნიჭი, რომელიც არავის არაფერში არგია. შენ იღვიძებ და იძინებ, ეს ნორმალურიცაა. შენ იღვიძებ და იძინებ ფიქრებით. ეს უკვე სიგიჟეა. წარმოიდგინე, რომ საკუთარი თავის ფსიქოლოგი ხარ და შენ თვითონ ფსიქიატრი. შენი თავი, შენივე ფსიქოლოგია და შენ შენი თავის, ფსიქიატრი ხარ. შენი თავი, ელეგანტურად, შავებში ჩაცმული, იმ იმიჯით გიზის წინ, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს მასში, მაგრამ რატომღაც, მას ეს იმიჯი ძალიან უხდება. შენ კიდევ, თეთრი ტანსაცმლით, ელეგანტურად გამოწყობილი უზიხარ წინ და ელაპარაკები ამხელა ფსიქიატრი, ამხელა ფსიქოლოგს. საუბარი ასე იწყება, მაგრამ ის იცვლება. რთავ მუსიკას, რომელსაც ხმა არ აქვს, უსმენ სიმღერას, რომელიც არის სიჩუმეში და ზიხარ გიჟი, საკუთარი დეპრესიის წინ. გიჟურად უღიმიხარ მას, ეჯღანები, ეჭყანები. ის კიდევ გიყურებს და ტირის, ნერვიულად ისვამს ხელს თავზე, ნერვიულად აცეცებს თვალებს და უსასრულო გაურკვევლობაშია. გიჟი ფსიქიატრი და დეპრესიული ფსიქოლოგი ხარ, ამ დამპალი ცხოვრების კლინიკაში, რომელიც ყოველ წელს, თითო სართულს ადგამს 365 ოთახიანი კლინიკის ცარიელ ნანგრევებს. დროთა განმავლობაში, ეს ორი პაციენტიც და ამავდროულად ექიმიც, შენი ცარელი შენობის, დღიურად განაწილებულ 365 ოთახში დადიან. ზოგჯერ პირველ სართულზე არიან, ზოგჯერ ბოლოზე. დადიან ფიქრთა ოთახებში და ფხაჭნიან დროს და გარემოს მოყოლილი ემოციებით ნაშენებ კედლებს. ზოგჯერ ეს ფხაჭვნა ღუტუნსაც წააგავს და შენ იცინი ამაზე. ზოგჯერ კი, თითქოს ჭრილობაში ტალახიან ხელებს გისმევენ და ისედაც ნანგრევად აშენებულ ოთახს, ლაფით სვრიან. დადის ფსიქოლოგი და ფსიქიატრი და დასდევენ გაგიჟებულ და დეპრესიაში ჩავარდნილ პაციენტებს. შენ კიდევ, ყოველ დღე, ახალ ოთახს უშენებ მათ. ყოველ წელს, ახალ სართულს ადგამ ნანგრევებად აშენებულ შინაგან სამყაროს. ის ორი კი, დარბიან წინ და უკან, ცარიელ კედლებს შორის და ხან ყვირიან და ხანაც ტირიან. ხან უყვირიან და ხანაც დასტირიან შენს ნაგებობას. ხან დასცინიან და ხან აქებენ. დღეს კიდევ ერთი ნანგრევებად აშენებული ოთახი დავასრულე. დღეს კიდევ ერთი ოთახი ავაშენე, სახურავის გარეშე. დღეს კიდევ იწვიმა. შებინდებისას ამ ფსიქოფსიქიის შენობის თავზე, კიდევ ერთხელ გაფანტა ღრუბლები მთვარემ. დღეს კიდევ ერთხელ ვწვები მთელი დღის აშენებულ ნანგრევებში, კიდევ ერთხელ ვწვები ნაწვიმარ ოთახში, კიდევ ერთხელ ვუყურებ მთვარეს ძილის წინ და დღეს, კიდევ ერთი მახინჯი ოთახი ავაშენე, ფსიქოფსიქიის ეკლესიაში.

№1  offline წევრი Life is beautiful

რაღაცაში ვთანხმდებით და რაღაცაში არა..
ყველას ფსიგოლოგიაში 365 დღე არაა..
არ ვიცი ისე ვთქვი თუ არა როგორც ვგეგმავდი მაგრამ ასეა..
შენ (შენობითზე გადმოვალ.. თუ პრობლემა არაა) ფიქრობ რომ ყოველ წუთს წამს ახალ ოთახს ამატებ და ბაბილონის გოდოლივით ზევით მიიწევ სახურავის გარეშე, მაგრამ მემგონი იმას ვერ ითვალისწინებ რომ მზიანი დღის მერე წვიმიანი ამინდია და ფსიქიატრს და ფსიქოლიგს წყალი ჩაუვათ ბინაში..
მე 365 დღე ვაშენებ ოთახებს სადაც ყველა ჩემი სიგიჟის კადრებია შენახული მაგრამ არსებობს კიდევ 366სე დღე როდესაც ამ ყველაფერს თავზე სახურავს ვადგავ. სახურავზე ამყავს ფსიქოლოგი და ფსიქიატრი და იქიდან ვყრი რადგან
ბინაში კიბე და ლიფტი არაა სხვა გზა არაა საკვები უნდათ.
და მიზეზი რა იყო მაშინ აშენების?
მიზეზი მათი ახლიდან დაბადებაა და ქალაქის შექმნა რომელშიც მხოლოდ თვითონ იცხოვრებენ.

და მოდი დავბრუნდეთ ამ აიურეალისტურიდან რეალისტურში.
არ ვიცი მაკისრია თუ არა რამე მისია მაგრამ მიზეზი მქონდა ამ ქვეყანაზე მოვლინების. მე დედაჩემის და მამაჩემის შვილი უნდა ვყოფილიყავი.
:დდდ
და ამის მერე შეგიძლია მითხრა რომ უმიზეზოდ ხდება რამე? ანუ მე და შენ და კიდევ უამრავი სხვა უმიზეზოდ არსებობენ ამ ქვეყანაზე?
იმედია ყველაფერი ისე ვთქვი და შენც ისე გაიგე როგორც ვგეგმავდი.. :))

Life is beautiful

ყველა ადამიანი თავის თავს ხედავს ან ცდილობს წარმოიდგინოს ნაწერში. ეს ის შემთხვევაა, როცა შენ, შენი აზრი და შეხედულება გაგაჩნია და სხვას თავისი. მე ვამბობ, რომ უმიზეზოდ და უაზროდ, არაფერი ხდება. ყველაფერს აქვს მიზეზი და ახსნა განმარტება. ის რასაც ჩანახატის თავში კითხულობ, ეს სიტყვებია, რომელსაც საკუთარ თავს ეუბნები და რეალურად ამ ჩანახატში საკუთარ თავს ელაპარაკები. საკუთარ თავში ხარ და მეტი არაფერი. ნამდვილად არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი უმიზეზოდ ხდება. მე ამას საკუთარ თავს ვეკითხები. ის რაც მანდ წერია, ერთდროულად საკუთარი აზრიცაა, მის მიმართ დასმული კითხვაც და ყველაფერი ერთად, საკუთარ თავში და სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ეს შენ, შენამდე მიიტანე. მადლობა იმისთვის, რომ წაიკითხე ჩანახატი და მადლობა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვი. უბრალოდ ეგ შენ არ ხარ, მაგრამ შეიძლება ვიღაც ხედავდეს საკუთარ თავს მასში.

№3  offline წევრი Chocolate from White Hell

სახელმა მიმიზიდა, პირველ რიგში.
ახლა, რაც შეეხება ჩანახატს...
მე ვამბობ, რომ ამ სამყაროში ყველა რაღაც მიზნისთვის მოვდივართ, ვამბობ, რომ ცხოვრებას აზრი აქვს და ლამაზია, მისი ყველა ცნობილი თუ უცნობი არსით, მაგრამ იმას არ ვფიქრობ, რასაც ვამბობ.
გულის სიღრმეში, ყველას გასჩენია კითხვა: "რატომ მომავლინე ღმერთო? რა გქონდა მიზნად დასახული?"-პასუხი არ არის. თავად ვცემთ ხოლმე იმ პასუხს, რაც გავწყობს და ყოფას გვიმსუბუქებს.

ადამიანის, ორი შინაგანი სამყარო ებრძვის ერთმანეთს. ღიმილიანი და ანცი, სევდიანი და პირქუში. ორივე ერთი მიზნისთვის იბრძვის-მიაღწიონ მწვერვალს, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

დამძიმებულ და ნატანჯ სულს, ყოველ დღე ემატება სიმძიმე-აგურის სახით, ისევე როგორც ეს ოთახის შემთხვევაშია. ყოველ ღამე იტანჯება ჩვენი სული, ხოლო ხორცი გამრთელებას ცდილობს.
ერთი რამ გვავიწყდება ხოლმე ჩვენ, ადამიანებს...სული ვერ ინკურნება. ნანგრევებად ქცეული ოთახი, შეიძლება აშენდეს, ისევე როგორც ხორცი ადამიანისა, მაგრამ პირვანდელი სახე არ დაბრუნდება, ისევე როგორც ერთხელ, მიწაზე მწარეს დანარცხებულ სულს.

ხან დავსტირით ჩვენს ბედს, ხანაც ვუცინით.
წრეზე ვტრიალებთ.
ცხოვრების დაუსრულებელ ფერხულში ვებმებით, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი გავცილებს, როდესაც საბოლოო ცეკვას შევასრულებთ ჩვენი, ცხოვრებასთან ჭიდილისა.

არ ვიცი რამდენად სწორად და აზრიანად გადმოვეცი ჩემი თვალით დანახული შენი ჩანახატი, თუმცა ეს ის აზრია, რომელიც ისევ შენ გამოიწვიე.

წარმატებები, სამწერლო ასპარეზზე.
❤️

№4  offline მოდერი guroo

ბევრი წერე. ხელის გავარჯიშება გჭირდება, თორემ არც ლექსიკა და არც გამოცდილება არ გყოფნის ყველაფრის ისე მძაფრად გადმოსაცემად, როგორც შენ გინდა.
იმედი მაქვს, დაიხვეწები.
კარგია, მომეწონა.

guroo
ბევრი წერე. ხელის გავარჯიშება გჭირდება, თორემ არც ლექსიკა და არც გამოცდილება არ გყოფნის ყველაფრის ისე მძაფრად გადმოსაცემად, როგორც შენ გინდა.
იმედი მაქვს, დაიხვეწები.
კარგია, მომეწონა.

დიდი მადლობა <3

Chocolate from White Hell
სახელმა მიმიზიდა, პირველ რიგში.
ახლა, რაც შეეხება ჩანახატს...
მე ვამბობ, რომ ამ სამყაროში ყველა რაღაც მიზნისთვის მოვდივართ, ვამბობ, რომ ცხოვრებას აზრი აქვს და ლამაზია, მისი ყველა ცნობილი თუ უცნობი არსით, მაგრამ იმას არ ვფიქრობ, რასაც ვამბობ.
გულის სიღრმეში, ყველას გასჩენია კითხვა: "რატომ მომავლინე ღმერთო? რა გქონდა მიზნად დასახული?"-პასუხი არ არის. თავად ვცემთ ხოლმე იმ პასუხს, რაც გავწყობს და ყოფას გვიმსუბუქებს.

ადამიანის, ორი შინაგანი სამყარო ებრძვის ერთმანეთს. ღიმილიანი და ანცი, სევდიანი და პირქუში. ორივე ერთი მიზნისთვის იბრძვის-მიაღწიონ მწვერვალს, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

დამძიმებულ და ნატანჯ სულს, ყოველ დღე ემატება სიმძიმე-აგურის სახით, ისევე როგორც ეს ოთახის შემთხვევაშია. ყოველ ღამე იტანჯება ჩვენი სული, ხოლო ხორცი გამრთელებას ცდილობს.
ერთი რამ გვავიწყდება ხოლმე ჩვენ, ადამიანებს...სული ვერ ინკურნება. ნანგრევებად ქცეული ოთახი, შეიძლება აშენდეს, ისევე როგორც ხორცი ადამიანისა, მაგრამ პირვანდელი სახე არ დაბრუნდება, ისევე როგორც ერთხელ, მიწაზე მწარეს დანარცხებულ სულს.

ხან დავსტირით ჩვენს ბედს, ხანაც ვუცინით.
წრეზე ვტრიალებთ.
ცხოვრების დაუსრულებელ ფერხულში ვებმებით, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი გავცილებს, როდესაც საბოლოო ცეკვას შევასრულებთ ჩვენი, ცხოვრებასთან ჭიდილისა.

არ ვიცი რამდენად სწორად და აზრიანად გადმოვეცი ჩემი თვალით დანახული შენი ჩანახატი, თუმცა ეს ის აზრია, რომელიც ისევ შენ გამოიწვიე.

წარმატებები, სამწერლო ასპარეზზე.
❤️

ჩემი აზრით, ყველა სხვადასხვანაირად გაიგებს. მთავარი ისაა თუ რაზე დაგაფიქრებს. დიდი მადლობა წარმატებებისთვის
<3

№6  offline წევრი Nobodyelse

ვაუ... საინტერესო აზრებია, მომეწონა.
აუცილებელი არაა, ყველაფერს ვეთანხმებოდე, რომ მომეწონოს და არც ისაა აუცილებელი, რომ წაკითხვის შემდეგ ყველას "თვალი აეხილოს".
მომეწონა შენი პიროვნული დამოკიდებულება იმ საკითხზე, რასაც ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. წერის სტილიც საინტერესოა. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმეს ჩამოუვარდება. დახვეწას რაც შეეხება, დაიხვეწება გამოცდილებასთან ერთად. წარმატებას გისურვებ.

Nobodyelse

დიდი მადლობა. უკეთესი ჩანახატები შემონახული მაქვს კიდევ :დ

№8  offline წევრი ელიზაბეტი უ.

საინტერესო იყო ნამდვილად და ლამაზი წასაკითხი, ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მსჯელობ და კითხვებს ისე სვამ, რომ მკითხველმა კარგად იცის თითოეულზე პასუხები. წარმატებები!

ელიზაბეტი უ.
საინტერესო იყო ნამდვილად და ლამაზი წასაკითხი, ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მსჯელობ და კითხვებს ისე სვამ, რომ მკითხველმა კარგად იცის თითოეულზე პასუხები. წარმატებები!

დიდი მადლობა <3

№10 სტუმარი სტუმარი ანა

უცხოა, სასიამოვნოა, სასურველია. არასდროს დაანებო თავი წერას! ბევრ ჩანახატს ველოდები ასეთ მოულოდნელს და ამაღელვებლად გენიალურს!!!

სტუმარი ანა
უცხოა, სასიამოვნოა, სასურველია. არასდროს დაანებო თავი წერას! ბევრ ჩანახატს ველოდები ასეთ მოულოდნელს და ამაღელვებლად გენიალურს!!!

დიდი მადლობა. ჩანახატებს ნელა-ნელა ვტვირთავ საიტზე და იმედი მაქვს საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent