შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება ღრმა ძილის წინ


29-05-2021, 15:53
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 166

წელს სულ სხვა გაზაფხულია,ბუნებრივი ფერებით სავსე,სიცოცხლითა და სულიერებით აყვავებული.თითქოს მიძინებულმა ბუნებამ იფხიზლა, თვალები გაახილა და დადგა ჟამი მარადიული აყვავებისა.აქამდის განიცდიდა,ღრმა მწუხარებაში ატარებდა დღეებს. შორიახლოს ნისლებში მომობნეული მგლოვიარე, შავებში შემოსილი, ძლიერი ქალის სილუეტს ტოვებდა.წამით არსებული და წამით არ არსებული გამჭირვალე ფერის სილუეტი დაიარებოდა
მთა–ბარსა შინა. შეუმჩნევადი გახდა, იდუმალებით მოცული მას შემდეგ რაც შავი ტანისამოსი მოირგო წვრილ ტანზედ.სანამ ფერადი ქსოვილს ატარებდა,იქამდე გარშემომყოფების იმედის სხივი იყო. ერთი რამ კარგად იცოდნენ, გასაჭირი კარზე თუ ეახლებოდათ გასაქცევიც ჰქონდათ, დამხმარე ხელი მათ გვერდში იდგა და მუდამ ზურგს უმაგრებდა.დადგა ჟამი,როცა ქალის ცხოვრებაში აუტანელი ქარიშხალი ამოვარდა, კარზე კი გასაჭირის ზვავი ჩამოწვა...მას არ ჰყავდა არავინ მშველელი, გვერდში მდგომი და ძლიერი ზურგი საკუთარი თავის გარდა.არ შეეძლო ზვავს გადარჩენოდა, მისგან თავი დაეღწია, გაქცეულიყო მათთან ვისაც არაერთხელ დაეხმარა...თავისი სურვილით არ ჩაჭიდეს ხელი, იფიქრა მან
• რაც არის, არის და მე,მივალ მათთან ასე მაინც ხომ დამეხმარებიან და კარს უკან არ დამტოვებენ...•

და ვინ შეიცოდა მარტოდ დარჩენილი, სევდაში ჩავარდნილი, განსაცდელში მყოფი ქალი? კარიც კი არ გაუღეს, ნამეტან ტკივილს მოგვიტან, შარში გაგხვევ და წადი შენ გზას გაუდექიო. ასეთი პასუხი მიიღო არაერთისგან მათ შორის იმათგან ვინც, მთელი გულით უყვარდა,ენდობოდა.მიხვდა, გვიან მიხვდა იმას, რომ არც ერთი იყო ნამდვილი, კეთილი გულისანი.ყველა თავის თავზე ფიქრობდა...მაგრამ ის სულ სხვა იყო...ყველაფრის და მიუხედავად ჯერ სხვებს აყენებდა წინ და მერმე საკუთარ თავს.ქალისთვის შეუსაბამო სახელი ერქვა-ბუნება.რომელიც არაერთი დაცემის შემდეგ წამომდგარა და გზა გაუგრძელებია...არაერთხელ ამწვანებულა და აყვავებულა, არაერთხელ შეუწყვიტამს სუნთქვა და ისევ გაუგრძელებია, გასჩერებია გული და ისევე ამუშავებია.არაერთხელ გააცამტვერეს,ძალად დააჭკნეს და ააოხრეს...მის მოსპობას ცდილობდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაგრამ არა გამოსდიოდათ რა,რადგან მას ზეციური ძალები გააჩნდა რაც ეშმაკს არა ჰქონდა.არავინ იცოდა ამ ძალებს საიდან ან როგორ იკრებდა.ვიღაც, მიწაზე წაქცეულს დაინახავდა სისხლი,რომ სდიოდა ვიღაც კი სადღაც წუთების შემდეგ ფეხზე წამომდგარს დალანდავდა რომელიც პატარა ბავშვივით ცდილობდა ადგომას...მეორესაც დაუნახავს როგორ სწავლობდა სიარულს, ვიღაცასაც დაუნახავს როგორ აღდგა ფერფლიდან.ოთხი მომენტი სულ რაღაც ოცი წუთის მანძილზე.ოთხი ადამიანი, რომელმაც მისი ავი და კარგი წუთები ნახა,ოთხი ეპიზოდი რომელიც მთელს ცხოვრებას აღწერდა.წაიქცევი,დაეცემი და ბოლოს მაინც ადგები,რადგან ტკივილი აუცილებლად დაგაყენებს ფეხზე,არ მოგცემს საშუალებას მიწის სურნელი შეიგრძნო და მასზე იხოხო.სანამ ამას გააკეთებ იქამდე გრძელი ცხოვრების გზა გაქვს გასავლელი,ახლიდან სასწავლი სუნთქვა,სიარული და საუბარი.ახლიდან იბადები,ახალშობილს ემსგავსები რომელიც ცდილობს კავშირი დაამყაროს ამ სამყაროსთან.

წელს სულ სხვანაირი გაზაფხული ვნახე,ყველა განსაცდელი,რომ გადალახა და ერთიანად გაყვავილდა!
მშვენიერი იყო...ხელოვნურს არა ჰგავდა,სუნთქავდა,გული ძგერდა და ცოცხალი იყო...წყალს ითხოვდა,მივეცი კიდეც ნიადაგს დატენიანება სჭირდებოდა რადგან სიცოცხლე გაეგრძელებინა.

ყველაფერი შეიცვალა,ახლა ბუნება საკუთარ თავზეც ფიქრობს და თავისი მშვენიერებით სხვებსაც უხარებს გულს.

ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მის არაამქვეყნიურად წმინდა სურნელს და დახვეწილობას რომელსაც მიწიდან ამომავალი ნათელი წერტილი ჰქვია.

დღეს,მე იმედის სხივი დავინახე მწვანე მდელოებში და მთებში რომელსაც ოდესღაც დაკარგოდა თავისი ფერი, ფართო მინდორზე რომელზეც ოდესღაც აღარ ამოდიოდა მწვანე ბალახები,იქაურობა მხოლოდ ყვითელ, გამხმარ და უხეშ ბალახს დაეფარა...ახლა კი მინდორი ხასხახა მწავნე იყო, წითელი ყაყაჩოები,მოიისფრო,მოგრძო ლავანდები,თეთრი ფორმის, მოყვითალო გულით სავსე გვირილები და სხვადასხვა ფერის,ფორმის,სიგრძისა და სიმაღლის ფერად-ფერადი ყვავილები ამშვენებდნენ გარემოს. ბუნებამ გაიღვიძა,საბოლოოდ გამოიღვიძა ღრმა ძილიდან.



№1 სტუმარი Ana-maria

მომეწონა ეს პატარა ისტორია. სევდიანი იყო, მაგრამ ბოლოს გაზაფხულის ფერებმა იმედის სხივი მეც დამანახა. წარმატებები და ველი ახალს

 


№2  offline წევრი სალისალომე

Ana-maria
მომეწონა ეს პატარა ისტორია. სევდიანი იყო, მაგრამ ბოლოს გაზაფხულის ფერებმა იმედის სხივი მეც დამანახა. წარმატებები და ველი ახალს


დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგეწონათ.❤

 


№3  offline წევრი Lizkaa

ძალიან კარგი ჩანახატი იყო

 


№4  offline წევრი სალისალომე

Lizkaa
ძალიან კარგი ჩანახატი იყო

დიდი მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent