სანამ შენ გეძინა
ერთხელ, ერთი კაცი, მთებში ჩაკარგულ, გამოქვაბულში მცხოვრებ ბერთან მივიდა და უთხრა: - მე არ მყავს მშობლები, არც ძმა და დაა... დიდად არც მეგობრები მყავს, რადგან მძღოლი ვარ და ვერავისთან ვასწრებ დამეგობრებას. სულ გზაში ვარ. ბავშვობის მეგობრებიც მიმომეფანტნენ და ამიტომ მოვედი შენთან რჩევის საკითხავად. არავინ მყავს ისეთი- დარწმუნებული რომ ვიყო, ჩემს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და გამოსადეგ პასუხს გამცემს. ამიტომ მომისმინე შენ. ბერმა ღიმილიანი სახე მოატრიალა და ხმადაბლა თქვა: - გისმენ! - ერთი ქალი შემიყვარდა, რომელიც ამ ღამით სხვა ქალაქში უნდა წავიყვანო მანქანით, სამსახურებრივი დავალებაა. ეს ჩემი ერთადერთი შანსია სიყვარული ავუხსნა მას. ოღონდ უარი არ უნდა მითხრას. ღამით ვიღაც შეყვარებული მძღოლის გვერდით რომ აღმოჩნდები თუ არ მოგწონს შეიძლება მანქანიდან ჩამოხტე და საერთოდ შეიზიზღო. მე კი არ მინდა, ასე რომ მოხდეს. მითხარი, ბერო: როგორ მივხვდე, ღირს თუ არა სიყვარულის ახსნა? - დააკვირდი, თუ საუბარი გაგიბა მხიარულად და ენერგიულად - შანსი გაქვს რომ შეუყვარდე, რადგან ადამიანთან ურთიერთობისა და გულის გახსნის სურვილი მისი შეყვარების წინაპირობაა. თუ დაიმორცხვა და დაინახე რომ მთელი გზა დაძაბული ზის რაღაცის მოლოდინში - უყვარხარ და ზუსტად იმ ერთადერთი შანსის დაკარგვის ეშინია, რის გამოც ჩემთან მოხვედი. მაგრამ, თუ ჩაჯდა და მალევე ჩაეძინა, იცოდე, რომ მისთვის ის ჩვეულებრივი მძღოლი ხარ, რომლის პროფესიონალიზმსაც უბრალოდ ენდობა. წადი ახლა. აბა, შენ იცი... ღვთის წყალობა იმ ბნელ გზაზე! კაცს გაუკვირდა, ასე მომზადებულივით რომ დახვდა ბერი, სამაგიეროდ კმაყოფილი წამოვიდა მისი სენაკიდან. გული ტალღასავით ეხეთქებოდა სასულეს და კაცს ვერ გაერკვია ამის გამო უჭირდა სუნთქვა თუ ზაფხულის ხვატის გამო... და აი, როგორც იქნა ღამეც მოახლოვდა. კაცი აბაზანიდან გამოვიდა, ის კოსტიუმი ჩაიცვა, რომელზეც ყველაზე ხშირად უთქვამთ: გიხდებაო! მანქანაში ჩაჯდა და გაეშურა. მისი ქალბატონი ახლაც ისეთი ნაზი, ლამაზი და სევდიანი მოეჩვენა, როგორიც ყოველთვის. უკან ჩაჯდა. კარი რომ მოხურა, კაცმა ამოიხვნეშა და ისე მიესალმა შეხედვა ვერ გაბედა. მანქანა დაძრა, თითქოს რაღაც დასრულდა და ახალი რაღაც იწყებოდა, თავბრუსხვევით, მუხლების კანკალით, დაცვარული შუბლით და აჩქარებული გულისცემით მანქანის ძრავის გრუხუნის ფონზე... ოცი წუთი გავიდა. ქალი ხმას არ იღებდა, კიდევ ერთი საათი გავიდა, 4 საათი და 35 წუთი უნდა ემგზავრათ, დათვლილი ჰქონდა. ბერის ნათქვამი გაახსენდა: თუ ჩუმად ზის და დაძაბულია - შეიძლება უყვარდეო და უკან მიხედვა დააპირა. მიიხედა და ეძინა საყვარელ ქალბატონს. მშვიდად და სრულიად უშფოთველად. კაცი იმდენად არ ელოდა ამ სურათს, რომ თვალები ქალის მძინარე სახეზე გაუშტერდა და გაფიქრებაც ვერ მოასწრო: როგორ მომექცა ასეო?!.- დიდ ხეს შეასკდა. საავადმყოფოში გამოეღვიძა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო და წვეთოვანი ედგა. ჰო, ალბათ საავადმყოფო იყო. - ექიმო, გადაარჩინეთ! - მოესმა საყვარელი ქალის ხმა და ესიამოვნა, გაეღიმა, ძალა მიეცა. - გადაარჩინეთ ექიმო, გთხოვთ! - კიდევ გაიგონა... - ექიმო, ეს კაცი სულ მიყვარდა, მთელი ცხოვრება და ძლივს, როგორც იქნა, ცხოვრებაში ერთხელ აღმოვჩნდი მის მანქანაში, მის გვერდით, მარტო... სამწუხაროდ ჩამეძინა, იმიტომ, რომ მთელი კვირა ვემზადებოდი და რამდენიმე ღამეა საერთოდ არ მძინებია. ღმერთო, რამ დამაძინა, რომ არ დამძინებოდა, იქნებ გადამერჩინა, მე მაინც დამენახა ის ოხერი ხე!.. იმ საღამოს კაცს ბერი დაესიზმრა, თითქოს ამხნევებდა და ეუბნებოდა: - შენს გულს ჰკითხე ყოველთვის, რადგან ღმერთი გულებში ცხოვრობს და არა ცაშიო.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.