რაში გჭირდები
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები. დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: არაფერია! რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება. შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, მეტყვი, ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: განა ეს მართლა არაფერია?! დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.