შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ და ისევ


12-04-2021, 23:29
ნანახია 1 018

ახლოდან არასდროს მინახავს ის, შორიდან ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი. ლამაზი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, მიწაზე ლუსმანივით ვიყავი დაჭედებული და ვუყურებდი მთვარეს. დრო ნელა გადიოდა, ფიქრები კი სწრაფად. იყო დღეები როცა ფიქრი არ მყოფნიდა მასზე და დრო იმდენად სწრაფად გადიოდა, რომ მთვარის მოძრაობასაც ვხედავდი. თვალებს ვხუჭავდი და ღრმად ვიძირებოდი საკუთარ ფიქრებში არეულ ოცნებებში. ვეღარ გამეგო, ეს ფიქრი იყო ოცნებაზე თუ ოცნება ფიქრებში. ხის სკამზე ვიჯექი, თავი ჩახრილი მქონდა, მეგონა, რაც უფრო გვიან ავწევდი თავს, უფრო მეტი შანსი იქნებოდა მისი ჰორიზონტზე გამოჩენის. სულ ასე ვიჯექი თავჩახრილი, ვფიქრობდი მოვა, მომესალმებათქო, მაგრამ მისი ხმაც არ ვიცოდი როგორი იყო. არ მინდოდა მის ხმაში შევმცდარიყავი, ამიტომაც არავინ მეუბნებოდა: -ჰეი, გამარჯობა, "აქ ხარ"? სულ ასე ვიჯექი, იმ ქუჩაზე სადაც ხალხი არ დადიოდა. მხოლოდ მოხუცი ბაბუა (ან ბებია) თუ გაისეირნებდა წარსულში მომხდარი ფიქრების კვალდაკვალ. მოხუცი თვალებით გახედავდა სანაპიროს და ალბათ ენატრებოდა ის დრო, როცა იმ ადგილას სადაც ის იდგა, ერთ დროს მარტო არ იყო. მე მაინც თავჩახრილი ვიჯექი, გარშემო ხეების რიგი იდგა. ქარში მიყვარდა იქ ჯდომა, მანქანების ხმას ახშობდა და მარტო ფოთლების შრიალი ისმოდა. შემოდგომაზე იქ ყოფნა ყველაზე მეტად მიყვარდა, ფოთლები დაფრინავდნენ აქეთ-იქეთ და თითქოს მაჰიპნოზებდა მათი შრიალი და ფრენა, ფრენა უფრთებოდ. ვფიქრობდი შემეძლო თუ არა უფრთოდ ფრენა, მდინარის მოაჯირთან მივედი, საკმაოდ მაღალი იყო, ფოთლებს შევხედე და ისინი მარწმუნებდნენ, რომ მე ეს უნდა მეცადა. თავი აქეთ-იქით გავაქნიე და სკამზე დავჯექი, თავი ჩავხარე და ჯიუტად ველოდებოდი. მჯეროდა, ანდაც მინდოდა, რომ ის მოვიდოდა და მეც თავს ავწევდი. არ მინდოდა მის გარეშე დამენახა ის სილამაზე, რომლისაც მხოლოდ ხმა მესმოდა. არც იქ ჯდომა მეზარებოდა. ეს ადგილი ჩემი სულის სახლი გახდა. ვიჯექი იქ თავჩახრილი მზესუმზირასავით და ველოდებოდი მთვარეს. მთვარეს რომელიც არასდროს მენახა. მხოლოდ შორიდან და მხოლოდ ფიქრებით შელახულ ოცნებებში. რაღაც ხმაურმა გამომაფხიზლა, ისიც არ ვიცი რა იყო ეს. მიწაზე დასობილმა, ტანი სიზარმაცით წამოვწიე. ცას შევხედე და მივხვდი, რომ უკვე გვიანი იყო. შუა ღამის მთვარე იყო, ცის ცენტრში დედოფალივით იჯდა და აბერტყავდა მის ვერცხლისფერ სხივებს, ჩემნაირ უბადრუკ პაიკს, რომელსაც ალბათ ყოველთვის სურდა მეფედ გახდომა. მივხვდი, რომ სახლში წასვლის დრო იყო. შუბლშეკრული გავუდექი ინსტიქტებით გაკვალულ გზას და ვფიქრობდი საკუთარ ფიქრებზე. თავჩახრილი მივდიოდი სახლისკენ. გაბრაზებული ვიყავი, ფიქრიდან რეალობამ გამომაგდო. მე კიდევ ჩემს და უნებურად ფიქრებში წავედი. სხეული მიდიოდა სახლში, გონება იყო ფიქრებში, ფიქრში კი მე ვიჯექი სკამზე, ისევ და ისევ ველოდებოდი მას და მის ხმას. ისევ და ისევ ჯიუტად, ისევ და ისევ, ისევ, და, ისევ...



№1  offline წევრი Life is beautiful

როცა სხივები, გულს
ფიფქად ეფინება
და ამ ცივ ღამეს
უსიტყვოდ გეღიმება,
ფიქრები ისევ მას,
ისევ მას, ელოდება.
კაბადონზე გამოჩენილ "მას"
თვალები ებლიტება..
და შენ მიდიხარ...
ის კი იქ რჩება, სადაც შენ იქნები.
ის ხომ შენ გულშია და კვლავ ელოდები.

მომეწონა❤️მეტი რა შეიძლება რომ ვთქვა არ ვიცი თორე აუცილებლად ვიტყოდი.

 


Life is beautiful
როცა სხივები, გულს
ფიფქად ეფინება
და ამ ცივ ღამეს
უსიტყვოდ გეღიმება,
ფიქრები ისევ მას,
ისევ მას, ელოდება.
კაბადონზე გამოჩენილ "მას"
თვალები ებლიტება..
და შენ მიდიხარ...
ის კი იქ რჩება, სადაც შენ იქნები.
ის ხომ შენ გულშია და კვლავ ელოდები.

მომეწონა❤️მეტი რა შეიძლება რომ ვთქვა არ ვიცი თორე აუცილებლად ვიტყოდი.

თქვენი აზრი მითხარით ^^

 


№3  offline წევრი Life is beautiful

[quote=საბა სეთურიძე][quote=Life is beautiful]როცა სხივები, გულს
ფიფქად ეფინება
და ამ ცივ ღამეს
უსიტყვოდ გეღიმება,
ფიქრები ისევ მას,
ისევ მას, ელოდება.
კაბადონზე გამოჩენილ "მას"
თვალები ებლიტება..
და შენ მიდიხარ...
ის კი იქ რჩება, სადაც შენ იქნები.
ის ხომ შენ გულშია და კვლავ ელოდები.

მომეწონა❤️მეტი რა შეიძლება რომ ვთქვა არ ვიცი თორე აუცილებლად ვიტყოდი.[/quote]
თქვენი აზრი მითხარით ^^[/quote]


ციტა ვერ ჩავწვდი "თქვენი აზრი მითხარით ^^[/quote]"
თქვენი ნაწერი მომეწონა ეს ჩემი აზრია, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით თუ მეკითხებით რას ვფიქრობ შინაარსზე...
მაშინ იმას რომ მე ამ ნაწერში თავს ვერ ვიპოვნი. ჩემი არც ლოდინია და არც ერთ ადგილზე უძრავად ჯდომა და ერთი აზრის აკვიატება..
მიყვარს ყველაფერი მაგრამ არაფერი განსაკუათრებულად, ყოველ შემთხვევაში აკვიატება არ შემიძლია და ამორჩევა ყველასგან. ამიტომ არც მთვარე მიყვარს აკვიატებულად და არც მზე და არც რამე სხვა..
ერთი აკვიატებული აზრი ეს სიტყვა "მეა"
და მემგონი ამას ყველა მიხვდება.. :))
და შენ წარმატებები.. (თქვენობითს ვერ ვხმარობ როცა მინდა უშულო ვიყო(: )

 


[quote=Life is beautiful][quote=საბა სეთურიძე][quote=Life is beautiful]როცა სხივები, გულს
ფიფქად ეფინება
და ამ ცივ ღამეს
უსიტყვოდ გეღიმება,
ფიქრები ისევ მას,
ისევ მას, ელოდება.
კაბადონზე გამოჩენილ "მას"
თვალები ებლიტება..
და შენ მიდიხარ...
ის კი იქ რჩება, სადაც შენ იქნები.
ის ხომ შენ გულშია და კვლავ ელოდები.

მომეწონა❤️მეტი რა შეიძლება რომ ვთქვა არ ვიცი თორე აუცილებლად ვიტყოდი.[/quote]
თქვენი აზრი მითხარით ^^[/quote]


ციტა ვერ ჩავწვდი "თქვენი აზრი მითხარით ^^[/quote]"
თქვენი ნაწერი მომეწონა ეს ჩემი აზრია, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით თუ მეკითხებით რას ვფიქრობ შინაარსზე...
მაშინ იმას რომ მე ამ ნაწერში თავს ვერ ვიპოვნი. ჩემი არც ლოდინია და არც ერთ ადგილზე უძრავად ჯდომა და ერთი აზრის აკვიატება..
მიყვარს ყველაფერი მაგრამ არაფერი განსაკუათრებულად, ყოველ შემთხვევაში აკვიატება არ შემიძლია და ამორჩევა ყველასგან. ამიტომ არც მთვარე მიყვარს აკვიატებულად და არც მზე და არც რამე სხვა..
ერთი აკვიატებული აზრი ეს სიტყვა "მეა"
და მემგონი ამას ყველა მიხვდება.. :))
და შენ წარმატებები.. (თქვენობითს ვერ ვხმარობ როცა მინდა უშულო ვიყო(: )[/quote]
მადლობა დიდი <3

 


№5  offline წევრი Nobodyelse

ეს ჩანახატიც მომეწონა, მაგრამ ცოტა გრამატიკული ხარვეზი იყო. თქო მეთქით იყო შესაცვლელი და მსგავსი დეტალები. ჰო, დიალოგის ნაწილს თუ გამოყოფ, უკეთესი იქნება. შინაარსი კარგი იყო, საინტერესო, სასიამოვნოდ წასაკითხი.

 


Nobodyelse
ეს ჩანახატიც მომეწონა, მაგრამ ცოტა გრამატიკული ხარვეზი იყო. თქო მეთქით იყო შესაცვლელი და მსგავსი დეტალები. ჰო, დიალოგის ნაწილს თუ გამოყოფ, უკეთესი იქნება. შინაარსი კარგი იყო, საინტერესო, სასიამოვნოდ წასაკითხი.

გრამატიკა ჩემი სუსტი მხარეა. გეთანხმები სრულებით. მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent