შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ფიქრები


17-06-2021, 12:28
ავტორი RomOne
ნანახია 929

რთულია გადმოსცე ემოციები, როდესაც გრძნობ, რომ აღარ გაქვს...
რა იწვევს ადამიანებში ემოცების გაქრობას? ყველაფრის გულთან მიტანა და ზედმეტი ენერგიის დახარჯვა რაიმეს ან ვინმეს მიმართ?
და თუ ნამდვილად ასეა... როდესაც აანალიზებ ამას, რას აკეთებ? ვითომ აღარ გასცემ ზედმეტ შეგრძნებებს და შენთვის იტოვებ?
და თუ ხვდები, რომ შენთვისაც აღარ გაქვს... მაშინ რა ხდება?
როგორ უნდა აავსო წყალი ჭურჭელში, როდესაც წყალი არ მოდის?
დაელოდო როდის მოვა? წახვალ და სხვაგან ეცდები ავსებას? მიხვალ ვინმესთან და სთხოვ, რომ აგივსოს? ან ყველა ადამიანისთვის საყვარელ არჩევანს გააკეთენ და წუწუნს დაიწყებ?...
საკუთარი თავი მეცოდება იმის გამო, რომ ვითხოვ შველას. ხან პირდაპირ და ამას დრამატიზმში მითვლიან, ხანაც ნამიოკებით და ვერ ხვდებიან. სიმარტოვე დამოუკიდებლობაა. მე ვგრძნობ ამას, მაგრამ ეს სიმშვიდეს ვერა და ვერ მანიჭებს. ყოველდღე სიხარულისა და დარდის ხშირი მონაცვლეობა მტკენს და მიკარგავს რაიმე ჭურჭელში სასიცოცხლოდ აუცილებელი წყლის ავსების სურვილს.
დამნაშავე ვარ ამის გამო? ნუთუ ასეთი ცუდი ან/და მიუღებელია, რომ მჭირდებოდეს ვინმე? ამაზე პასუხს მეორე მე გაგცემთ, რომელიც მტკიცედ გეტყვით ფაქტს, რომ დიახ! საცოდაობაა, როდესაც ვინმე გჭირდება რაიმეს გასაზიარებლად. გათამამდება და გკითხავთ კიდეც, თუ სხვა კომფორტულადაა თავის სიმარტოვეში, მაშინ შენ რატომ ვერ ახერხებ ამას? ის პასუხი, რომ ყველა ერთმანეთს არ ჰგავს, მისთვის ღიმილის მომგვრელია სახეზე.
მოუსვენრობა, შფოთვა, მოტივაციის დაკარგვა, კონცენტრაციის პრობლემები... მედიკამენტური მკურნალობა, მას შემდეგ რაც ბევრჯერ და ჭკვიანურად სცადე წყლის ავსება და თუკი რაიმე იყო დარჩენილი მისი დაზოგვა.
რა უშველის ამას? დრო? არავინ მოგატყუოთ. დრო ნიავივით დაუბერავს და თავში აზრებს გაგიფანტავთ, მერე კი ვერ გაიგებთ, როდის მოუნდება ჩადგომა და როდის თვალწინ აგაფარებთ განცდებს, რომელზეც უარი თქვით, რადგან გამოსავალი ვერ იპოვნეთ.
ამ დროს სუსტი ხარ? რადგან სცადე მისთვის მიგენდოთ რაიმე? -არა.
ძლიერი ხარ თუ ამ ყველაფრის გამკლავებას, თუნდაც მსგავსად, წერის საშუალებით გადაწყვეტთ? სიძლიერეა, რომ გაქვს სურვილი ჩაუღმავდე ყველაფერს, უყურო ცარიელ ჭურჭელს და იფიქრო, როგორ აავსო? - ალბათ, მაინც არა. ეს სიძლიერე კი არა, ზუსტად ის ერთადერთი პასუხიმგებლობაა, რომელიც საკუთარ თავთან უნდა გაგაჩნდეს. მე ასე ვფიქრობ...
და მაინც კარგად ხარ ამის დაწერის და სხვისთვის გაზიარების შემდეგ? - არა.
დარწმუნებული ვარ მექნება ამაზე პასუხი. დარწმუნებული ვარ წყალი მოვა, მაშინ როდესაც საჭირო იქნება.
არც ეს საუბარი და შინაგანი, უხილავი იმედი ამომასუნთქებს, ვიცი. მაგრამ დრო იმდენად ძლიერია, ცოტა ხნით მაინც გამიხანგრძლივებს ამ დაკმაყოფილების არასრულფასოვან განცდას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

ისე მოსიარულე მგზავრი ვარ რომელიც შენს ჩანახატს წააწყდა წინ და ძალიან ესიამოვნა ამის წაკითხვა არც ისე ადვილია ამდენი გრძნობების ასე ხალხში თქმა, არ იცი ვინ როგორ მიიღებს ამას....შენ მე საკუთარი თავი დამანახე....დიდი მადლობა♥♥♥♥ გააგრძელე და არ შეწყვიტო ჩანახატების წერა ♥♥♥ შენ ეს ძალიან კარგად გამოგდის ♥♥♥წარმატებები

 


№2  offline წევრი RomOne

სტუმარი მარიკო
ისე მოსიარულე მგზავრი ვარ რომელიც შენს ჩანახატს წააწყდა წინ და ძალიან ესიამოვნა ამის წაკითხვა არც ისე ადვილია ამდენი გრძნობების ასე ხალხში თქმა, არ იცი ვინ როგორ მიიღებს ამას....შენ მე საკუთარი თავი დამანახე....დიდი მადლობა♥♥♥♥ გააგრძელე და არ შეწყვიტო ჩანახატების წერა ♥♥♥ შენ ეს ძალიან კარგად გამოგდის ♥♥♥წარმატებები


მადლობა მარიკო, ვერც კი აგიღწერ როგორ გამახარე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent