უეშმაკოდ მოწყენილი ანგელოზები
სამოთხე მოსაწყენი იქნებოდა ეშმაკების გარეშე? დღე მოსაწყენი იქნებოდა ღამის გარეშე? სიცოცხლე მოსაწყენი იქნებოდა სიკვდილის გარეშე? სულ რომ ვცოცხლობდე, არაფერი მომდიოდეს, დრო მე მეკუთვნოდეს და არა მე დროს. რას ვიზავდი? ან შენ რას იზავდი? დედამიწა გაივსებოდა? მაგრამ არავინ მოკვდებოდა? დამძიმდებოდა და უსასრულო კოსმოსში ჩავარდებოდა? მზეს დაეჯახებოდა და ჩვენ მაინც ვიცოცხლებდით? სიკვდილისგან განდევნილი რომ ვიყო რას ვიზამდი? ალბათ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდ შურდულს ავაწყობდი. საუკუნეებს მის აწყობას შევალევდი. შემდეგ მოვჭიმავდი, შიგ ჩავჯდებოდი და საკუთარ თავს კოსმოსში გავტყორცნიდი. უსასრულო დრო მექნებოდა უსასრულობაში დასასრულის საძებნელად. ოდესმე ჩემს პლანეტას მივაგნებდი? რა თქმა უნდა მე ხომ ამისთვის იმდენი დრო მექნებოდა რამხელაც ის უსასრულობა იქნებოდა რომლის დასასრულსაც მოვძებნიდი. იქნებ კოსმოსში სხვა ადამიანიც მეპოვნა? ხომ შეიძლება ისინიც გაფანტულიყვნენ კოსმოსში? უცხო პლანეტაზე წავიდოდი, უცხო ჯიშის არსებებთან. უსასრულობაში დასასრულს ვიპოვიდი და მერე? მერე ალბათ სიკვდილი მომინდებოდა რათა სხვა რამ მენახა. სხვა რა? სამოთხე ან ჯოჯოხეთი? სხვა განზომილება? მაგრამ სამოთხე მოსაწყენი იქნებოდა ეშმაკების გარეშე? მოდი ვიქნები ჩემთვის განკუთვნილი დროის მფლანგავი და როცა სულ დაილევა იგი ეშმაკს ან ანგელოზს ვკითხავ: -თქვენ ერთმანეთის გარეშე, მოსაწყენები იქნებოდით?
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.