ადამიანი
ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და შეარხიე შენი სულის ღრმა შრეები. ნუ შეგეშინდება, რადგან მანდ არ ხარ მარტო და, ცხადია, არც არასდროს ყოფილხარ. იქ, შენი სულის სიღრმეში, გელოდება ადამიანი, რომელიც შენი რეალური სახეა ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ჯერ არ გახვიდე, ცოტა ხანს კიდევ დარჩი და დააკვირდი, შეისწავლე საკუთრი თავი, ნუ გაურბიხარ მას და გიყვარდეს, რადგან მარტოსულია, შენგან მიტოვებულია. შენ ცდილობ ის გამოკეტო, გარეთ არ გაუშვა, რადგან ფიქრობ, მას ხალხი შეიძულებს, გათელავს და დაჩაგრავს სიმართლის თქმის გამო, სიკეთის გამო, თანადგომის გამო, სიყვარულისა და სითბოს გამო, ამიტომაც ხარ შენ მუდმივად გარეთ, თვალთმაქცობ, პირფერობ, ტყუი და იღებ ისეთ ფორმასა და ზომას, როგორიც სხვებს უნდათ რომ იყო. შენ სახედაკარგული პიროვნება ხარ გარეთ, როცა ნამდვილი ადამიანი ზის შენი სულის ღრმა შრეებში და ელოდება როდის გაათავისუფლებ, რომ კვლავ დაგიბრუნოს ადამიანობა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.