შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მასწავლებლობა


27-07-2021, 21:39
ავტორი სალისალომე
ნანახია 993

აქამდის, სულ ვიძახდი არა,არ მსურს მე ეს პროფესია და უარის მიზეზიც ბევრი მქონდა რა.

ჩემი გარდაცვლილი დეიდა,ისტორიის მასწავლებელი გახლდათ,სკოლაში კარგი სახელი ჰქონდა,უყვარდა თავისი პროფესია და ურთიერთობა ბავშვებთან.მაინც,სულ მეუბნებოდა არ გინდა,არასდროს გამოხვიდე მასწავლებელი!
არ გიღირს ნერვის ფასად კოლეგებთან დაპირისპირება საათების გამო,თან როცა სიმართლის სადარაჯოზე დგახარ,მათ ტყუილით გააქვთ საკუთარი აზრი და სიტყვა,შენ კი გინდა უსამართლობას ბოლო მოუღო,ყველამ თავისი რეალურ სახეს ნათელი მოჰფინოს,შეკერილი ნიღბებით,რომ იწონებენ თავს.
მართალს ამბობდა, არ სურდა ტყუილში ცხოვრება,მშვიდი სამსახური იყო მისი ოცნება... სადაც იქნებოდა კარგი მასწავლებელი,შეასრულებდა თავის მოვალეობას პირნათლად მაგრამ ,ამის გარდა ხომ უნდა გიღირდეს? საქმეც მაგაშია,რომ არ უღირდა არცერთი წამით.
ნაცნობია ის თემა,ნაცნობობა,ახლობლური სალამით მიღება,ყველაზე წინ დაყენება და საათების ე.წ ``შეტენვა`` იმას ვინც რეალურად არაფერს წარმოადგენდა.
გადიოდა წლები,იცვლებოდნენ დირექტორები,მოყავდათ თავიანთი ხალხი დეიდა კი მათ ``ახლობლურ`` წრეს ეწირებოდა.

მართალი სიტყვა მაინც გაიტანა, დიდი დრო დასჭირდა,მძიმედ ხოხვადი ენერგია,ნერვები.
ეს ქვეყანა ისე დატოვა,რომ მთელი სკოლა,მასწავლებლები და მოსწავლეები მისი სახელის ხსენებაში იყვნენ.

მან შეძლო და იყო საუკეთესო პედაგოგი,ჰქონდა მოთმინება,პასუხისმგებლობა,სიყვარული პროფესიისა და მოსწავლეებისადმი.ასწავლიდა,მათში სიკეთეს სთესდა...იმდენად უყვარდა სკოლა,სწავლების პროცესი,რომ თხუთმეტ წელზე მეტი შესწირა...თხუთმეტი წლის მანძილზე იყო როგორც მძიმე,რთული ისევე საინტერესო,ბედნიერი დღეები...

მეც,რასაც ვუყურებდი სიტუაცია არ მომწონდა,თუ როგორ ღელავდა,დარდობდა და განიცდიდა ყველა დეტალს.ავიკვიატე,არა მასწავლებელი არ გავხდები მეთქი.

ახლა კი,მასწავლებლის აპლუა მოვირგე,მოხალისე მასწავლებელი ვარ, სასიამოვნოა ეს საქმე,ბავშვებთან კომუნიკაცია,ცოდნისა და სიყვარულის ერთი დოზით გაზიარება,მათთან ურთიერთობა,დახარჯვა ბოლო წამამადე,ბოლო ხმის წასვლამდე...ვერ გაიგებს? ახსნა იქამდის სადამდეც საჭიროა. ვარ მასწავლებელი,მაგრამ არა სკოლაში...ეს არის ზუსტად განსხვავება...მასწავლებლობა ფესვებიდანვე უნდა გაითავისო,შენში უნდა იყოს,პატარა მასწავლებელი ცხოვრობდეს შიგნით,რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს გასწავლის და ყოველი ნაბიჯისას განგავითარებს.

ახლა,ვიცი შეიცვალა დრო,დაფასდა ეს პროფესია,აქვს ბევრი დადებითი მხარე ამისდამიუხედავად, ჩემში არსებობს სიტყვა ``მაგრამ``, მაინც ``არ``და მაინც ``ვერ``... მართალია გამომდის,მომწონს თუმცა,გულში მაინც არ მიმაჩნია დიადი სიღრმე ამ პროფესიის...

არც იმაშია საქმე,ნათქვამს არ გადაუხვიოო,ბავშვობიდან სულ სხვა ოცნება მქონდა,ამ ოცნებას დღემდე მივყვები და პარალელურად ჩემდაუნებურად თავი მასწავლებლის ამპლუაშიც ამოვყავი.

ვფიქრობ,რომ ეს საკმარისი არ არის გავხდე ან მერქვას მასწავლებელი...

მასწავლებელი ეს ის ადამიანია,ვინც მთელი ცხოვრება გახსოვს, თვალში და მეხსიერებაში ან კარგ ფიგურად რჩება ან ცუდ მოგონებად.

მასწავლებელმა ბავშვი უნდა დააყენოს ცხოვრების გზაზე,უჩვენოს სწორი მიმართულება და გზა.

მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ კმარა,უნდა შეგეძლოს ბავშვთან მიდგომა, კარგად უნდა ფლობდე მის ფსიქოლოგის.მისი მეორე ოჯახი უნდა გახდე,მათი ყველაფერი უნდა იცოდე,რაღაც მხრივ მასწავლებელზეც არის დამოკიდებული როგორ პიროვნებად აღიზარდება,რა გზას აირჩევს და როგორი ცხოვრება ექნება.

მე,ეს შემიძლია მაგრამ,ამაზე უკეთ სხვა რამ გამომდის...ვიცი,შევზღუდავ საკუთარ თავს იმით,რომ მხოლოდ მასწავლებელი ვიქნები და ხელში,ნანატრ მიკროფონს ვერ დავიჭერ,ვერ ვიტყვი იმას ხმამაღლა რისი თქმაც მსურს,ვერ მოვიპოვებ თავისუფლებას,ვერ ვიტყვი სიმართლეს და ბოლომდე ვერ დავიხარჯები...

ახლა კი,თქვენ მითხარით სინანული ჯობს,რომელიც დრო და დრო გულზე ტკივილივით მომედება, ერთსა და იმავე შეკითხვით ``რატომ არ ვარ ის,ვინც მინდოდა გამოვსულიყავი?`` თუ მშვიდი ძილისთვის,ნაკლებად სანერვიულო პროფესია?

ყველა პროფესიას აქვს თავისი სირთულე,მათ შორის პედაგოგობასაც.
რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ მასწავლებლებს ყოველდღიურად... ჩემს თვალში,ყველა მასწავლებელი გმირია! ყველაზე დიდი გმირი არის ის, ვინც უსმენს საკუთარი გულის ხმას და მიყვება მიზანს წარმატებისაკენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent