შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მასწის სიტყვების კვალდაკვალ


13-04-2021, 22:05
ავტორი სალისალომე
ნანახია 768

დღეს, სკოლაში ქართულის გაკვეთილზე საშუალო სიმაღლის მქონე, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით, წვრილი გადარკალული წარბებით, თბილ-ცივი ღიმილით,მშვიდი გამოხედვის მქონე არც ისე ახალგაზრდა ქალი დავლანდე. გაკვეთილზე მოყოლილმა მოგონებებმა,მისმა საოცარმა სიტყვებმა შემავსო,დამაფიქრა,სურვილი მომცა იმისა,რომ რაღაც მომეყოლა ჩემი მკითხველისთვის ან კიდევ რაიმე დამეწერა.უფროსი ადამიანის მონათხრობი ამბავი, ისტორია თუნდაც რჩევა ან დარიგება ჩემთვის ოქროს ტოლფასია.იმდენად მაღალი ფასი და წონა აქვს მცოდნე ადამიანისგან მიღებულ რჩევა დარიგებას,თუნდაც მოყოლილს ან კიდევ მის ნააზრევ ერთ ძვირფას სიტყვასაც კი. ამ დროს სწავლობ მისგან, იგებ ისეთ რამეს რის შესახებაც არ გქონდა საკმარისი ცოდნა,ინფორმაცია.მაგრამ მე, მასზე მხოლოდ ამას ვერ ვიტყოდი...სიღრმისეული ცოდნა,განათლება ეს ისეთი რამაა რაც ბედნიერებისა და მწუხარების სახით ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადადის და ვრცელდება,ზიარდება.ამ შემთხვევაში კი ხდება ცოდნისა და სინათლის გაზიარება.რა ჯობს იმას,როცა ადამიანს შეუძლია მანათობელი ლამპარი იყოს და თავისივე სინათლით,სიმძლავრით გონებასა და გულში იგივე ჩაგინერგოს,გასწავლოს,ნათელი მოფინოს გონებასა და სულს. როცა უფროსი მეგობარი,მასწავლებელი,ახლობელი გარიგებს,მხარში გიდგას და შენივე წარმატებული მომავალი სწყურია ჩათვალე მაშინ,რომ გაგიმართლა მასში რათა მან შენში რაღაც სხვა,ძალზედ განსხვავებული მხარე დაინახა,აღმოაჩინა და თავისივე მცდელობებით სურს ეს მარცვალი გააღვივოს,მომავალში კი კვირტი ყვავილად გადაიქცეს.ის შენ მომავლის გზას გაძლევს,გზაზე დაგაყენებს აი მერე კი უნდა გაუყვე იმ გზას... დანარჩენი ჩვენზე,ადამიანებზეა დამოკიდებული თუ რა არჩევანს გავაკეთებთ.რომელ მხარეს ავირჩევთ,რა გზას გავუყვებით,სავსე ფიალიდან დავლევთ წყალს თუ ცარიელიდან ერთ წვეთს...დავეხმარებით გაჭირვებაში მყოფს თუ მივატოვებთ,სხვისთვის გავწირავთ თავს თუ ლაჩარნი/მშიშრები ვიქნებით,სიცოცხლეს ავირჩევთ თუ სიკვდილს, მჭრელ დანას გამოვიყენებთ თუ ცულს. და მაინც რომელი უფრო მტკივნეული იქნება,რომელი უფრო მარტივი ან კიდევ სწორი.გადარჩენაზე,დამარცხებაზე,სიცოცხლეზე,სიკვდილზე ვისაუბრეთ...ლიტერატურა რას არ მოიცავს...მთელ ცხოვრებას... უფრო მეტიც რეალური ცხოვრების სარკეა რომელიც თითოეულ დეტალს ირეკლავს იმასაც კი რაც უმნიშვნელო და არაფრისმთქმელია.


ვაჟა ფშაველას პოემა
`` სტუმარ-მასპინძელზე`` ვსაუბრობდით, მერედა ხომ იცით ლიტერატურის გული როგორიცაა სავსე პარალელებით, მსგავსებებით.ერთი პერსონაჟი ვიღაც სხვას მოგვაგონებს, პოემის ან მოთხრობის სიუჟეტს რაღაც სხვა ნაწარმოებს მივამსგავსებთ,ავტორისეულ ფიქრებს სხვისას ვუკავშირებთ და ა.შ. ასე ვავსებთ ლიტერატურულ პარალელებს და შემდეგ გამოგვაქვს დასკვნა. ჩვენც სტუმარ-მასპინძლიდან ვეფხისტყაოსანზე გადავედით, ჯოყოლადან ავთანდილზე, ვაჟას ერთმა ძვირფასმა მეტაფორამ დიადი ვეფხისტყაოსანი გაგვახსენა...რა მაგარი შეგრძნებაა არა? ყოველი კუთხიდან, ყველა პერსონაჟიდან, ამბიდან სხვადასხვა ნაირად წარმოჩინდება ხოლმე ესა თუ ის რეალობა,ცხოვრება,სიცოცხლე,ადამიანები,გარემო...

შემდეგ სიკვდილზე იყო საუბარი და მოვიშველიეთ ცხონებული გურამ დოჩანაშვილის სიტყვები.



“სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს..."

ისიც ვთქვით,რომ ადრე თუ გვიან როგორც ყველა ვართ ამ ცხოვრების შვილნი,იმქვეყნიერნიც გავხდებით.იქამდე კი საჭიროა იმის გაკეთება რაც სხვებს ჩვენს თავს დაამახსოვრებს,როგორც სიტყვით ისევე საქმით.მხოლოდ სიტყვა რა არი, თუ ის არ ჩაიდინე და არ დაამტკიცე,რომ შეგიძლია

მთავარი ისაა ბოლოს რას წავიღებთ,სიცოცხლეში რას დავთესავთ,რას ჩავიდენთ მერმე პასუხს კი იქ ვაგებთ.

დრო მოვა, უფროსწორად უკვე დროა მოსული,რომ ცოცხალი და მკვდარი ერთურთის ტოლფასი გახდეს.როგორც ცოცხალს მოეთხოვება,მოეკითხება ჩადენილი ისევე მკვდარს...

დრო,რომელიც ცვლის ყველაფერს და ყველას...დრო რომელიც აბრებდ ან აახალგაზრდავებს ადამიანს....ჟამი დაბადებისა,სიცოცხლისა და სიკვდილისა...აქაური ცხოვრება და იქაური სამყარო...ცნობიერი და ქვეცნობიერი...ბოროტი და კეთილი...

ადამიანო,რამდენი არჩევნის გაკეთება გიწევს სიცოცხლის მანძილზე...
რამდენი გამოცდის ჩაბარება და მაინც მყარად დგახარ ფეხზე...

ყოველ საღამოს საკუთარ თავს ხმამაღლა ჰკითხეთ:აბა,მე დღეს ვის რა ვარგე?

შეეგუებით და ამას ავტომატურად ყოველდღე გააკეთებთ...ყოველდღიურად გაიზრდებით,ისწავლით და სხვისთვისაც მეტად მარგებელი იქნებით.

მოკლედ,ძალიან საინტერესოა ლიტერატურული საუბრები ერთგვარი ფილოსოფიაა,რომელიც უშუალოდ კავშირშია ცხოვრებასთან.

პ.ს თუ თქვენც გაქვთ ამდაგვარი მოგონებები აუცილებლად მომიყევით,დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.



№1  offline წევრი ელიზაბეტი უ.

ლიტერატურა ადამიანს საკუთარ აზრს უყალიბებს. როგორ შემიძლია, არ დაგეთანხმო. პირიქით, ყველაფერში მხარს გიბამ და უზმოდ მიხარია, ასეთი რამ რომ წავიკითხე. ეს ნაწარმოებები იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ლიტერატურაზე თუ გვაქვს საუბარი, შეუძლებელია უამრავ ცნობილ მწერალსა და მათ ნაშრომებს არ გადავწვდეთ. აი მასწავლებელს კი ყველაზე დიდი ყურადღება ებყრობა განათლებაში, ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრი კარგი პედაგოგი, კარგ მოსწავლეს უყალიბებს საფუძვლად ღრმა და სქელ საძირკველს. დიდი მადლობა ან საინტერესო ნაშრომისთვის, წარმატებები, ძვირფასო!

 


№2  offline წევრი სალისალომე

ელიზაბეტი უ.
ლიტერატურა ადამიანს საკუთარ აზრს უყალიბებს. როგორ შემიძლია, არ დაგეთანხმო. პირიქით, ყველაფერში მხარს გიბამ და უზმოდ მიხარია, ასეთი რამ რომ წავიკითხე. ეს ნაწარმოებები იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ლიტერატურაზე თუ გვაქვს საუბარი, შეუძლებელია უამრავ ცნობილ მწერალსა და მათ ნაშრომებს არ გადავწვდეთ. აი მასწავლებელს კი ყველაზე დიდი ყურადღება ებყრობა განათლებაში, ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრი კარგი პედაგოგი, კარგ მოსწავლეს უყალიბებს საფუძვლად ღრმა და სქელ საძირკველს. დიდი მადლობა ან საინტერესო ნაშრომისთვის, წარმატებები, ძვირფასო!

????????❤წარმატებები ასევე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent