შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გინახავთ მწერალი რომელიც წვიმიან ამინდში ზის და ფაფას ჭაამს?


27-04-2021, 08:19
ნანახია 820

გინახავთ მწერალი,რომელიც წვიმიან ამინდში აივანზე ზის და შვრიის ფაფას ჭამს? როგორ უყურებს გარემოს და რას ხედავს იგი. გემრიელად შეექცევა ბევრისთვის უგემურ ფაფას და ფიქრობს.
-არა, ფაფას იმიტომ კიარ ჭამს, რომ ტიპიური ღარიბი მწერალია და არ შეუძლია ჭამოს ხორცი ან ხილი. მას უბრალოდ დიდი ხანია არ უჭამია ფაფა და ახლა გემრიელად შეექცევა მას. უყურებს მის აივანთან ახლოს მყოფი ლამპიონის შუქის ფონზე, მიწისკენ მიმავალი წვიმის წვეთების და ცხოვრების უბრალოებით ტკბება.
რაშია აქ მისთვის უბრალოება და ბრალიაობა? მას შეუძლია დაინახოს ღამე წვიმის წვეთები, ლამპიონის შუქზე. მოსწონს, როცა ამ ელექტრო ციცინათელას გვერდით წვიმა უქრის და მის შუქზე წვიმის წვეთები დაბლა, გიჟებივით მიექანებიან. თითქოს ხე უნდა მორწყან ან ყვავილიო. ასფალტზე სკდებიან. უყურებს მწერალი ჰორიზონტს და შეთხელებული მოძრაობა და ქუჩაში უხალხობა სიამოვნებს. ათასში ერთი ველოსიპედისტი ქოლგით, რომ ჩამოირბენს ფიქრობს თუ როგორ გრძნობს თავს იგი?
უაზრო ცხოვრებას და რუტინას მიეკუთვნება მისი ხორციელი ადგილსამყოფელი თორეეე... ტვინი, გული და სული გაფანტულია წვიმიან ამინდში და ხან გუბეებში დარბიან და ხანაც წვიმის წვეთებს პირს უშვერენ. მარტო ყოფნის და რუტინის გამო იძულებულია ეძებოს სილამაზე, ბუნებაში არსებულ ბუნებრივ, თუ არაბუნებრივ რამეებში, ან ორივეში ერთად. როგორც ახლა, წვიმა და ლამპიონი. მასაც უნდა ამ წვიმაში გარეთ იაროს, მაგრამ მარტოა. არავინ ყავს ვინც წვიმაში ღიმილით გაყვება და არა წუწუნით. ვინც დასველებას კი არა მის გულში, თუ სხეულში ანთებული ცეცხლის წვიმის წვეთებით განელებას შეეცდება.
-რა ქნას მწერალმა?
ასე მოუწია ცხოვრებამ. იდეალს ყოველთვის ჰყავს ქურდები, ქურდებს ცხოვრება უკვეთავს მოპარვას და ხელოვნების მუზა რჩება გაქურდული და წაბილწული. გინახავთ მწერალი, რომელიც წვიმიან ამინდში აივანზე იჯდა და ფაფას ჭამდა? მე კი.



№1  offline წევრი ელეო ნორა

დამაფიქრებელი ჩანახატია. აი ისეთი, გულს რომ ჩასწვდება და სულს აგიფორიაქებს. ალბათ, დამწყები ხარ... წარმატებები მწერლობის ფართო ასპარეზზე. ცოტ-ცოტა გრამატიკული შეცდომები კი იყო, მაგრამ არც ისეთი, რომ გამოსწორებადი არ იყოს. კიდევ და კიდევ წარმატებები. ????????????
--------------------
მშვილდოსანი

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

პატარა გრამატიკული შეცდომები და წერის კარგი პოტენციალი. სხვა ნამუშევრებსაც სიამოვნებით გავეცნობოდი.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


მაქსიმალურად ვცდილობ შეცდომების გამოსწორებას და რჩევების გათვალისწინებას. მადლობა დიდი. პ.ს მე უბრალოდ წერა მიყვარს და მეტი არაფერი. არც დამწყები ვარ და არც სტაჟიანი მწერალი.

 


№4  offline წევრი Life is beautiful

"იდეალს ყოველთვის ჰყავს ქურდები, ქურდებს ცხოვრება უკვეთავს მოპარვას და ხელოვნების მუზა რჩება გაქურდული და წაბილწული."
მართალია იდეალურს ყოველთვის ყავს ქურდი. უბრალოდ მე იდეალურობის არ მჯერა. მაგრამ განსხვავებულისკენ და კარგისკენ თვალი ყოველთვის გაურბის ადამიანს და ზოგჯერ ისე იპარავს ვერც კი აცნობიერებს. ამიტომ უნდა იყო ის ვინც ხარ. თუნდაც აუტანელი, უბრალო რამისგამო არ უნდა შეიცვალო და მნიშვნელოვანის გამო შეიცვალო. რადგან თუ შენგან შეცვლას მოითხოვენ პიროვნებას დაკარგავ, უნდა შეცვალო შეხედულება და არა პიროვნება.
მემგონი გადავუხვიე აზრს. მაგრამ ამის თქმა მეაუცილებლა. ♥️

 


Life is beautiful
"იდეალს ყოველთვის ჰყავს ქურდები, ქურდებს ცხოვრება უკვეთავს მოპარვას და ხელოვნების მუზა რჩება გაქურდული და წაბილწული."
მართალია იდეალურს ყოველთვის ყავს ქურდი. უბრალოდ მე იდეალურობის არ მჯერა. მაგრამ განსხვავებულისკენ და კარგისკენ თვალი ყოველთვის გაურბის ადამიანს და ზოგჯერ ისე იპარავს ვერც კი აცნობიერებს. ამიტომ უნდა იყო ის ვინც ხარ. თუნდაც აუტანელი, უბრალო რამისგამო არ უნდა შეიცვალო და მნიშვნელოვანის გამო შეიცვალო. რადგან თუ შენგან შეცვლას მოითხოვენ პიროვნებას დაკარგავ, უნდა შეცვალო შეხედულება და არა პიროვნება.
მემგონი გადავუხვიე აზრს. მაგრამ ამის თქმა მეაუცილებლა. ♥️

იდეალი და კარგი განსხვავდება. თემიდან ასე თუ ისე გადაუხვიე, მაგრამ ეგ შენი აზრია და შენი შეხედულება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent