ვინ თქვა
ვინ თქვა, რომ ქარი სისულელეა და წვიმა მხოლოდ ქოლგებს ასველებს... ირგვლივ მზე არის თუ სიბნელეა, თავისი გზა აქვთ არსადწამსვლელებს, თავისი დღე აქვთ თოვლის ფანტელებს და უცნაური ხიბლი იმედებს... მზე ღრუბლის ფენებს გააცამტვერებს და საიდუმლოს ჩვენთვის იმეტებს... ნეტა შინაარსს ჩვენში ვინ ეძებს? ნეტა ცხოვრებას ჩვენსას ვინ აღწერს? ადამიანს რომ რწმენა მიეცეს, ყველა ოცნებას ალბათ მიაღწევს... ვინ თქვა, რომ ქარი გზას არ ასველებს, ვინ თქვა, რომ წვიმა ცრემლს არ ამშრალებს- თავისი გზა აქვთ არსადწამსვლელებს, მე კი ამ დიდი გზიდან წამშალეს, ფიქრით ამშალეს, ტყვია მომადეს... გადაგვიარეს და დაგვასვენეს... მიწა ამოყრის კვლავ არომატებს და წვიმა ციდან კვლავ დაგვასველებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.