შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამი ოცნების გარეთ


7-08-2019, 02:59
ავტორი Stranger things
ნანახია 2 924

ჩაკარგულ ნისლში თოვლად ცვივა ნამქერი ფერფლის
მე ვერც კი ვიგებ ყოვლად თოვს თუ ფიფქია ცრემლის

ეცემა ცისფერ ნისლში გაყინულ მიწას ფერფლი
ისე ეცემა ჩემში ბრძოლა და ჟინი ძველი


მინდა მოგწვდე და გითრა და ვერ ვინძრევი...ვკვდები
მინდა შენ მაინც მითხრა უბრალოდ თოვლში ვდნები


ალბათ ჟინია ბოლო
ბოლო სიცოცხლის წვეთი
ალბათ დროა რომ გავყო
სული და ხორცი ჩემი


სიცოცხლის ბოლო წვეთი
ტკბილია მაგრამ სველი
როგორც ნაღვენთი ცრემლი
ზედ მოკანკალე ხელი


შენზე ოცნებით ვხვდები
რომ ჩემს ოცნებად რჩები
რომ მეც ოცნება ვხდები
და ოცნებებში ვდნები


მხოლოდ წამით რომ შეგწვდე
და იმ წამში რომ დავრჩე
მინდა უბრალოდ შეგხვდე
და ამ სამყაროს მოვრჩე


ახლა კი დარდი მეფობს
გვირგვინად იდგამს ცრემლებს
ცრემლიც კი არას ამბობს
კანს მიუდვნიათ ხელებს


მინდა უბრალოდ მოგწვდე
ოცნების გარეთ დავრჩეთ
მაგ თლილ თითებში დაგწვდე
გამიღიმე და მოვრჩეთ.



ძალიან მაგარი ლექსია

 


№2 სტუმარი სტუმარი Stranger things

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მაგარი ლექსია

მადლობაა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent