ძილის წინ
ვიფარებ საბანს, კომფორტულ პოზას ვიღებ, მოზრდილ ბალიშს ვიდებ თავ ქვეშ, მომცროს ვეხუტები და საბანს ვაფარებ. საბნის ნაწილს ფეხებს შორის ვიქცევ, მუსიკას ვრთავ და ტელეფონს ბალიშის ქვეშ ვიდებ რადგან თავს, რომ დავდებ, მუსიკა ‘’ყურში’’ მქონდეს. ვხუჭავ თვალებს და ვფიქრობ. როგორი ლამაზია ის რასაც მე ვამბობ და რეალობისაგან განსხვავებით, ფანტაზიაში მაინც არ ვარ მარტო. იცი რა კარგია ის გოგო ფანტაზიებშიი? ცოტას ვსაუბრობთ, მაგრამ ვიტყოდი, ცოტას თუ ვხმაურობთ. სიჩუმე ორივეს გვიყვარს, მაგრამ ლაპარაკი ვის სჭირდება? ის მე არის და მე ის. რაც მას უნდა, მეც მინდა და რაც მე მინდა, მასაც უნდა. როგორც ის გრძნობს, უფრო მეტს მე ვგრძნობ და როგორც მე ვგრძნობ, უფრო მეტს ის გრძნობს. "...არ სჭირდება საუბარი ბევრი, მკვდარს რომ უნდა მხოლოდ მიწის მიყრა..." ის ისეა როგორც ვიყო, ერთი სხეული ორი ადამიანით. არ სჭირდება მას სხვა და არ მჭირდება მე სხვა. არ ჰყავს სხვა და არ მყავს სხვა. ჩვენ ვართ ერთი. მერე კი, უბრალოდ მეძინება და რაიმე სიზმარი თუ გამომაფხიზლებს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.