შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოგონილი მოგონება.


7-07-2021, 12:40
ნანახია 1 033

ყოველთვის მიყვარდა ბაბუას მოსმენა. საღამო ხანს ბუხრის გარშემო შემოგვისხამდა ხოლმე შვილიშვილებს და დაუღალავად გვესაურებოდა საინტერესო თემებზე,რომლებიც ჩვენ გვაინტერესებდა. მის თვალებში აკიაფებული ნაპერწკლები,ისევე როგორც ბუხარში მოტკაცუნე შეშის ცეკვა,დღესაც არ ამომდის გონებიდან,იმდენად ბრძენი და ძვირფასი იყო ჩემთვის იმ მომენტში,იმდენად ჭკვიანი და შესანიშნავი მოსაუბრე,რომ დროის გასვლას ვერც კი ვიგებდით,ისე გვაღამდებოდა ბაბუას მკლავებში თბილად გახვეულებს.

ერთ დღესაც ბაბუამ ისევ შეგვკრიბა. თბილი პლედი მოგვახვია, მოგვეალერსა და ჩვენც უკვე იმის მოლოდინში,რომ რამე საინტერესო ცხოვრებისეულ ამბავს მოვისმენდით, შვლის პატარა ნუკრებივით გავისუსეთ. ბაბუამ მერცხლის საამო გალობასავით დაიწყო საუბარი:

-ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი დაცული კანონზომიერებით ხდება,ჩემო პრინცესებო,-თან ოთხივე დას თვალი შეგვავლო,დარწმუნდა,რომ თითოეული მათგანი ვუსმენდით,- მზე ამოდის და ჩადის, დილას ღამე მოსდევს, უბედურებას -ბედნიერება, ტკივილს -შვება. თუ ერთ დღეს ყველაფერი კარგად არ მიდის, მაშინ მეორე დილას ,ბუნების კანონის თანახმად, ბრწყინავი მზე გარშემო ყველაფერს სინათლეს მოჰფენს,-ბაბუამ ხელები ფართოდ გაშალა და კომპოზიტორივით ჰაერში ააფრიალა ისინი,თითქოს ორკესტრს მითითებას აძლევდა,- შეიძლება , ვფიქრობთ, რომ რთულია დავძლიოთ ის, რაც გვიპირისპირდება, მაგრამ იმის გახსენებისას, თუ რის გამო ვიბრძვით, ძალა ასმაგად გვემატება, შემდეგ კი იმდენად გვაძლიერებს , რომ სამომავლო ტკივილი ამასთან შედარებით, ჭიანჭველის ოდენა ხდება. ყველა ადამიანი ცხოვრებაში საკუთარ გზას გადის. ზოგს ეკალბარდებით მოსილი ხვდება, ზოგის გზაც კი ,ვარდის ფურცლებითაა მოფენილი,მაგრამ განსაცდელი ადამიანს მისი ცხოვრებით არ აფასებს, განსაცდელი ხვდება მდიდარსაც და ღარიბსაც, ჭკვიანსაც და უჭკუოსაც, ეკალბარდებით სავსე გზიანსაც და ვარდის ფურცლებით დამშვენებულსაც, აბსოლუტურად ყველას, ვინც ცოცხალია და ამ ქვეყანაზე ბედნიერების მოპოვებისთვის დაიარება. ტკივილი ჰგავს ჭრილობას, რომელიც სულში ნაიარევებს ტოვებს, სხეულზე წარსულის ნიშნებს, რათა არაფერი დაგვავიწყდეს, მუდამ გვახსოვდეს მისი გემო, მაგრამ ყოველ ტკივილს აუცილებლად თან სდევს მარადიული თუ არა, მომენტალური ბედნიერება მაინც, რომელიც სულ მცირეხნიანი სამოთხეა ტანჯული ადამიანისთვის,-ის წამებში დასევდიანდა, ჩვენი ხელები საკუთარ დაკოჟრილ მტევნებში მოიქცია და უხეში,მაგრამ,ვაი როგორი სითბოთი სავსე თითებით მოგვეფერა სათუთ კანზე,- ჩვენი მიზანია, მოვრჩეთ ოცნებას და ვიბრძოლოთ იმ მომენტალური ,გამკრთალი ბედნიერებისთვის, რომელიც მომავალში მოგველის . ვიბრძოლოთ! ვირბინოთ!-ომახიანად შესძახა ბაბუამ და მუშტები შეკრა,თითქოს ვიღაცის საცემლად ემზადებოდა,- იქამდე, სანამ გვესტუმრება და კარებზე მოგვიკაკუნებს, რადგან , ნათქვამია, რომ ბედნიერება მაშინ გვეწვევა , როდესაც მისთვის ვიბრძვით და არა მაშინ,როდესაც დროს ცარელა ოცნებაში ვატარებთ.

-მე მინდა მომღერალი ვიყო,ბაბუ!-შევძახე აღტაცებით და რატომღაც მეც შევკარი მუშტები,თითქოს ეს საიდუმლო გასაღები ყოფილიყო წარმატებისა.

-შესანიშნავია,ბაბუ, გასაოცარია,მაგრამ მხოლოდ თუ იოცნებებ,მას ვერასდროს აიხდენ.

-ესე იგი, მომღერალი ვერ გამოვალ?-ყურები ჩამოვყარე, ცრემლებიც კი მომადგა თვალებზე. ბაბუმ რა წამსაც შემამჩნია, აღელვებული წამოიჭრა სავარძლიდან და გულში ჩამიკრა. მე კიდევ უფრო ამიჩუყდა გული და ბღავილი მოვრთე. განა იმიტომ,რომ ჩემი მომღერლობის ამბავი მადარდება,არამედ იმიტომ,რომ ბაბუა და ეს შექმნილი იდილია არასდროს მსურდა დამეკარგა, მინდოდა სამუდამოდ ჩახუტებული ვყოლოდი ბაბუს,ამ სამყაროსგან დაცული,იმ თბილ მკლავებში და ასე ეჩურჩულა ჩემ ყურებში დაუსრულებლად:

- "მორჩი ოცნებას და იმოქმედე",ბაბუ. ხედავ, როგორი ძლიერი ხარ? აბა ,მანახე შენი მუშტი,-ბაბუამ ჩემი პატარა თითები დაიკავა და ისინი ერთმანეთს შეატყუპა,-ოჰოო,აგერ, რა ძლიერი ხარ! ბაბუს გოგო!-მითხრა მას შემდეგ,რაც ჩემი მუშტი გაშლილ მტევანში დავარტყი,-გამოხვალ მომღერალი,აბა რაა!მთავარია იმედი არ დაკარგო ,ბაბუ და იბრძოლო, თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ ვერაფერს მიაღწევ და მთელი ცხოვრება ინანებ იმას,რომ არ სცადე,რომ შეგეძლო გამოგეყენებინა შანსი და არ გამოიყენე. გესმის ,ბაბუ?

-ხო! მე მომღერალი გამოვალ!-შევყვირე ბოლო ხმაზე და სახლში სირბილი დავიწყე. ჩემთან ერთად ბაბუც იცინოდა, მისი ღიმილი ახლაც ისე მკაფიოდ მახსოვს,როგორც ის დღე,როდესაც პირველად წარვსდექი აუდიტორიის წინაშე მუსიკალური ნომრით.

იმ დღეს, იმ საღამოს ბაბუას ჩემთვის ის სიტყვები რომ არ ეთქვა,მე ახლა ალბათ ის არ ვიქნებოდი,ვინც ვარ და ვინც მინდა,რომ სულ ვიყო.

როდესაც მტკივა,როდესაც ცუდად ვარ, როდესაც ტირილი მინდა,საიდანღაც შორიდან ბაბუას თბილი საუბარი მესმის, იავნანასავით, ბულბულის გალობასავით. როდესაც დანებება მინდა, როდესაც აღარ შემიძლია ბრძოლა,ვიხსენებ,რომ ის მხედავს, მაკვირდება და ალბათ, არ მოსწონს ჩემი უიმედობა. ვფიქრობ იმაზე, თუ რას მეტყოდა ბაბუა, ახლა ჩემ გვერდით რომ იყოს,ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკულ დღეს რომ მხარში მედგეს და მამხნევებდეს.

ის აუცილებლად მეტყოდა ამ სიტყვებს:

"მორჩი ოცნებას,ლიზი,იმოქმედე!"

და მეც ვრჩები ოცნებას, ვიწმენდ ცხარე ცრემლებს და ვჯდები სარკის წინ. საკუთარ თავს ვუყურებ და ისე ვუღიმი,თითქოს უბედნიერესი ადამიანი ვარ მთელ სამყაროში. ანარეკლიც მიღიმის,ის ძალიან ლამაზია,ნელ-ნელა უნათდება სახე და მის თვალებში იმედსახც კი ვხედავ. ანარეკლში ბაბუც ჩანს, მარჯვენა ხელი ჩემ მხარზე უდევს და მარცხენა ხელით თავზე მეფერება, მის თვალებში ჩემი სახლია, მის სიტყვებში ჩემი ძალაა. მე საკუთარ თავს ვეუბნები:

-შენ ამას შეძლებ,შენ იბრძოლებ და ბაბუა კი იამაყებს! მშობლები იამაყებენ, მეგობრები იამაყებენ და ბოლოს,შენ იამაყებ საკუთარი თავით,რადგან ის შენ ხარ, ის წარმატებული შენი თავია!

მე ვიღიმი, მე ვძლიერდები და მუშტებს ისევ ისე ვკრავ,როგორც 10 წლის წინ. მაშინ, ბაბუა რომ გვვიყვებოდა ხოლმე საოცარ და საინტერესო ამბებს ცხოვრებაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent