შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი' ფერია


12-05-2021, 22:48
ავტორი dikunia
ნანახია 799

,,იმედისაგან და ოცნებისაგან გაძარცული დღეები მიეწყო ერთმანეთს... მინდა მოგწერო, თუმცა ვერ გწერ. არ ვიცი რა დარჩა სათქმელი ჩვენს შორის. თითები მეწვის ისე მინდა უბრალოდ მოგწერო, რომ რაც შენ წახვედი ყოველი დღე იქცა ერთ' ფერად...
უცნაურია, ხანდახან სრულიად უცხოსთან უფრო მეტი გაქვს ადამიანს სათქმელი თურმე, ვიდრე კარგად ნაცნობთან და ოდესღაც ასე ახლობელთან...
ადრე ათას სისულელეზე შემეძლო დაუსრულებლად მესაუბრა შენთან... უაზრო კითხვებს არ უჩანდა ბოლო და მაინც ვერ ამოვხსენით რატომ ყვითლდებოდნენ ფოთლები მხოლოდ შემოდგომობით? ან რატომ დნებოდნენ ფიფქები ხელისგულებზე?
ადრე ყველაფერი სხვა იყო...
ადრე სამყაროს სხვანაირად უცემდა გული...
ადრე მზეც უფრო კაშკაშა იყო...
ხო, ადრე შენ და მე კი არა, ჩვენ ვიყავით...
მერე ყველაფრი აირია...
მერე ერთმანეთის სიყვარული ვეღარ ვზიდეთ...
მერე ვეღარ გავუძელით და შენ წახვედი...
განშორებამ კი იმხელა უფსკრული გააჩინა ჩვენს შორის ნებისმიერი უცხო გამვლელისადმი რომ ვერ ვგრძნობ... თითქოს ყველაზე უცხო გახდი ჩემთვის. არ მინდა თავის მოტყუება. ამიტომაც აღარ ვცდილობ მოგწერო...
მხოლოდ ჩემთვის ვწერ და ვშლი დაუსრულებლად...
ვწერ და ვშლი მერამდენედ სტრიქონს...
აღარაფერია მოსაყოლი ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც შენ წახვედი... უბრალოდ იმედისაგან და ოცნებისაგან გაძარცული დღეები მიეწყო ერთმანეთს...
ერთი' ფერია ეს სამყარო ჩემო ძვირფასო, ერთი' ფერია..."



№1 სტუმარი Ana-maria

სევდიანი პატარა ჩანახატია. დაე,ყოფილიყოს შემდეგი ჩანახატი მრავალ'ფერზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent