შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


9-10-2017, 20:41
ავტორი sel
ნანახია 1 412

რა დაგემართა? რა ვერ დამშვიდდი?
სულ რომ სხეულში გიძვრება სევდა,
ვის რა ჯანდაბას ასეთს დაჰპირდი
რომ კვლავ გიღირდეს ამის გაბედვა?

რამდენს განიცდი? შეშლილა ხალხი
სანამ შენ ფურცელს ხარ მიჯაჭვული,
ჩანაცვლდა ნახე წარსული ახლით,
შენ კი... შენ ისევ რით ხარ გართული?

ნუ ეხუმრები იცოდე ღამეს,
შენ თუ არ ითმენ, მოგითმებს არც ის,
მოგონებათა ნუ უტევ გამებს,
ნუღარ გიზიდავს ცხოვრება ანცი,

წლებს გადახედე... ოცდაშვიდს ითვლის
წამზომი, შენ კი გაგექცა წამი,
სინდისი? ახლა ასე არ ითქმის,
ეგ სიტყვა უკვე გამქრალა რამის,

რა გაოცნებებს? შეეშვი ცასაც,
სანამ ოცნებას წვიმა წაგიშლის,
არ გაიკვირვო, გაუგე მასაც,
ან და გაჩერდი, ხელს რაღა გიშლის?

რა სიგარეტი? დააგდე, გეყო!
ყველას საფიქრალს შენ ვერ გაწვდები,
არ მითხრა რომ ეს ანდერძით გერგო,
არ მითხრა, ნუღარ დაწვრილმანდები,

_წვიმა... ღამე... და ოცნება ცაზე...
თქვენი ერთი რამ ვეღარ გავიგე_
სულ რომ გავჩერდე, დავწერო რაზე?
გვერძე ვდგავარ და სადღა წავიდე?

Selassie



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შემოგხევიათ სინდისის კალთა,
ბედის ორგიით ძალუმათ თვრებით,
და გაყიდული სინდისის გარდა,
ხელში სურნელი ჩამაკვდა თმების..

სურნელი, დიახ, ოდესღაც შენი,
აწ უკვე იგი, რაც მისგან დარჩა,
კრთიან ტუჩები ფილტვების ქშენით,
ეკვრიან იმას რაც ცრემლს გადარჩა.

ჯაჭვი როდია დიდი და მძიმე,
ცოდვის ზღვაში თუ იხრჩობა ხალხი,
და ფიქრებს ისე არრა ამძიმებს,
როგორც მაგ სახით ნაკერი თალხი.

ჰო მე გიჟი ვარ, დიადი გიჟი,
დღეს სიქველეა ჭკვაზე გადასვლა,
რომ ვნებისა და ალერსის დუჟით,
სხეულმოთხვრილი, სხვაზე არ დაგსვან.

მე ღამე მიფრთხის, ღამე დიადი,
ჰო მიფრთხის, რადგან იცის რომ არ მგავს,
და თვით ღამეზე დიდი წყვდიადი,
გულის კუნჭულში აორტით დამყავს.

დრო.. რის საზომად იყენებ საათს?!
რომ აღშფოთდი და ვეღარ დამშვიდდი?!
თუ რომ ვნებათა მორევის შემდეგ,
გამლღვალ საწოლში მოთქვამ ბავშვივით?!

მე მირჩევნია ოცნება შენი,
სადაც ზურმუხტის თვალები გქონდა,
და შენი თმები, სურნელი შენი,
ქარში ღვთაებრივ ნექტარად ქროდა.

და თუ ვეწევი დღეს მე სიგარას,
სხვისი სატკივრის ზიდვა რომ უყვარს,
ეს იმიტომ რომ იმან მიჰქარა,
ვინც ამ ბებერ გულს ჯერ ისევ უყვარს,

წვიმა დაგვიშენს ბინდისფერ ფიქრებს,
და რაც გითხარი თუკი გაიგე,
გადაიკიდე აქ ვინც რა გითხრეს,
და ჯოჯოხეთში ერთად ჩავიდეთ...

პ.ს
არც პაკლონიკი და არც სტუმარი,
არ ვარ ქომაგი არც მომდურავი,
ის რაც ეფარა მაგ თვალებს ფარდად
ხომ გიხარია?! გაუჩინარდა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent