......
ცხოვრება? ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია, მაგრამ ამავ დროულად, საშიში, საინტერესო, მძაფრი შეგრძნებებით აღვსილი, ტკივილიც თან ახლავს, გაოცებაც, სიხარულიც, და მოულოდნელობებიც.. ჩემი ეს პატარა ისტორიაც, სწორედ რომ აერთიანებს იმ რამოდენიმე ემოციას რაც ზემოთ ჩამოთვლილში მაქ ნახსენები.. მოკლედ ერთ-ერთ საღამოს, ჩვენი ისტორიის გმირი, (გიორგი) როდესაც თავის ტელეფონში იყო ჩამძვრალი და მხოლოდ სქროლებით და სხვადასხვა ისტორიების კითხვით იყო დაკავებული, ერთ-ერთ სოც.ქსელში შენიშნა ადამიანი (ნინო) რომლის მოკითხვაც გადაწყვიტა.. გადაწყვიტა მოეკითხა არა იმიტომ რომ მის მიმართ რაიმე სახის გრძნობაზე ან რაიმე სახის თემაზე ესაუბრა, არა მხოლოდ იმის გამო რომ უბრალოდ მოეკითხა რადგან მისთვის ყოველთვის სასიამოვნო ადამიანად იყო მიჩნეული... საუბარი რა თქმა უნდა უბრალო მოკითხვით დაიწყო... რომელიც გაგრძელდა ორივესთვის მოულოდნელად საკმაოდ დიდ ხანს, თითქმის მთელი საღამო, და შეიძლება ითქვას ღამეც.. ეს უბრალო საუბარი ნელ-ნელა ორივესთვის სასიამოვნო აღმოჩნდა და სასაუბრო თემაც მალევე შეირჩა, თემა შეხებოდა ლექსებს, მათ შორის სასიყვარულო ლექსებს... ორივე შეპარული კომპლიმენტებით ცდილობდნენ ერთმანეთის მიმართ ადამიანური სიმპატიის გამოხატვას, მაგრამ ეს ისეთი დაფარული და შეუმჩნეველი იყო, უცხო თვალი ამას ვერ შეამჩნევდა, თითქოს ორივემ იცოდა რომ ამას მხოლოდ თვითონ გაიგებდნენ... ასე დამთავრდა პირველი დღე-ღამე ერთმანეთის მიმართ მოკითხვით და ჩვეულებრივი დამშვიდობებით... მეორე დღეს ნინომ გადაწყვიტა მოეკითხა თავისი წუხანდელი საუბრის მერე, ძველი ნაცნობი, მაგრამ ახლად აღმოჩენილი მეგობარი, საუბარი ისევ რა თქმა უნდა უბრალო მოკითხვით დაიწყო, და შესაბამისად უბრალო პასუხიც დაუბრუნდა, მაგრამ როგორც წინა ღამეს, დღესაც თემა მარტივად შეირჩა და გაგრძელდა ეს საუბარიც, თემა უკვე შეეხებოდა სიყვარულს, ურთიერთობებს, მეგობრებს და ყველა იმ მჭიდრო გრძნობას რაც ორ ადამიანს აკავშირებს.. ალბათ ორივესთვის საინტერესო იყო ამ თემებზე საუბარი რადგან ალბათ გრძნობდნენ რომ რაღაც უხილავი და ენით აღუწერელი ძალით ერთმანეთის მიმართ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ეს საუბარი.. ამ დღესაც უკვე დღის საათებში დაწყებული საუბარი საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და ორივესთვის გასაკვირად ღამის ორ-სამ საათზე ისევ ჩვეულებრივი და არაფრის მთქმელი დამშვიდობებით დასრულა.... ნინო: ძილინებისა, გიორგი: ძილინებისა, დროებით.. ნინო: დრობით გიორგი: შეიძლება ხვალ, უფრო სწორად დღეს ) დილით მოგიკითხო? ნინო: კი შეიძლება, როცა მეცლება მოგწერ.. გიორგი: კარგი, ძილინებისა ხვალამდე მაშინ. ნინო: ძილინებისა, ხვალამდე... დამშვიდობებაც კი ისევ სასაუბრო თემა გახდა, მცირე სიტყვიანი მაგრამ იგრძნობოდა რომ თითქოს არ უნდოდა არც ერთს დამთავრება, დრო ( 03:20 ) კი ისეთი იყო რომ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.... გაგრძელდება თუ საინტერესო აღმოჩნდება ვინმესთვის... ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით ) რადგან შევეცადე მოსაუბრის ენით გადმომეცა... ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.