შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია (თავი 1)


4-08-2020, 19:55
ავტორი ნინიი...
ნანახია 1 382

ასე ხდება, რომ წლების განმავლობაში შენთვის ცხოვრობ მშვიდად.. რას ქვია მშვიდად? როგორც უმრავლესობა, ხელფასიდან ხელფასამდე, უვლი შენს არასრულწლოვან ინვალიდ ძმას, მერე უცებ იგებ, რომ შენ მოყევი შემცირებაში, შენი უფროსი გეუბნება, რომ უნდა დატოვო სამსახური სასურველია, რომ დღესვე.. თან იმიტომ ტოვებ სასმახურს, რომ ზედმეტი წონა გაქვს და არ აკმაყოფილებ უფროსის კრიტერიუმს, თუმცა იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რომ გაქვს უმაღლესი განათლება.
მოდი დავიწყოთ თავიდან, მე ვარ ლანა გასვიანი 25 წლის, საშუალო სიმაღლის, როგორც უკვე მიხვდით ზედმეტი წონით. მივიღე უმაღლესი განათლება ბიზნესის განხრით. დაახლოებით ხუთი წლის წინ ჩემი მშობლები და უმცროსი ძმა მოხვდნენ ავტოკატასტროფაში, სადაც მხოლოდ ჩემი ძმა გადარჩა, მას შემდეგ ის ვერც დადის და ვერც ლაპარაკობს, მისი მოვლა და მკურნალობა ავიღე ჩემსთავზე და ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მჭირდებოდა სამსახური და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში მთავარი შეფის თანაშემწედ....
ჩემი ძმა ახლა არის 15 წლის და მას სჭირდება ძალიან ბევრი მკურნალობა, მასაჟები და წამლები, სახელმწიფო კი გვეხმარება მაგრამ ეს თანხა მისი წამლების ნახევარსაც კი არყოფნის დანარჩენ ხარჯებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
სუპერმარკეტთან მიახლოებული ჩემი ყურადღება მიიქცია ლურჯი ფერის ძვირადღირებულმა სპორტულმა ავტომობილმა. სუპერმარკეტში შესვლისას მინის კარებს ,როგორც კი გავცდი რაღაცას დავეჯახე ამ რაღაცას ძალიან სასიამვნო მამაკაცის სუნამოს სუნი ასდიოდა.
-მაპატიეთ.-მოულოდნელობისგან ჩავილუღლუღე. ავიხედე ზემოთ და დავინახე საოცარი ლურჯი თვალები ზუსტად ისეთი ფერის, როგორც წუთის წინ დანახული მანქნის ფერი იყო. მამაკაცმა გამიღიმა და გახდა უფრო მიმზიდველი ისეთი, რომ იმაზე მეტი უკვე შეუძლებელი იყო გზა დამითმო და გალანტურად დაიჭირა კარები. მე უბრალოდ მას თვალს ვერ ვაცილებდი. მის უკან იდგა ჩემით არშემჩნეული ახალგაზრდა გოგო რომელიც იყო შემდგარი მეტრო ქუსლებზე, სახეზე ტონა მაკიაჟით და ძალიან მოკლე კაბით. გამობურცა დაბერილი ტუჩები და წამოიძახა.
-რას გაიყინე ძროხა?- მერე ხელმკლავი გამოსდო სიმპატიურ მამაკაცს. ყველას გასაგონად ხმამაღლა წარმოთქვა - წამოდით ბატონო თორნიკე, უფროსი ქალები ყველა ახალგაზრდა მამაკაცზე „ნერწყვს ყლაპავენ“.
-გეყოფა აზა! - უთხრა მამაკაცმა და ერთად გავიდნენ სუპერმარკეტიდან. მე კი მივედი ბანკომატთან, რომ შემემოწმებინა დამერიცხა თუ არა თანხა. ცალი თვალით დავინახე, როგორ სხდებოდნენ ის წყვილი იმ მდიდრულ მანქანაში. იმ სილიკონიანი გოგონას სიტყვებმა ძალაინ არ წამიხდინეს გუნება და არ გამიფუჭეს შთაბეჭდილება სიმპატიურ მამაკაცზე, ის თუ როგორ გააჩუმა ის სილიკონიანი ჩემსგამო. ჩემს სახეზე აღიბეჭდა კმაყოფილი ღიმილი ისე, რომ სამსახურის დაკარგვაც დამავიწყდა. არის კიდე ჩვენს დროში კეთილშობილი ადამიანები.
-შენ გაინძრევი თუ არა? - მომესმა ყურთან მამაკაცის ხმა.
მე შევშინდი და შემოვტრიალდი უკან. ჩემს უკან იდგა მსუქანი მამაკაცი და ხელში ეჭირა ბარათი.
-თუ არა - გავეცი პასუხი და მისგან შორს წავედი
მე სასწრაფოდ ვიყიდე პროდუქტი გამოვედი სუპერმარკეტიდან და დავინახე, რომ ის ლურჯი მანქანა ისევ იქ იდგა...



№1  offline წევრი EllaTriss

ვერ ვიტყვი რომ ცუდია, რაღაც განსხვავებული და საინტერესო სიუჟეტის მოთხრობაა და ეს მომწონს. მაგრამ.. ჩემი აზრით ძალიან სწრაფად ანვითარებ მოვლენებს, პირველივე თავში იმ მამაკაცთან შეხვედრა..ჰმმ არვიცი რატომ მაგრამ წერის დროს ეს პრობლემა საკმაოდ ბევრს აქვს. შეგეძლო უფრო მეტი მოგეყოლა ოჯახზე, სამსახურზე, საკუთარ თავზე. აღწერე გარემო სადაც ხდება მოქმედება, შეგიძლია ამინდიც. ეს დაგეხმარება იმაში რომ ცოტა გაამსუყო ნაწერი, ასე ვფიქრობ ძალიან მშრალია...
პერსონაჟების გრძნობები უფრო მეტად გადმოეცი, ჯერ შენ უნდა იგრძნო მათი სიხარული თუ ტკივილი და ისე დაწერო.

ჰოდა კიდევ არასოდეს არ აჩქარდე წერის დროს, ყოველდღე დადებას გირჩევ რამდენიმე დღეში ერთხელ დადო და უფრო დიდი.
ეს თავი ძალიან პატარაა..
ატვირთვამდე, ნაწერს ერთხელ კიდევ გადაავლე თვალი, შეიძლება უეცრად გაგიჩნდეს რაღაცის ჩამატების ან ამოკლების სურვილი.. რაღაც ზედმეტად მოგეჩვენოს, რაც წერის დროს უნებურად გაგეპარა..

რავიცი... მე მაგალითად მჯერა რომ უფრო გაიზრდები და განვითარდები, მთავარია არ დანებდე და რჩევები გაითვალისწინო ❤❤❤

მოგყვები.. ❤ წარმატებებიი! ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

სიუჟეტი ნმადვილად საინტერესოა,პატარა კი იყო,ვფიქრობ წინა მკითხველი კარგ რჩევებს გაძლევს,წარმატებები.

 


№3 სტუმარი Nini

წესით ეს დასაწერი ადგილი არაა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ავტვირთე ჩემი მოთხრობა, ხოდა რა მაინტერესებს, 4 ნახვა აქვს, ანუ პირველია, ხო და სახელით რომ ვეძებთ არ აგდებს, ხო არ იცით რატომ?

 


№4  offline წევრი EllaTriss

Nini
წესით ეს დასაწერი ადგილი არაა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ავტვირთე ჩემი მოთხრობა, ხოდა რა მაინტერესებს, 4 ნახვა აქვს, ანუ პირველია, ხო და სახელით რომ ვეძებთ არ აგდებს, ხო არ იცით რატომ?

შესაძლოა ჯერ ადმინისტრაციის შემოწმება არ გაუვლია და საიტზე არ არის გამოქვეყნებული. შესაბამისად მხოლოდ თქვენთან აჩვენებს და ამიტომ ვერ პოულობთ საიტზე ძებნის დროს. ❤

 


№5 სტუმარი Nini

Maria_
Nini
წესით ეს დასაწერი ადგილი არაა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ავტვირთე ჩემი მოთხრობა, ხოდა რა მაინტერესებს, 4 ნახვა აქვს, ანუ პირველია, ხო და სახელით რომ ვეძებთ არ აგდებს, ხო არ იცით რატომ?

შესაძლოა ჯერ ადმინისტრაციის შემოწმება არ გაუვლია და საიტზე არ არის გამოქვეყნებული. შესაბამისად მხოლოდ თქვენთან აჩვენებს და ამიტომ ვერ პოულობთ საიტზე ძებნის დროს. ❤

კი ადმინისტრაციამ წამიშალა, პრობლემა 3-4 ხაზი ტექსტიდან ყოფილა, ვერ კი ვხვდები რა პრობლემა მარა... ნუ მოკლედ მადლობააა დიდი????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

მოუმატე და მოუთმენლად ველიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent