ჰიპოგლიკემიის ტოპოკანტუზიქსი
არაბეთიდან მიგი აფრინდა, ანატოლია გადაიარა, ვერავინ ხვდება, ან ვინ რა იცის, რისთვის სად ქმნიან ახალ იარაღს.. ლულებს უწმენდენ ქარხნულ შაშხანებს, ჟამი აქვთ თავის გამოდებისა, და ვინ რა უწყის, ისე ახლოა, დრო ამ სამყაროს ჩამოგდებისა... მკვდარი ქალაქის ყვითელ ქუჩებში, მდუღარე ასფალტს ცრემლი ასკდება, და ვინ რა იცის, რომ ვინც დავკარგე, ტყვიის კოქტეილს ვეღარ ასცდება.. ცლიან დღეები ცეცხლისფერ ზაფხულს, განსრულდა ჟამი აყვავებისა, და ვინ რა იცის რომ შავბნელ წარსულს, ფეხი დაუცდა დახანებისას.... ვზივარ ნაძვების მწვანე კალთაში, ზეცა ცხელია, ცრემლი აღარ ჩანს, რომ იმ მოვერცხლილ ძვირფას კალამში, მტირალ მელნისგან ესღა გადარჩა.. უიარაღო ვებრძვი სიმშვიდეს, ახლა სხვა დროა.. ყველგან იბრძვიან, და იმ ელ ბავშვის სიკვდილზე, თვით გაეროზე მეტი მიგრძვნია... დაეხუჭება მთვარეს თვალები, ამ უშენობას ვეღარ აიტანს, და ვინ რა იცის რომ რაც მთვარემდი აღარ წავსულვართ, წელი გავიდა... მე შევეგუე ბედის რაობას, ან კმაყოფილი რად არ ვიქნები, როცა მანძილი, როგორც მზაობა, გამოითქმება ლიტონ სიტყვებით.. რომ გადაბომბილ ძვალთა ნანგრევში, მოლურჯ მომწვანო ღია თვალებით, იმედგამშრალი მიმზერს პატარა, სანამ ჩაფხუტში დავიმალები... ნახე.. მშვიდობის მტრედი გაფრინდა, და მტერმა ცოცხლად გადაგვიარა, და ვინ რა იცის, გენოციდისთვის, ვინ სად ვის ჩუქნის ახალ იარაღს... ძვირფასო მკითხველო, აღნიშნული სათაური ასახავს იმ ქაოტური სამყაროს ირაციონალურ მოდელს რომელშიც ვიმყოფები. ლექსში გამოყენებული არც ერთი სტროფი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ან დისკრიმინაციულ, ანტიპროპაგანდისტულ განაცხადს, არ გამოხატავს ჩემს პოლიტიკურ მრწამსს და დამოკიდებულებას კონკრეტული მოვლენისადმი. ლექსი სიყვარულზეა და ეძღვნება ყველა დროსა და სივრცეში ჩაკარგულ შეყვარებულ ადამიანს. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.