ძილბურანში მყოფი არსება
წვიმა ირგვლივ ყველასა და ყველაფერს ასველებს, მეორე მხრივ კი აფხიზლებს როგორც ძილბურანში გახვეულ ბუნებას,ისევე გაზარმაცებულ ადამიანს რომელიც დეპრესიაშია ჩავარდნილი.არ სურს გამოფხიზლება ვერა და ვერაფერი აძლევს სიცოცოცხლის ხალისს.ამ დროს კი ზეცა რთავს განგაშის ზარს,ცა იღრუბლება მკვდრისებრი ფერი ედება,ბუნებაც განიცდის ეს შფოთვა სახეზეც დასტყობია.ვერც გაუღიმია და ვეღარც უტირია ,გულში მომავლის დიადი შიში აქვს ამას კი შფოთვით გამოხატავს.სურვილი აქვს ხმა აიმაღლოს, ჩვენც გაგვაფრთხილოს მაგრამ არა შეუძლია რა...თითქოს რაღაც აკავებს,ცდილობს წინ ნაბიჯის გადადგმას მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს ისევ უკან იხევს რაღაც ბოჭავს,უკან ხევს და არ აძლევს საშუალებას მომავლისკენ სიარულისას.სულში ატეხილ ბობოქარ ქარიშხალს აწმყოში უნდა ჩარჩენა, ერთიდა იმავე დღის, საათის,წუთის,წამის გავლა.ფიქრი მხოლოდ დღევანდელ დღეზე, დილის გათენებასა და დაღამებაზე. არავითარი მეორე დღე,მომავალი კვირა,თვე,წელი.მხოლოდ ერთი დღე,იმავე ქმედებებითა და ადამიანებით. სულში მცხოვრებ ერთ დროს მშვიდ,დამჯერ,სამაგალითო,სწორად მოაზროვნე ახალგაზრდა ქერა თმიან ქარიშხალს გონებრივად დაბლოკილი აქვს მომავალი.ჩაკეტა თავისი გონება და მეორე მე-ს არ აძლევს ბედნიერების უფლებას.ზოგჯერ რა მკაცრნი ვართ,როგორი პრინციპულნი და ამავე ხასიათის გამო როგორ ხისტად ვუდგებით საკუთარ თავს.ზედმეტად მკაცრადაც კი, სწორი მოპყრობა არ ვიცით და როგორ ვზარალდებით...იმდენად არასწორნი ვართ, განა მარტო სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას? არა,საკუთარ თავებთან ვართ ასეთები...არადა ხშირ შემთხვევაში უკეთესს ვიმსახურებთ ჩვენ, კი ზოგჯერ ისე ვიქცევით თითქოს არც კი გვეკუთვნოდეს ან არაფრის ღირსნი ვიყოთ... რამხელა დანაშაულია როცა საკუთარ თავს ასე ექცევი,ეს ერათგვარი ტანჯვა-წამებაა ერთი რამ გინდა და მეორეს აკეთებ. ესეც ხომ პრინციპის საკითხია ან კიდევ გამჯდარი გვაქვს იმდენად ხასიათში და ჩვევაში გადასული გვინდა არ გვინდა ვტანჯავთ შინაგან მე-ს.დროა ვისწავლოთ საკუთარი თავი,მივცეთ მეტი თავისუფლება, ჯერ საკუთარ თავს ვცეთ პატივი და მერმე სხვა დანარჩენებს. წვიმს...საოცრად წვიმს...სწრაფმავალი, ცივი და მსხვილი წვეთები ციდან ასფალტისკენ, ასფალტიდან მიწისკენ მიიმალებიან...მიწა სველდება,ცას უერთდება და ერთად იწყებენ ტირილს...მზე ნეტარებაშია,არ ჩქარობს გამოსვლას ფიქრობს ჯერ ჩემი დრო არაა,კარგა ხანს იტირე ადამიანო მერმე მე გამოვალ და დაგამშვიდებ,სითბოს გაჩუქებ მაშინ როცა დრო იქნება.იქამდე უნდა დასველდე, დალორთხდე რომ იგრძნო სიცივე და ტანში გაგცრას,რომ გამოცოცხლდე და თვალი ძველებურად გაახილო... წვიმს...ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის შემდეგ კი ნელ-ნელა მზე იწყებს გამონათებას,ცისარტყელას შვიდივე ფერი ნაზი მოძრაობით ცის კიდეზე გადაიშლება,ღრუბელს სიცოცხლის ფერი უბრუნდება და სიცოცხლე შინ ბრუნდება.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.