მეგობარი-ნინა
მოკლე თმები ჰქონდა, სათვალეს ატარებდა. კეთილი ღიმილი ჰქონდა, საერთოდ მე თუ მკითხავთ, ვისაც კეთილი ღიმილი აქვს, იმას გულიც ეგეთი აქვს... ნუ მე ასე მჯერ(ოდ)ა???????? ამბობდა საუკუნის მეგობრობა ვიციო, ამაშიც ვთანხმდებოდით-უპირობოდ, ალბათ, ამიტომაც არის სიზმრებში ისევ ისეთი ღიმილით მოდის და ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ გაუთავებლად... დღემდე თუ რამე სიახლე მოხდება ჩემს თავს, გონებაში ვუყვები და წარმოვიდგენ, რას მეტყოდა მაშინდელი მეგობარი.... ხოო, მაშინდელი... აბა, ახლა რომ მყოლოდა აქ დავწერდი?! არ ვიცი ბზარი სად გაჩნდა, რატომ გაჩნდა და ვინ გააჩინა, თუმცა საუკუნო სიყვარული, საუკუნო დაშლად გადაიქცა. ღმერთია მოწმე, სინანული დანაშაულის გამო არ მეუფლება, უბრალოდ დანაკლისია ჩემთვის ადამინი, თუ კი ერთხელ გულის ნაწილში ჩავუშვი.. და შემდეგ წავიდა. იმედია კარგად არის ჩემი “საუკუნო” მეგობარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.