შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შემიყვარდა ის?!


18-06-2021, 13:29
ავტორი მარია 2
ნანახია 1 179

ყველაზე ეფექტური ყოფილა,როდესაც ადამიანს პირველად ნახავ.
სწორედ მაშინ აკვირდები მის სახეს,უყურებ თვალებს და წარმოიდგენ როგორი იქნებოდნენ ისინი შენ რომ გიყურებდეს,შენ გეკუთვნოდეს,შენი დანახვისას რომ უფრო მეტად ბრწყინავდეს, ალბათ არც დაგჭირდებოდა მეტი ამ ცხოვრებაში,შეიძლება ტუჩები გხიბლავდეს და წარმოიდგენდე როგორი იქნებოდა მათი შეხება.
ხელზე შეხედავ თითები ხომ ხანდახან ყველაფერია,როდესაც წარმოიდგენ რომ მათი მოახლოებაც კი სითბოს და ბედნიერებას მოგგვრიდა ტანში^^
აკვირდები და ფიქრობ,რომ უაზრობაა, წარმოიდგინო ადამიანი და ასე ყველაფერი დაინახო.
არაფერი უცნაური, პირველი დანახვისას არც მის თვალებს,ტუჩებს ან თითებს მოვუხიბლივარ, უბრალოდ გამიღიმა, ღიმილით ვიგრძენი,რამდენად მჭირდებოდა,რამდენად მინდოდა მისი ძლიერი ხელების ძალა ჩახუტებისას მეგრძნო, რამდენად მინდოდა მისი თვალებით დამენახა ყველაფერი, ხშირად კი ჩემი გაყინული ხელი მის ხელებში მოქცეულიყო..
ჩემთან მოვიდა, არაფერი უკითხავს,არაფერი დაუძალებია,მხოლოდ ჩამეხუტა,იმ დროს ნამდვილად ვიგრძენი ბედნიერება,ვუყურებდი და ვხვდებოდი,რომ ადამიანი,რომელიც ღიმილით მხიბლავდა,ჩემი სულის ნაწილად იქცეოდა.
მერე, ერთად ვივლიდით ბედნიერებით სავსე,მტვრიან ქალაქში და ღიმილით გავაფერადებდით ყველაფერს.
ვისსეირნებდით და ვარსკვლავების ყურებაში დაგვათენდებოდა თავს.
ვისწავლიდით ცხოვრებას,სადაც მარტო არხარ და ორივე გავიაზრებდით ამას.
ძლიერად ჩამჭიდებდა ხელს,ძლიერად ჩამეხუტებოდა და შუბლზე მაკოცებდა,ყველაფერი კარგის დასაწყისი იქნებოდა ის.
ხო,როგორი შეშლილიც არუნდა მიწოდოთ,ეს ის ადამიანი იყო პირველად,რომ ღიმილით მომხიბლა, ბედნიერების მომტანი ღიმილით,რომლემაც დამანახა ყველა'ფერი,მასწავლა სიყვარული და ბედნიერება.
საქანელებზე წამიყვანდა ასე ბავშვურად,მე ხომ ისინი ასე ძალიან მიყვარს მერე კი სწორედ იმ ნაყინს მიყიდდა მერომ ბოლოს ვინატრე,სახლში მოსული სიყვარულით სავსე ვიქნებოდი ზუსტად ისე,კიდევ 100000000 ადამიანისათვის რომ მექნებოდა საკმარისი სიყვარული.
არ დავუძახებდი მილიონჯერ ჩემს ბიჭს,ჩემს სიხარულს,ცხოვრებასა და ერთადერთს,მაგრამ მას ზუსტად ეცოდინებოდა,რომ ისედაც ჩემი ყველა სიტყვა, სიყვარული,ბედნიერება,მას ეკუთვნოდა.
მას ეკუთვნოდა ის ცისარტყელაც, წვიმის შემდეგ რომ აფერადებს ცას, მხოლოდ მას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა საყვარლობაა<3

 


№2  offline წევრი მარია 2

სტუმარი მარიამი
რა საყვარლობაა<3

დიდი მადლობა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent