შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიაცია ბარათაშვილის "მერანზე"


15-11-2018, 09:28
ნანახია 1 509

"ბედის სამზღვარს" იქით სადაც, დრო, წლებს მტვერივით ედება,

სადაც არ ყვავის მზის სხივი და მთვარე სევდას ეხება,

სადაც ნაღველი, ობივით, გადაკრობია ცხელ გრძნობებს,

საც "ფიქრთ-ნაზიარ ვარსკვლავებს" ხორბლად უყრიან ყვავ-ყორნებს

სადაც შავ-ფიქრთა ნაღელვი შუბლზე გესხმევა ცივ ოფლად,

საც სულის ურდოს ტკივილით კვნესა ითვლება სრულ ნორმად,

სადაც ბალახად ამოდის ღვარძლი,სიცივე,ტკივილი,

ჰქროდა უმხედრო მერანი და მდუმარების წივილი.

ხანდახან სივრცეს აპობდა ყორნის ხრინწის ბასრი ხმალი,

დაწყევლილი ქონდა ყრანტლით,ბნელთ უბნელესი ტრამალი...

ცა ცეცხლის ცრემლებს ღვენთავდა, სატრფოს გრძნობით ადუღებულს,

ქარს შავი ფერი ჭორფლავდა შავი მიწით გაბუქებულს,

მხედარს, ყორნისგან დამარხულს, ქარი სტვენით თან უთხრობდა,

დედის ნანას, ქარ მოტანილს; მშობლის მკლავებში უხმობდა.

მაგრამ ჩაეკრა მხედარი ცივი მიწის ძლიერ მკლავებს,

მოწყვეტილი თვის სამშობლოს, მამა-პაპის ნათელ მხარეს.

მხოლოდ მერანი ერთგული, "წ....ბის, ქარიშხლის გამპობი",

ჰქროდა სამარხის გარშემო, პატრონის ცხედრის მპატრონი.



პ.ს. ბრჭყალებში მოქცეულია ფრაზები თავად ნ.ბარათაშვილის ლექსიდან "მერანი".

არ მესმის რატომ დააცენზურეს სიტყვა წყ(ა)ლები -_- ამ ვითომ ცენზურით თავად ამის გამკეთებელი აპროვოკაცირებს და ახდენს მანიპულირებას რომ ადამიანმა გაიფიქროს რაღაც სიბინძურე. თქვენი პედანტიზმით თავად აკეთებთ იმას რასაც ებრძვით!!!

ნუ, "ა" ჩავამატე თორემ მაგასაც ცენზურა ედო -_-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent