შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონტრასტული სამყარო

6-05-2021, 19:31
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 075

ჩემი თანაკლასელები რომ მეცადინეობდნენ, მე მამაჩემის დადგმულ კონცერტს ვუყურებდი.
-წარსული? ჩამეკითხა ჩემ წინ მჯდომი
-უფრო შავ-თეთრი ფერადი ფრაგმენტებით.
-ცუდად გახსოვს? აქეთ-იქით ირწეოდა, როგორც ძველი აკვანი.
-არ მახსოვს. მხრები ავიჩეჩე.
-დედა?
-ყოველთვის ჭაღარა.
-როგორ არ იღებებოდა?
-როგორ არა, მაგრამ დარდებს ვერ ღებავდა.
-რომელს?
-ყველას. მხრები ავიჩეჩე. რანაირი კიხთხვა იყო.
-მამა?
-სულ მთვრალი.
-როგორ სულ?-ხომ ვთქვი, მაღიზიანებდა.
-არა ჩემს ცნობიერში დარჩა სულ მთვრალი.
-ცუდი იყო?
-მთვრალი კი ფხიზელი ოქრო.
-რა გენატრება?
-დედას შემწვარი კარტოფილი, ტყემალში.
-გინდა? აი იქ მაქვს.
-დედას შემწვარითქო, ისე მეც ვიცი.
-რა გიყვარს?
-ღამე თვალებგახელილი ძილი.
-როგორ? გაეცინა.- რა უადგილო იყო ეს სიცილი.
-მძინავს, მაგრამ თვალებს ვერ ვხუჭავ.
-რატომ?
-დარდები მაქვს მძიმე, სულზე მაწვება და ვერ ვიძინებ.
-ბედი?-რა შაბლონური იყო.
-თითქმის არ მაქვს.
-თითქმის რატომ?
-იმიტომ რომ რაღაცების მჯერა.
-რის?-როგორი ანცი მზერა ჰქონდა.
-სინათლის.
-სად?
-სიბნელეში.
-გარეთ მზეა.
-ჩემ გარშემო არა.
-ნაღვლიანი ხართ.
-უფრო უბედური.
-რას უჩივით? გონება გაქვთ და განათლებაც.
-ბავშვობა არ მქონდა.
-განა ბავშვი არ იყავით?
-ვიყავი, დიდის ტანჯვით და საფიქრალით.
-ახლა?
-ახლა ვაბარებ.
-რას?
-გამოცდებს.
-სად გინდათ?
-სადაც ჩემი ადგილია.
-აქ?
-თუ აქ არის მაშინ აქ. ეგ იმან იცის. თითი ცისკენ გავიშვირე და წითელთმიანის გაოცებულ სახეზე ღიმილი გამეთამაშა.
-როგორ გჯერათ?
-მე? ყველაზე მეტად.
-რატომ?
-როდესაც დანებებას გადავწყვეტ, როდესაც ვიტყვი, რომ დასრულდა მაშინ მესმის ზარების ხმა.
-მერე?
-ამაზე დიდი სასწაული რაღა გინდა?
-ვერაფერი გაგიგეთ.
-უნდა გამოსცადო.
-რა?
-ეს ყველაფერი. მხრები ავიჩეჩე.
-როგორ თქვენ მწყევლით?
-არა. უნდა გამოსცადო, როგორია, როდესაც შენი მეგობრები მეცადინეობენ და შენ მამაშენის მთვრალ სახეს უყურებ.
-ყველა სვამს.
-მასსავით ნაგავი არავინ ხდება.
-გიყვართ?
-ძალიან, მაგრამ ეს სიყვარული ქრება სასმელის დანახვისთანავე.
-გძულთ?
-სასმელი კი.
-მამა?
-ხომ გითხარი მიყვარსთქო.- ამოვიოხრე.
-ვერაფერი გავიგე.-ფეხზე წამოდგა.
-ხომ გითხარით, უნდა გამოსცადოთ.
-რა? დამიბღვირა.
-სიბნელე, გადაშლილი წიგნი და მთვრალი, ალკოდამოკიდებული მამა.
-კოშმარია!
-ნამდვილად! მხრები ავიჩეჩე და პროსპექტს ჩავუყევი.
მოთამაშე ბავშვებს გავხედე, ლაღებს, ფერადებს, უზრუნველებს... როგორ უცბად ამჩნევ ადამინი იმას, რაც არასოდეს გქონია.
სიმწრის ცრემლი გადმომვარდა, რაღაც მეტკინა შიგნით... სადღაც შორს მხიარული სიცილი გაისმა. კონტრასტულია სამყარო...
----
2021წ. 6მაისი.
გილოცავთ გიორგობას!

№1 სტუმარი Ana-maria

სევდიანი პატარა ისტორია. კარგი იყო მომეწონა.

№2  offline წევრი Life is beautiful

გულში ჩამწვდომი. მტკივნეული.
როგორ მესმოდა თითოეული სიტყვა.. როგორი გულიდან ამოსული და განსათავისუფლებელი იყო.
ყველფერი გავიაზრე და ბოლოს ცრემლიც ერთად მოგვადგა..
გიყვარდეს თან გძულდეს. საშინელებაა მაგრამ ერთად არსებობა რომ შეუძლია ეგაა საოცრება და მედლის ორი მხარე..
იცი? როცა ვგრძნობ რომ რაღაც მაკლია და სასოწარკვეთილად ვგრძნობ თავს ვამბობ რომ ის დავაფასო რაც მაქვს.. ის ბედნიერება შევიგრძნო რაც მაქვს და არ დავკარგო. ზოგს ხომ ისიც არ აქვს რაც მე. ზოგი იმასაც ნატრობს რაც მე არაფრად მიმაჩნია..
ეს ჩემი მამოძრავებელი ძალაა.. ♥️

შესანიშნავი იყო.. და უდიდესი ნაწილი ხელშესახებად მტკივნეული♥️

ადრე გითხარი იფრინეთქო.. ეს შენი ფრენა იყო. იმედი გამიმართლე. და ეს სიწრფელის დამსახურებაა. ის არ წერო რასაც მოითხოვენ და უფრო წაკითხვადია, არა! ის წერე რაც შენია. ♥️
და მაშინ ყველა დაინახავს შენს სიმართლეს ყოველ სიტყვაში.. ♥️

№3  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful

მადლობა. ❤️ ახლა ვხვდები, რომ ყველაზე ნამდვილი ის ნაწერია, რომელსაც სასოწარკვეთილი, გულჯავრიანი ვწერ. მიხარია მთელი გულით ეს შეფასება. იქნებ კიდევ ვიფრინო... ❤️

Ana-maria
სევდიანი პატარა ისტორია. კარგი იყო მომეწონა.

მადლობა❤️

№4  offline წევრი ნენეე

როგორი ხელშესახები იყო ყველა ემოცია, რომლებიც გადმოანთხიე. შვება იგრძენი, იმედია. არ ვიცი ეს შენი რეალობა არის თუ არა, მაგრამ სამწუარო და ფაქიზია.
მიყვარხარ. ❤️
--------------------
ნენე გასვიანი

№5  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
როგორი ხელშესახები იყო ყველა ემოცია, რომლებიც გადმოანთხიე. შვება იგრძენი, იმედია. არ ვიცი ეს შენი რეალობა არის თუ არა, მაგრამ სამწუარო და ფაქიზია.
მიყვარხარ. ❤️

მეც მიყვარხარ ენნე❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent