შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭები არ ტირიან თავი I (ლგბტ თემა)


17-05-2018, 21:41
ავტორი მსხვერპლი
ნანახია 1 568

თვალებს ვხუჭავ და თავს უფლებას ვაძლევ წარმოვიდგინო ხეები ისე, რომ არც კი შევხედო. ვცდილობ ჩემს ტვინს ვაიძულო განვითარდეს და საგანი თავისით შექმნას.

საგანი არა, მაგრამ ბუნების სხვადასხვა ხმით, მუსიკა იქმნება, უბრალოდ არეულია და დალაგება სჭირდება.

თვალებს ვახელ. ვაანალიზებ რომ ადამიანებს შეუძლიათ უფრო ლამაზი შექმნან. ისეთი არა როგორიც სულ იყო და არის, ისეთი, როგორის თვითონ მოეწონებათ.

"გრეგ, წამოდი!" მესმის ჩემი მეგობრის, სტივის ყვირილი. არღვევს ყველანაირ ბუნებრივ ხმას.
არღვევს ჩემს შინაგან სამყაროსთან კონტაქტს და რეალობაში ვბრუნდები.

უკან მივყვები. შუაგულ ტყეში მეგობრები ვართ წამოსული. მე, ანუ გრეგი, ალექსი და სტივი.

სტივთან ვართ პატარა სოფელში სადაც ცხოველების, ტყეებისა და ხისგან აშენებული სახლების გარდა არაფერია. (ადამიანებს თუ არ ჩავთვლით)

სახლში ჩავდივართ. კარს ალექსი ჭრაჭუნით აღებს და შიგნით შევდივართ. უცნაური სახლია ადამიანების მსგავსად. გარედან მახინჯია და შიგნიდან ლამაზად მოწყობილი. ყველა გრძნობა ერთმანეთის გვერდით დაწყობილი.

სტივის ძმა კიბეებზე ჩამოდის. ცდილობს ფეხებით მოძებნოს საფეხურები რომ არ დავარდეს.

ბრმაა. პატარაობიდან ბრმაა. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ახლა მან უნდა შეძლოს სხვებისგან განსხვავებით გარემო საკუთარი გემოვნებით მოაწყოს მის გონებაში.

შეიძლება კარგად ჟღერს, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც ძნელია ასე ცხოვრება. ალბათ არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაც დაინახოს. ვერ გეტყვით. ასე ახლოს არ ვარ მასთან.

"ოლივერ, მოიცაზე მოგეხმარო" ამბობს სტივი და მასთან მიდის.
"ჩემით ჩამოვალ"
ამბობს ოლივერი. ყველანი ვჩუმდებით. მხოლოდ ხის ჭრაჭუნის ხმაა. ოლივერი ფეხშიშველია. ყოველი ფეხის შეხების ხმა ისმის. ხელს მოაჯირს ჰკიდებს. კიბე მუქი ხისგანაა გაკეთებული. მაგრამ ოლივერი ამას ვერ ხედავს.

დივანთან თითქმის უპრობლემოდ მიდის და ჯდება.
ჩვენც ვსხდებით. ოლივერი ჩემი და ალქესის შუაში ზის და უკიდეგანო სივრცეში იყურება.

ჩემს მხარეს იხედება. ერთ წამს მგონია, რომ მხედავს, მაგრამ მერე ვაანალიზებ რომ უბრალოდ თავს ატრიალებს აქეთ იქით თითქოს საკუთარ სახლში პირველად იყოს და ათვალიერებდესო.

ვდგები. ჩემი სიარულის ხმა სიჩუმეს ასე თუ ისე ახშობს. სტუმრების ოთახში ავდივარ რომელსაც სანამ აქ ვარ "ჩემი ოთახი" ჰქვია.

ვწვები და მოცარტის რექვიემს ვრთავ. მეძინება. ღამით ჩემთან სიზმრები არ მოდიან.
^*^

კარზე კაკუნი მაღვიძებს. თავს ვწევ. ცოტახანს ასე უაზროდ ვაკვირდები კარს. შემდეგ ვდგები და ვაღებ.

ვხედავ ოლივერს, ჩემს წინ, ნახევრად შიშველს, აშკარად პრობლემა უნდა ჰქონდეს.
"ოლივერ?"
ვამბობ უჩვეულოდ ახალგაღვიძებული, ხრიწიანი ხმით.

"მაპატიე, უბრალოდ საპირფარეშოში გავედი და ოთახს ვეღარ ვპოულობ."
ამბობს აკანკალებული ხმით.

"წამოდი, მიგიყვან"
ხელს ვკიდებ და მისი ოთახისკენ მივდივარ. ვგრძნობ მის გაყინულ კანს. ოთახში შემყავს. საწოლზე ჯდება და თვალებს ხუჭავს.

"კარგად ხარ?"
ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი, ვამბობ და თვალებზე ხელს ვისვამ.

"მჰ"თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

"გინდა ცოტახანს აქ ვიყო?"
ვეკითხები რადგან კარგად არ გამოიყურება.
ისევ თავს მიქნევს.

კარს ვხურავ და მის გვერდით ვჯდები. საწოლის ხმა ოდნავ მაწუხებს, რადგან ოდნავი განძრევის დროსაც კი უცნაურ ხმებს გამოსცემს.

სახეზე ვაკვირდები და უცნაურად საერთოდ არ მიმაჩნია, რადგან ვერ მიყურებს.

ღია ფერის კანი აქვს, ვარდისფერი ტუჩები.

"მიყურებ?" ამბობს მაგრამ თვალები დახუჭული აქვს.

"არა" ვატყუებ. იღიმის.
"თუ გინდა გადი"
მეუბნება და თავს უცნაურად ვგრძნობ

"გინდა რომ გავიდე?"
ვეკითხები.
"არა უბრალოდ შემიძლია მთელი ღამე ასე ვიჯდე. არ მინდა ამ უაზრობამ დაგღალოს და ცუდ ხასიათზე დაგაყენოს"

არ ვიცი რა ვუპასუხო ამიტომ სიჩუმეს ვარჩევ.
"მოგწონს აქ ყოფნა?"
მეკითხება.
"კი ლამაზია აქაურობა, შენ?"
კითხვით ვუბრუნდები.
"რავი, მნიშვნელობა არ აქვს აქ ვარ თუ ქალაქში. იგივე ადამიანები, იგივე გარემო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის."

"კატა არასდროს გინახავს?"
თავს არ ვიკავებ და ჩემს უცნაურ კითხვებს ვსვამ.

ეცინება.
"კი, პატარა რომ ვიყავი მყავდა. თეთრი იყო. მწვანე თვალის გუგა ჰქონდა და მთვარის ფორმის შავი ხასი შიგნით. გაიქცა"
სიცილნარევი ხმით მითხრა.
"სად"
ვუთხარი და გადავწექი. ფეხები მაინც ცივ იატაკზე მეწყო.
"არვიცი. სადაც უნდოდა იქ გაიქცა, მე კი ჩემს თავს ვერ გავექცევი"

"რატომ იცინი"
ვკითხე და თვალები დავხუჭე. მინდოდა მეც მეგრძნო რას გრძნობდა.

"იმიტომ რომ დასაფლავებაზე არ ვართ"

"დასაფლავებაზე სიცილი არ შეიძლება?"
ლამაზია, ვფიქრობ ორიგინალურიც კი არის იმისდა იუხედავად, რომ შავია.
"ჩემი აზრით დასაფლავებაზე ცეკვაც კი შეიძლება."
თქვა სიცილით.
მეც გამეცინა.
"ხო არა?"

ვიცინით და მალევე ორივე ვჩუმდებით.
"ვერ იძინებ?"
ვეკითხები.

"ვერა" თითებით საბანს ეფერება.
"მოდი ცადე დაიძინო."

"ერთმანეთში მერევა დღე და ღამე"
ამბობს და დგება.
"მე შეგახსენებ ხოლმე რომელია -დღე და რომელი -ღამე "
გაიცინა.

საწოლისკენ მოდის და ფეხზე მაბიჯებს ფეხს.
უფრო ეცინება. ვდგები.
"წვები?"
ღიმილით ვამბობ.
"ჰო"

მპასუხობს და ხელებით ცდილობს საბანი ასწიოს რომ დაწვეს.
"მოიცა, მოგეხმარები"

საბანს ვწევ. წვება და ვაფარებ.
თვალებს ხუჭავს. მე ვუყურებ.

სტივმა მითხრა ქალაქში არ ჩამოდის ხშირადო. მარტო რჩება ხოლმე სახლში და მეც მიკვირს მარტო როგორ ტოვებენ როცა ღამე საკუთარი ოთახის მოძებნაც არ შეუძლია.

მგონი 16 ის არის.

ოთახში თითქოს დიდი არაფერია განსაკუთრებული. ღია ფერის კედლებია. ერთ კუთხეში ფირები არის ჩამოგიდებული. მარჯვნივ საწოლი და კარადა დგას.

"გრეგ, აქ ხარ?"
ამბობს.
"ჰო"
ჩუმად ვამბობ.

"გავალ ხო?"
ვეკითზები.
"ჰო" ამბობს და მეორე მხარეს ტრიალდება.

ოთახიდან საბოლოოდ გავდივარ.

კარს ფრთხილად ვხურავ.
ჩემს ოთახში შევდივარ. საწოლზე ისე ვწვები მგონია მისი ხმა ყველას ესმის.
აღარ მეძინება.

16/5/18



№1  offline წევრი talia

Sainteresoa magram titqos ragac aklia.ganagrze damainteresa.

 


№2  offline წევრი მსხვერპლი

ჰაიკო
შენ თვითონ მოგწონს რა თემაზეც წერ??????? ან ლაიქები ვინ დაგიწერა. სირცხვილია, ქართველები ვართ.

ანუ რა იგულისხმე. რაზე ვწერ

talia
Sainteresoa magram titqos ragac aklia.ganagrze damainteresa.

მეც ვფიქრობ რომ რაღაც აკლია მაგრამ არ ვიცი რა (მადლობა)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent