შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ


20-04-2021, 04:04
ავტორი მ.თ
ნანახია 1 643

მარიამ-მოესმა,თუ მართლა ისაა.თვალები დახუჭა,დაელოდა,ხმას დაელოდა.იქნებ არ იყოს,იქნებ მომესმა.არ შემიძლია მისი ნახვა,არ შემიძლია მის თვალებში ჩახედვა.
-მარიამ...
ის არის,ეს რეალობაა...
მისკენ მომავალი სილუეტი ნელნელა გამოიკვეთა,ის არის,მისი ყველაზე დიდი ტკივილი.მისი ბედნიერება და უბედურება ერთად.მუხლებში სისუსტე იგრძნო.
მოვიდა.მის წინ დგას,ისევ ის ღიმილი,ისევ ის ლამაზი ნახშირივით შავი თვალები,ისევ ის სიყვარულით სავსე გამოხედვა.როგორ შეძლოს ამ მზერას თავი დააღწიოს.როგორ მოახერხოს ამ ღიმილს გაექცეს.
- როგორ მომენატრე,ღმერთო რა ლამაზი ხარ!-ჩაიჩურჩულა ბიჭმა.
მოწოლილ გრძნობებს ვერაფერი ვერ მოუხერხა,მოულოდნელად ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი.თვალები დახუჭა,საოცარი სიმშვიდე იგრძნო.თითქოს ყველაფერი დალაგდა და ყველა პრობლემა სადღაც გაქრა.გარშემო აღარაფერი არსებობდა გარდა იმ ადამიანისა,რომლის სხეულიც ასე მჭიდროდ ყავდა მკერდზე მიკრული.
-მე -დაიწყო ქალმა,მაგრამ გააჩერა.სიტყვა შეაწყვეტინა
-აქ არა,წავედით.ხელი ჩაჰკიდა,მანქანასთან მიიყვანა,კარი გამოაღო და ანიშნა დაჯექიო.გოგო სავარძელზე მოთავსდა,თვითონ შემოუარა,მძღოლის ადგილი დაიკავა.გვერდით მჯდომს შეხდა,მის გაოცებულ სახეზე გაეღიმა და მანქანა დაძრა.
...მდინარის პირას,ხის ქვწშ ისხდნენ,წყლის ჩხრიალი და ჩიტების საამური ჭიკჭიკი ისმოდა მხოლოდ.სიჩუმე ბიჭმა დაარღვია:
-რატომ წახვედი?რატომ გაიქეცი მარიამ?შემომხედე...
გოგომ თავი ასწია.მზერა გაუსწორა,გული შეეკუმშა.ისეთი ნაღვილანი მზერა ქონდა ბიჭს.
-სხვანაირად არ შემეძლო,ვიფიქრე ასე უკეთესი იქნებოდა.
- უკეთესი?ვისთვის?
-ორივესთვის.არ იყო ადვილი არც ჩემთვის,მაგრამ მოვახერხე და წავედი.
- ჯერ ისევ ბავშვი ხარ,-თავი გვერდზე გადახარა და სიყვარულით გახედა გოგონას.
- ეგრე ნუ მიყურებ.
-სწორედ ეგ ბავშვური გულუბრყვილობა გახდა მიზეზი იმისა,რატომაც შემოვედი მე შენს ცხოვრებაში.მივხვდი რამდენად სუფთა და ალალი იყავი ამ დამპალ სამყაროში,შემეშინდა გული არ გტკენოდა და გადავწყვიტე დამეცავი ყველასგან და ყველაფრისგან.ბედის ირონიაა არა?საკუთარი თავი ვერ დავიცავი შენგან.ხო,შემიყვარდი,ძალიან,სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი.დილით შენი ღიმილი ჩემი ბედნიერი დღის საწყისი იყო.მოუთმელად ველოდებოდი როდის შემოაღებდი კარს.შენ დამაბრუნე რეალურ სამყაროში,შენმა სიყვარულმა საკუთარი თავი მაპოვნინა,უკეთესი გამხადა.შენმა სიყვარულმა სიცილი მასწავლა,აღარც მახსოვდა ბოლოს როდის ვიცინოდი გულიანად.ხო მე ამხელა კაცს ბავშვმა მასწავლა,რომ,ცხოვრება მშვენიერია,რომ საოცრად ლამაზი შეიძლება იყოს თუნდაც ეს ტყე,რომ მდინარის პირას ჩამოჯდომა და წყლის ხმაურის მოსმენა სიმშვიდეს გგვრის ადამიანს.შენს თვალებში რომ ვიხედები,ვხვდები,რომ სილამაზე გრძელ ფეხებში,დაყენებულ მკერდში,გაკეთებულ.ცხვირში და მაკიაჟით აფერადებულ სახეში არა, სილამაზე ამ თვალებშია.საოცრად სუფთა და ბავშვურ თვალებში.ამ ღიმილშია,ამ საოცარ ტუჩებშია,სილამაზე უბრალოებაშია.შენშია სილამაზე და სამყაროში არ არსებობს შენზე ლამაზი ქალი.
თავიდა ვერ ვაანალიზებდი,მაგრამ როცა მივხვდი,რომ ჩემი მეგობრული სიყვარული შენს მიმართ სადღაც გამქრალიყო,ძალიან შემეშინდა.შემეშინდა,შენ არ გეგრძნო ეს და არ წასულიყავი.რამდნიმე წელი შევძელი თამაში,მაგრამ მაინც მიმიხვდი...
-შენ მე საუკეთესო მეგობარი წამართვი-გოგონას თვალები ცრემლებით აევსო,-იცი ეს რას ნიშნავს?ადამიანი ვინც ამდენი წელია ჩემი ყველაზე დიდი იმედია,ვის გარეშეც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია,მშვიდად ვარ,რადგან ვიცი,რომ ჩემს ცხოვრებაში ის არსებობს და არასოდეს არავის მისცემს უფლებას გული მატკინოს.ერთ დღეს ეს ყველაფერი ინგრევა და ვრჩები სრულიად მარტო.ამ ყველაფერიმა გამანადგურა..
ცრემლებმა გზა მონახეს,ამდენი ხნის ნაგროვებმა ტკივილმა ერთანად იფეთქა.
- არ იტირო გთხოვ,შენს ცრემლებს ვერ ვიტან ხომ იცი.მე ვცდილობდი,რომ არავის აეტირებინე და ჩემს გამო ამდენს ტირი.მაპატიე გთხოვ.არაფერი არ დაკარგულა,მე არსად წავსულვარ,მე არ ვაპირებ შენს მიტოვებას.ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები გესმის?
-არ შემიძლია.არ შეიძლება ეს სიყვარული.ამ ტვირთით ვერ ვიცხოვრებ.
-და გადაწყვიტე წასულიყავი.გეგონა თუ ვერ გნახავდი გრძნობა განელდებოდა?მიყვარხარ,გესმის მიყვარხარ და აზრი არ აქვს შენს გაქცევას.სადაც არ უნდა იყო,სამყაროს მეორე მხარესაც რომ წახვიდე შენ მაინც აქ იქნები,ჩემს გულში.ამას არაფერი შეცვლის,შენ არ იდარდო,შენ თავი დამნაშავედ არ იგრძნო,ერთი წამითაც არ გაიფიქრო,რომ შენ ცუდად მოიქეცი.მე ამ სიყვარულთან ერთად ცხოვრება ვისწავლე,მე ამ სიყვარულით ბედნიერი ვარ.ამ გრძნობამ სიცოცლის ხალისი დამიბრუნა და ამის გამო მადლობას გიხდი,მადლობას გიხდი იმისთვისაც,რომ შენ ესეთი ხარ,ესეთი კარგი და წმინდა.მე სულ შენს გვერდით ვიქნები,ყვეკაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ ბედნიერი იყო.ყოველთვის ყველაზე კარგად უნდა იყო გესმის?აი ნახავ შენც ისწავლი ესე ცხოვრებას.ვერ დაგპირდები,რომ აღარ მეყვარები.ეს გრძნობა სიკვდილამდე ჩემთან იქნება,ოღონდ ისე,რომ შენ ხელს არ შეგიშლის.მე შენი ბედნიერებით გავიხარებ.უბრალოდ გთხოვ,აღარ გაიქცე,აღარ წახვიდე.იმ ტკივილს ნუ მაგრძნობინებ რასაც ამ თვეების მანძილზე განვიცდიდი.იმ სამყაროში სადაც შენ არ ხარ მე ვერ ვსუნთქავ.მიყვარხარ და დაიმახსოვრე,შენ ყოველთვის ის პატარა გოგო იქნები,ჩემს ფრთებქვეშ რომ შევიფარე ოდესღაც.ეხლა მოდი,ჩამეხუტე და ეგ ცრემლები აღარ დამანახო.
გაიღიმა,ცრემლები თავისი ხელებით შეუმშრალა,გულზე მიიხუტა და ჩაიჩურჩულა კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში.თვალები დახუჭა და მდინარის ხმაურს მიუგდო ყური ...



№1  offline წევრი ელიზაბეტი უ.

ლამაზი ჩანახატი იყო, თითქოს ორივე პერსონაჟის სახელ ნათლად და მკაფიოდ გქონდა წარმოჩენილი. მართლაც რომ ,რაა ეს სიყვარული, როგორ იცის ხოლმე გულის აფართხალება.

 


№2  offline წევრი Life is beautiful

გული გამითბო♥️

 


№3  offline წევრი მ.თ

ელიზაბეტი უ.
ლამაზი ჩანახატი იყო, თითქოს ორივე პერსონაჟის სახელ ნათლად და მკაფიოდ გქონდა წარმოჩენილი. მართლაც რომ ,რაა ეს სიყვარული, როგორ იცის ხოლმე გულის აფართხალება.

მადლობა ესეთი შეფასებისთვის. დიდი სტიმულია ჩემთვის.ბავშვობის მერე არაფერი დამიწერია.ეს რეალური ისტორიაა,უფრო სწორად მისი პატარა ნაწილი

Life is beautiful
გული გამითბო♥️

დიდი მადლობა,ხშირად ვერ,მაგრამ ამ ისტორიის პატარა მობაკვეთებს შემოგთავაზებთ ხოლმე❣

 


№4  offline წევრი Life is beautiful

მ.თ
ელიზაბეტი უ.
ლამაზი ჩანახატი იყო, თითქოს ორივე პერსონაჟის სახელ ნათლად და მკაფიოდ გქონდა წარმოჩენილი. მართლაც რომ ,რაა ეს სიყვარული, როგორ იცის ხოლმე გულის აფართხალება.

მადლობა ესეთი შეფასებისთვის. დიდი სტიმულია ჩემთვის.ბავშვობის მერე არაფერი დამიწერია.ეს რეალური ისტორიაა,უფრო სწორად მისი პატარა ნაწილი

Life is beautiful
გული გამითბო♥️

დიდი მადლობა,ხშირად ვერ,მაგრამ ამ ისტორიის პატარა მობაკვეთებს შემოგთავაზებთ ხოლმე❣



სიამოვნებით წავიკითხავ❤️

 


№5 სტუმარი lika gogia

[quote=Life is beautiful][quote=მ.თ][quote=ელიზაბეტი უ.]ლამაზი ჩანახატი იყო, თითქოს ორივე პერსონაჟის სახელ ნათლად და მკაფიოდ გქონდა წარმოჩენილი. მართლაც რომ ,რაა ეს სიყვარული, როგორ იცის ხოლმე გულის აფართხალება.[/quote]
მადლობა ესეთი შეფასებისთვის. დიდი სტიმულია ჩემთვის.ბავშვობის მერე არაფერი დამიწერია.ეს რეალური ისტორიაა,უფრო სწორად მისი პატარა ნაწილი

[quote=Life is beautiful]გული გამითბო♥️[/quote]
დიდი მადლობა,ხშირად ვერ,მაგრამ ამ ისტორიის პატარა მობაკვეთებს შემოგთავაზებთ ხოლმე❣[/quote]


გგუყჯუჰყჯ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent