დედა
ძლიერი წვიმის ხმამ გამომაღვიძა და კუთხეში მდგარ სიკვდილს თვალი თვალში გავუყარე. -მოხვედი?-ვითომდა ამოვილაპარაკე და საბნის კიდე გავასწორე, რომ არ შემომძვრალიყო ჩემთან, გასათბობად. -მომენატრე.-ცბიერი ღიმილი ამატარა და ჩემს თვალებში ჩაიკარგა. -მაშინ გენატრები, როდესაც მე აღარ მჭირდები.-მხრები ავიჩეჩე და მაქსიმალურად დავმალე ჩემი შიში, რომელიც გულს მიჩერებდა. -გუშინ მეძახდი.-გაკვირვებით შემომხედა და კუთხიდან ორი ნაბიჯი გადმოდგა. ღმერთო, ეს იყო ყველაზე მახინჯი რამ ამ ქვეყანაზე. -მიხარია, რომ არ მოხვედი.-გავიღიმე. მართლა მიხაროდა. -აბა როგორ? ის ქალი გეხვეოდა. -რამდენჯერ გითხარი ის ქალი დედაჩემია.-ხმას ავუწიე და მის გაბრაზებულ სახეზე დავიძაბე. არ უყვარდა, როდესაც დედას ვახსენებდი. -დედაშენი... დედაშენი... ყველგან ეგაა. მაშინაც იყო საავადმყოფოში, რომ იწექი.-ბრაზი შუბლზე ძარღვებად დასდიოდა. -სულ არის.-დავეთანხმე და პირველად გულწრფელად გავუღიმე. -არ მომწონს.-ზიზღი გადმოანთხია და მომწამლა. -შეგიძლია გაეთრიო. -ხელით კარისკენ ვანიშნე და ცხვირი საბანში ჩავყავი. ხანდახან იციდა ცხვირზე ხელის მოჭერა და მეც ნათლად განვიცდიდი სიკვდილს. -ასე რომ მელაპრაკები მინდა, მოგკლა.-ჩემკენ წამოვიდა და თვალებში ცეცხლი აუგიზგიზდა. შემეშინდა. უმწეობამ ყელში მომიჭირა მარწუხები. -ნუ მოდიხარ ახლოს... -შენი დროა. ვფიქრობ აქ არაფერსი გესაქმება. -ნუ მოდიხარ! მთელი ხმით ამოვიღრიალე, მაგრამ ჯიუტად მოიწევდა ჩემკენ. სამი... ორი...ერთი... თითქმის შემეხო კარი რომ გაიღო და ჭაღარა თმით და სითბოს სურნელით დედა შემონარნარდა. ხელში თბილი ხაჭაპურები ეჭირა. -მოვედი დედი... გამიღიმა დანაოჭებული სახით. -ისევ მოვიდა.-კბილები გააკაწკაწა და უკან მოუხედავად გაიპარა. მაშინ მივხვდი. სიკვდილს დედაჩემის ეშინოდა. ვერცერთხელ გამოსტაცა ჩემი თავი ხელიდან... გამეღიმა... დედას მოვეხვიე და მივხვდი, დედა-შვილობას სიკვდილი ვერასდროს მოერევა... --- 12მაისი. გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. გფარავდეთ მუდამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.