შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პუტკუნას დღიურები


21-05-2021, 10:55
ავტორი toroo
ნანახია 1 057

21-ე საუკუნეო, შენი თავი შეიყვარეო...ისაო...ესაო...სარკის ნუ გეშინიაო
და თქვენ ყოფილხართ პუტკუნა?
-აი ისეთი მსუქანსაც, რომ დაგიძახებს ზოგიერთი და გაივლის თითქოს ისარი არ ჩაგარჭო ღრმად გულში
-ან ისეთი ძვალმსხვილს, რომ დაგიძახებს და ბედნიერია არ გაწყენინა, მაგრამ საერთოდ რატომ თქვა?
ბიძაჩემი მახსენდება ამ დროს ყოველთვის, უზრდელი იყო...იყო რა არის...დღემდე
-რამხელა ხარ სალომე, დედაშენი ამ ასაკშია და შენზე ლამაზია, ან რამხელა თავი გაქვს-თქვა დაღრეჯილმა და სიგარეტს სული ამოაცალა, ალბათ დაიძინა სახლში მისულმა და იფიქრა ეს რა კარგი დღე იყო რა კარგად ჩავისხი 2 ლიტრი ღვინო და თან სულ უფასოდ ვარიგე ჩემი სიმართლეებიო.
მე კი სახლში წავედი და ბალიშს ვეჩხუბე, ხან რომელი მხარე ვურტყი სახის, ხან რომელი... იოგებს სულ ურო ვუბათქუნე, ნერვი გავიწვრილე და ცრემლები გამოვლიე, მწარედ ხვდებოდა გულს ყოველი ჩემი ამოსუნთქვა, ასე არ შეიძლებოდა, მაგრამ მოხდა და ახლა არ ვიცოდი როგორი უნდა ვყოფილიყავი, ბავშვობა დასრულდა... აბა ბავშვობაში ხო რაც უფრო მეტ ულუფას "გადაიტყამ" მით უფრო მაგარი ხარ, ახლა პირიქით, სიწვრილეს და სინაზეს მოითხოვენ მთელი მსოფლიოს ჟურნალებიდან მომზირალი ნაომი ქემბელები და კლაუდია შიფერები...
საითაც არ გადავტრიალდი ტკივილმა არ გაიარა, ნეტავ ყოვველი საღამო რომ ასე ვიყო დავიკლებდი ცოტას მაინც?-ალბათ კი...
საპირისპირო სქესს რომ არ მოსწონხარ და ათასს მიზეზს იგონებ ამის გამო, თურმე, ეს ყოფილა... არ ხარ მიმზიდველი...აბა 100კილოიანი ვის რაში უნდიხარ? შენი მეგობრები ხო ყველას მოსწონს, შენ კიდევ კლასის "გრუშა"ხარ, ყველა "გიბაგუნებს" ოღონდ სიყვარულით, ან ასე გეგონა...
ხვალიდან ვარჯიშს იწყებ-და ფული მერე?- ყველაზე იაფიან დარბაზში შედი...-ხო შევალ და ყველას ვანახებ, ამ ქონის ბრონს მოვიშორებ და ჩემი რეალური სილამაზე გამოანათებს...
1 კვირა გავიდა და კი არ დაიკელი, პირიქით მოიმატე...
იმიტომ მოიმატე, რომ ღამე ისევ მაცივრის დაუპატიჟებელი სტუმარი ხარ...კარგი რა...
მერე ისევ ტირი, თავს იტანჯავ... მოდი გეყოს...
ზღვაზე მიდიან შენი მეგობრები და წაყევი, შეკვეთილია, ბევრი ხალხი არ მოძრაობს და არ დაკომპლექსდები, ბიჭები არ არიან...
საათობრივი სასტუმროს კვება კარგი იდეა ყოფილა, მთელი 5 კილოგრამი დაიკელი, რა მაგარია, აი ცხიმების მიღმა შენი რეალური სახე იკვეთება, ყოჩაღი ხარ...
დაიწყო ახალი სასწავლო წელი და შენ ყველა გააოცე, ლამაზი ფეხები გაქვს, ქერა თმები და რუჯი, უკვე ბიჭები გიყურებენ და გამჩნევენ, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ხარ, რით?
-კიდევ უნდა დავიკლო ეს დამპალი კილოგრამები...


1 წელი გავიდა და უკვე მაშინებ, ძვლები გიჩანს...
-დღეს 700 კალორია მივიღე, ხვალ 500 მივიღებ რომ დავაბალანსო...
ისევ გული წაგივიდა, მერამდენედ, აგერ თმებიც გცვივა, უკვე ლამაზი ხარ და ცდილობ ისევ მახინჯი გახდე???
-არა, არა სარკეში ვერ მხედავ? რანაირი ვარ, კიდევ მჭრიდება, სულ ცოტაც...
-როგორც გინდა, ქალი გამხდარი უნდა იყოს გეთანხმები!

სამსახური დაიწყე და მოუმატე ჭამას ისევ იმატებ ვერ ხედავ?
-ხო ვიცი... ვიცი... აი დღეს არაფერი მიჭამია უკვე 7 საათია
-კარგი, ისევ უნდა დაიკლო...

სასწრაფო გამოიძახეს, ბულემია დაგიდგინეს, გულს რატომ ირევდი ძალით? რამდენი დაავადება აიკიდე
-შენ არ მეუბნებოდი უნდა დაიკლოო? ვერ ვგრძნობ დანაყრებას...
-არ ვიცი რა მოგიხერხო, შენით დაალაგე...


ახლა კარგად ხარ იცი, მაგრამ ცოტა კიდევ უნდა დაიკლო, რამდენი გადაგიტანია, ღამეების თენებები, ტირილები, არეული ურთიერთობები, მაგრამ აი ცოტაც დაიკელი ახლა და მორჩა მერე ყველაფერი კარგად იქნება
-უბრალოდ მოკეტე!!!მოკეტე!!! შენ არ იცი მე რა გამოვიარე, როდესაც ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე მაშინ ამოვისუნთქე, მეყო კვებაზე ამდენი ფიქრი, ცხოვრების დროს ვკარგავ, ვერაფერს ვერ ვგრძნობ...
ზღვაზე რომ მივდივარ განა იმას ვფიქრობ, დავტკბე იქაურობით და სიამოვნება მივიღო, არამედ იმას სადმე ცელულიტი ხო არ მაქვს, ხო არ მიჩანს? დ ა ვ ი ღ ა ლ ე!!!
მთაში არ მივდივარ, რომ ბევრი ტანსაცმლით მსუქანი არ გამოვჩნდე...
ზაფხულის მეშინია, რესტორნებში ვერ დავდივარ, ვერ ვერთობი....
არ მინდა!! აღარ მინდა!!! დამღალე, წადი გთხოვ, მე მიყვარს ჩემი თავი... ჩვენ დავბალანსდებით...



№1 სტუმარი Ana-maria

ვფიქრობ ეს ჩანახატი ჩემზეა და ჩემს სიფუნფულეზე. მართლაც, რომ საჭირო არაა თავი იტანჯო,უბრალოდ საჭიროა ზომიერება. ძალიანკარგად გადმოეცით პუტკუნების ემოციები ამ პატარა ჩანახატში.ძალიან მომეწონა

 


№2  offline მოდერი guroo

დაბალასდებით, ჰო.
მერე იქნებ ბიძასაც შემოელიოს "სიმართლეები".

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ზუსტია... როგორ მჭირდებოდა ახლა.
ამ ტექსტის გაზიარება მინდა მეგობრისთვის ის ამ საკითხში თვითმკვლელია.. იქნებ ეშველოს რამე..
მე ვერ ვიპოვე და არის შესაძლებლობა ტომ გავაზიარო?

 


№4  offline წევრი toroo

Ana-maria
ვფიქრობ ეს ჩანახატი ჩემზეა და ჩემს სიფუნფულეზე. მართლაც, რომ საჭირო არაა თავი იტანჯო,უბრალოდ საჭიროა ზომიერება. ძალიანკარგად გადმოეცით პუტკუნების ემოციები ამ პატარა ჩანახატში.ძალიან მომეწონა


მადლობა ❤️

Life is beautiful
ზუსტია... როგორ მჭირდებოდა ახლა.
ამ ტექსტის გაზიარება მინდა მეგობრისთვის ის ამ საკითხში თვითმკვლელია.. იქნებ ეშველოს რამე..
მე ვერ ვიპოვე და არის შესაძლებლობა ტომ გავაზიარო?



არ ვიცი ააყვარელო როგორ ხდება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent