შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეგამოშვებით მკვდარი


23-08-2021, 16:33
ავტორი angry strawberry
ნანახია 891

როგორ მივხვდე, თუ ვკვდები?! ნელია პროცესი, მე კი მინდა ვუყურებდე, როგორ უდნება თვალები ტკივილისგან, როგორ იწყევლის თავს, ეცემა თვითგვემას. მიყვარს, როგორ ეტყობა კეფის რკალზე სიტყვა - „ვიტანჯები“, სხვას. მკლავს ჟინი, მინდა, მინდა საუკუნოდ ვუყურებდე, როგორ მთხოვს შველას, პატიებას, გადარჩენას. მინდა მანტრად ექცეს სიტყვა,- გთხოვ.
რასკოლნიკოვის მსგავსად ცალი საცვალი მინდა, ვრეცხავდე ღამით, ვიცვამდე დილით. ჩავდიოდე დანაშაულს, ამორალურს, უპატიებელს. ვიპარავდე და საზღაურად ნაქურდალს ღრმად, მიწას ვჩუქნიდე. ნეტავ, წყალს ვნაყავდე, ვკლავდე და არ ვგრძნობდე. მარტო ვცხოვრობდე და თავს ვიღუპავდე. სკაში შესასვლელი ფუტკრის ნაყარი ვიყო, გამსახურდიას ესმოდეს ჩემი, ვიტაცებდეთ მთვარეს ერთად. არ მკლავდეს ჰემისფეროები. გენეტიკიდან აღმომეფხვრას აშლილობები. მაგრამ მესმის, სილას მაწნის, ხორხს ეკიდება მარწუხები, მახრჩობს, მინდა ვერეოდე, მინდა ვსუნთქავდე, შემეძლოს დაწყევლილ ფანჯრამდე მისვლა და გამოღება, ჩასუნთქვა, გადახტომა. თითოეული ნეკნის მტვრევა მესმის, ერთი, ორი , სამი. არ ჩერდება, მე კი მაკანკალებს, ვერ ვჩერდები. მინდა ვიტირო, კუთხეში დავჯდე და ვარწიო თავი. მინდა დამტოვოს, ვცნობდე ხალხს, ვიპოვო აზრი დაბადებასა და სიკვდილს შორის. ვხვდები, წავიდა. მინდა აღარ დაბრუნდეს, მაგრამ გაყვითლებული, უსახო კონტურიდან მესმის სიტყვები,- დღეგამოშვებით, შევხვდებით.
შფოთვითი, ბიპოლარული, პიროვნული აშლილობა, აგორაფობია, მანია, ქრონიკული დეპრესია.
- წამალი ხომ არ გაგითავდა, დედი?
- აღარ მჭირდება, დე. გაგრძელება არ იქნება.




თავზე ხელი გადავისვი ამ ნაწერით, თუ ვინმე წაიკითხავს, გამიგებს, ან ვერა, ცუდად ვარ და იცოდეთ, მწერლობაზე არ ვდებ თავს, ვცდილობ ის სული დავიმშვიდო, რომელიც...



№1  offline წევრი Life is beautiful

რომელიც...
- შენშია ჩასახლებული'
...
იცით არ მახსოვს, თქვენი, ბევრი წამეკითხოს, ან უბრალოდ არ მახსოვს,
მაგრამ დღეს, ორი წავიკითხე და საოცარი რიტმი აქვს.
"სულის რიტმი".

"მიყვარს, როგორ ეტყობა კეფის რკალზე სიტყვა - „ვიტანჯები“, სხვას."
"გტანჯავს"(სხვასი) თან "გსიამოვნებს"...
(მაზო, ხისტი...)
)))
გვეშველება რამე?!

 


№2 სტუმარი ცისია

საინტერესოა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent