მზესუმზირები
...და მე მივიტანე მზესუმზირა, თავით მიწისკენ დავდე, რათა ეცქირა მზესუმზირას, მიწისა და ხის გავლით, მთვარესათვის. ყოველ კვირას, საღამოს მიმქონდა მზესუმზირები და თავით მიწისაკენ ვაწყობდი ერთსა და იმავე ადგილას. ყოველ კვირას მხვდებოდა ის ადგილი გასუთავებული სადაც მზესუმზირას ვდებდი. ალბათ,სხვასაც უყვარდა... მე მაინც ჯიუტად ვდებდი ყოველ კვირას, საღამოს ერთ მზესუმზირას თავით მიწისკენ და ყოველ კვირს, საღამოს, ჯიუტად მხვდებოდა ეს მზესუმზირა შორი ახლოს გადაგდებული და დამჭკნარი. გვირილები, ვარდები, ორქიდეები, ყაყაჩოები... ყოველ კვირას, საღამოს იწყებდნენ ჭკნობას, მე კი მიმქონდა მზესუმზირა და ვდებდი თავით მიწისკენ. ალბათ ფიქრობდნენ: - ეს ვინ ჯანდაბა ალაგებს ამ მზესუმზირებს, თანაც თავით მიწისკენო! მაგრამ მათ არ იცოდნენ,რომ გორის ძირას მქონდა ადგილი, სადაც ათასობით მზესუმზირა იყო დათესილი. ყოველ დღე,რომ ერთი გადაეგდოთ, ღამით ახალს დავდებდი. ყოველ საათში,რომ გადაეგდოთ, ყოველ საათში ახალს დავდებდი. მე მინდოდა ეყურა მზესუმზირას, მთვარისათვის. თავიდან ხანდახან დავდიოდი, ყოველ კვირას, საღამოს. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ერქმეოდა ჩემს სიარულს "ხშირი". თავიდან ყოველ დღე მინდოდა იქ სიარული, მაგრამ თავიდანვე მივეჩვიე იმას, რომ მე იქ კვირას საღამოს უნდა ავსულიყავი, მიმეტანა მზესუმზირა და დამედო თავით მიწისკენ, რათა ეყურა მზესუმზირას მთვარისათვის. იმის იმედიც მოვშალე,რომ ზამთარში თითქოსდა ვერაფერს დადებსო. ზამთარში ორ მზესუმზირას ვდებდი. ერთს თავით მიწისკენ და მეორეს თავით ცისკენ. რათა ეყურებინა მზესუმზირას მთვარისთვის და მეორე ყოფილიყო თავად მზე. ასე რატომ ვფიქრობდი არ ვიცი, მაგრამ ის ხალხი კი გავაწამე. ალბათ,ფიქრობდნენ: - ჩვენ შვილს ვიღაც ოხერი გადაეკიდა და კუბოშიც არ ასვენებსო. სათბური მქონდა, რამოდენიმე და ძალიან დიდები. მე ყოველთვის მქონდა ერთი მზესუმზირა მთვარისთვის. ზამთარში ორი. ზამთრისას შუალედში, იყო დღე, როცა მის სახლში, რომელსაც ხის კარი ჰქონდა მიწით ამოვსებული, სულ მზესუმზირებს ვალაგებდი. ყოველი წლის, ზამთრის დასაწყისის, შუა რიცხვებში, იყო დღე, როცა იქ მხოლოდ მზესუმზირები ელაგა. დროთა განმავლობაში, ჩემი რუტინა ჩემს ცხოვრებად იქცა. ყოველ კვირა საღამოს, მე ავდიოდი იქ, ავდიოდი და ხელში მეჭირა მზესუმზირა, რომელიც უყურებდა მთვარეს. ჩამოვჯდებოდი მოშორებით, არ მინდოდა ჩემი სიახლოვით შემეწუხებინა. ვუყურებდი მთვარის შუქის ქვეშ მყოფ მთვარეს, მიწის გავლით ხის კარებამდე. ყოველ კვირას, საღამოს უკაკუნებდა ჩემი ფიქრები მის სიმყუდროვეს, მერე კი ქრებოდა ღამე და მზის ამოსვლამდე ფიქრით ვსაუბრობდით. დრო გადიოდა და ყვავილები მისი სახლის კარს ზემოდან უფრო და უფრო იკლებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც ყოველთვის, კვირა საღამოს, ჩემი მზესუმზირაც კი დამხვდა იქ. ვიცოდი, რომ იმ კვირას მისთვის არავის ეცალა, მაგრამ ვიფიქრე,რომ ისინი შეეჩვივნენ ამ ყველაფერს და სულ არაფერს სჯობდა დებულიყო მზესუმზირა, თავით მიწისკენ. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არავინ მისაფრდებოდა იქ?მაგრამ ეს რომც ეცადათ, შუა ღამისას ჩემი დანახვისას შიში ყველაფერს დაფარავდა. მე არასდროს მეშინოდა იქ ღამის გათევის, ვიცოდი, რომ მარტო არ ვიყავი. ჩვენ იქ სამნი ვიყავით. მე, შენ და მზესუმზირა. რომელიც გიყურებდა შენ. ერთ ზაფხულსაც, იქ სადაც მზესუმზირას ვდებდი, იასამანი ამოვიდა. -შენმა კარებმა იყვავილა მთვარე. - ვფიქრობდი, რომ შენ ის გახსენი და იასამნად ამოხვედი. ფრთხილად და ნაზად ვუვლიდი მას. ისე როგორც შენ და ისე როგორც ჩემს მზესუმზირებს. დრო და დრო იასამანი იზრდებოდა და ჩრდილიც გაიკეთა. არასდროს შემოვსულვარ ზედმეტად შიგნით. ვაღებდი კარს, უკვე ჭრიალით, ვდებდი მზესუმზირას, თავით მიწისკენ. საკუთარი ნაფეხურების გავლით გავდიოდი, ვჯდებოდი შორიახლოს და ვფიქრობდი. ვფიქრობდი მანამ, სანამ იასამნის მთვარის ჩრდილს, მზის ჩრდილი არ შეცვლიდა.სახლშიც ფიქრებით დატვირთული დავბრუნდი, ვფიქრობდი თუ რამხელა გამხდარიყო იასამანი, ვფიქრობდი ბევრს და უცებ შეშინებულმა თავში რაღაც აზრმა გამიელვა. სახლში გავვარდი, ოჰოო, მუხლები მტკიოდა, თუმცა ღამის გათენებას დავაბრალე. სახლში კიბეებზე ავირბინე, შევატყე დაღლა 16 საფეხურის შემდეგ ადგილზე მისულმა ჩემს ფეხებს. ოთახში შევვარდი და სარკეში ჩავიხედე. კარგა ხანს ჩუმად ვიდექი, ვეღარ ვფიქრობდი, ვეკითხებოდი ჩემს თავს სარკეში თუ ვინ იყო ეს თეთრწვერიანი კაცი, თეთრი თმებით და სახეზე ნაოჭებით. - ღმერთო! გაოცებული ხმით წარმოვთქვი და შიშმა ძვლებამდე ჩაატანა. -ჩემი ხმა! გავიფიქრე და სარკეში ჩემს თავს დავაკვირდი. დიდი ხანია ჩემი ხმა არ გამიგია, ვფიქრობდი. აღარც კი მახსოვს ის ბოლოს როდის გავიგე, მაგრამ როცა გავიგე ის აშკარად სხვანაირი იყო. რატომ მეგონა რომ ვლაპარაკობდი? რატომ მეგონა რომ ვსაუბრობდი? ოთახიდან გამოვვარდი, უბანში გავიხედე. ირგვლივ გარემო ასე როდის შეიცვალა? საკუთარ თავს ვეკითხებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გამეღვიძა. გამეღვიძა და დაფიქრებული შევედი ოთახში, დივანზე დავჯექი და ჩემს თავს ვკითხე: - უკვე დავბერდი? თეთრი ბეწვი და ბოხი ხმა შემპარვია,დამპალ სახსრებში კი მწარე ტკივილი. - და მზესუმზირები? გავიფიქრე უცებ და სათბურში გავვარდი. ყველანი დამჭკნარიყვნენ. - ეს როდის მოხდა? ან როგორ მოხდა? ვერაფერი გამეგო. სოფელში გავედი და გარემოს პირღია ისე ვათვალიერებდი თითქოს პირველად ვიყავი იქ. სასაფლაომდეც ავედი: -ჩრდილი? სად გაქრა ჩრდილი? ვეკითხებოდი ერთ კაცს. ჩრდილი რა უყავით? შეშფოთებულმა შემომხედა და მივხვდი, რომ შეეშინდა. თეთრ წვერიანი და თეთრთმიანი მოხუცი ეკითხებოდა ჩრდილზე და მზესუმზირებზე. - რა ჩრდილი პაპი? იასამანზე ამბობ? - ხო შვილო, იასამანი, სად არი იასამანი? - მოვჭერი პაპი. -რატო მოჭერი შვილო? რას გიშავებდა? - დედაჩემის საფლავია ესა პაპი. მინდა რომ სუფთად იყოს. ეს იასამანი კიდე ცოტა ხელს უშლის, აფუჭებს არემარეს,მზე მინდა რომ მიადგეს ცოტა, მერე ყვავილებსაც დავრგავ. გონება გათიშული, რობოტივით შემოვტრიალდი. სახეზე ფერი გადამძვრა. - პაპი ხო კარგად ხარ? ბუნტად ჩამესმა ხმა. ზურგშექცეულმა ხელი ავუქნიე და ბარბაცით წავედი სახლისკენ. მთელი გზა იმას ვფიქრობდი, თუ როგორ მიადგა მზე, მთვარეს. ამაში რატომღაც ჩემი მზესუმზირები დავადანაშაულე, სახლში გაბრაზებული დავბრუნდი, ყველაფერი დავლეწე და დავანგრიე, ქოთნები დავამსხვრიე, ვწყევლიდი მზესუმზირებს რომლებიც უყურებდნენ მთვარეს. ბრაზისგან დაღლილი მოხუცის სხეული დანგრეულ სათბურში ნამსხვრევებს შორის დავდე. ბებერი თვალებიდან დამჭკნარ სახეზე ცრემლი მომდიოდა და ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რომ მე დავაგვიანე, სიკვდილი. მე მიყვარს დრო და დროში სიბერე, სადაც დასრულდა დღევანდელობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.