შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აწმყოსთან გამოტირება


9-07-2021, 23:55
ავტორი სალისალომე
ნანახია 763

მარტოდ მარტო ვიჯექი, ორსაწოლიან საწოლზე.ზეწარი არ ჰქონდა გადაფარებული, ზედ ცარიელი ლეიბი იდო. ლეიბზე კი შიშველი მე ვიჯექი. ვკრთოდი, ფანჯარა ღია იყო.მის მიღმა ქარბუქი, ოთახში შემოჰქონდა მტვრის ბუდე.ეს არაფერი, ჩუმად ვიყავი და ვითმენდი, არაფერს ვამბობდი.ვფიქრობდი მეთქი გაივლის, წავა და დამთავრდება მაგრამ არ და არ ეწერა დასასრული.თავს წვრილხმიანი წუილით მაბეზრებდა, ხმაურიანი იყო და საშიშიც, საკმაოდ მკაცრი ბუნების შვილი ჩანდა დაუნდობელიც კი. მაგრამ, მაინც თავი ჩაქინდრული მქონდა მეშინოდა ზევით,რომ ამეწია რამე არ დაეშავებინა ჩემთვის, სახე არ წაეშალა და სული არ წაეღო ძლიერად მოძრავ, გრძელი კაბით შემოსილ თავმომწონე ქარს. ქარი ჰქროდა, ჰქროდა უსასრულოდ... იმავეს აგრძელებდა, წამიერად ჩამშვიდდებოდა მეც, გულზე
ნაბჯენი მძიმე ლოდი მომეხსნებოდა და იმ წამსვე დარდისგან უტევი ქარი ამოვარდებოდა და გულს ისევ ძლიერ მიკვროდა დამღლელი სიმძიმით.ვერა გამეგო მას რა უნდოდა, აზრები ირეოდა თავში.ახლა, მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი კარგად,რომ სიმშვიდის და სიმარტოვის გარდა სხვა არაფერი მინდოდა რა...ოღონდაც ვინმეს ეშველა, წავეყვანე ქარბუქისგან შორს , მტვერიც არ შემაწუხებდა და არც საშინელი ხმაური რომელსაც დასასრულის ბოლო არა უჩანდა... ყოველ წუთიერად იმატებდა და იმატებდა, სიტუაცია უარესდებოდა კონტროლს კარგავდა, ნერვიც იძაბებოდა და გასკდომას ლამობდა მაგრამ გადარჩა წამის მეასედში... გადარჩა... არ გასკდა...უშველეს...გადაარჩინეს...წაიყვანეს თავისთან...

*
ახლა, შორს იყო ქარბუქისგან, მტვრისგან და ხმაურისგან. სიმშვიდეს ლამობდა და აი, მიიღო კიდეც. სულ მარტოა, მისი მომკითხავი არავინაა. ამბობენ კიდეც, ხანდახან საკუთარ თავს ესაუბრება, გარეთ გამოდის უნდა ვინმე დალანდოს მაგრამ არავინ ჩანს, არც არავინ აკითხავს,არც არავის უნდა მასთან სტუმრობაო...არც ტელეფონი აქვს,რომ დარეკოს, უთხრას თავისიანებს,რომ ეყო დასვენება და უნდა მათთან ერთად ყოფნა... მაგრამ მათ ყველაფერი სხვანაირად იციან...ის იციან,რომ ყველასგან შორს უნდოდა ყოფნა, მარტოდ მარტო ცხოვრება,სიმშვიდეში სადღაც გადაკარგულში... აუხდა სურვილი,ის ნატვრა რომელიც გულში წლების მანძილზე ჰქონდა. ახლა კი მოიწყინა, თურმე არც ისე მარტივი ყოფილა მარტოობა, რთული ყოფილა, წარმოუდგენლად რთული... მტერს,რომ არ უსურვებ ისეთი... ირგვლივ რა ხდება? სიცარიელეა...სიცარიელე...ანთებ სინათლეს მაგრამ მაინც, არ ანათებს ოთახს,არ ავსებს სახლს.ისევ ბნელა, უკუნითი სიბნელე ჩამოწვა ოთახებს შუა და გამოსავალი? იქამდის არსებობდა, მაგრამ ახლა არ ჩანს გზა ხსნილი.

მაშინდელი ჟამი ჯობდა, როცა არსებობდა იმედის სამიოდე ნაპერწკალი მაგრამ, ვინ უყურებდა ამას ...თავი ჩაქინდრული ორ საწოლიან ლოგინზე, შიშველი იჯდა და თვალდახუჭული ჩუმი ხმით ტირილს განაგრძობდა თავის ბედს დასტიროდა,
ღირდა კიდეც მარტოსული მომავლისთვის ტირილი და დაუფასებელ აწმყოსთან გამოტირება...როგორც ჩანს გამოტირება საკმარისი არ აღმოჩნდა, უარესს უმზადებდა მომავალი. მწარე,მცხარე კერძს რომელშიც ერთ რბილ ნაჭერ ხორცს ვერ იპოვნიდით. მხოლოდ ძვალი, ისიც მაგარი კბილი,რომ ვერ დააქუცმაცებდა...

ისეთი ცხოვრება აირჩია, გემოსაც რომ ვერ გაუგებდა და შიმშილი მოკლავდა.

გამოსავალი მისმა ჯიუტმა ხასიათმა მოსპო, ახლა კი არჩევანის თავისუფლებაც წაერთვა.
იგემა მწარე ცხოვრება,გამოსცადა სირთულეები და მიხვდა იმასაც,რომ სანამ რამეს ინატრებ იქამდე კარგად უნდა დაფიქრდე,რეალურად გულს ეს სურს თუ არა.

მოუსმინე გულს და არა გონებას,
იმოქმედე გულის შემოძახილით და არა გონებით. და მაინც გონების გზას თუ გაყვები შენც , ჩემსავით და ცოტახანში აღმოაჩენ შეცდომას, დარჩენილი მომავლის გზა გულის კარნახით გააგრძელე ან დაბრუნდი საწყისს საფეხურზე და ყველაფერი თავიდან დაიწყე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent